ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში

ტურინის “იუვენტუსიდან” ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელების უმეტესობამ პირველი შეხვედრები ჩაატარეს და მეორე მატჩებისთვის ემზადებიან.გთავაზობთ ბიანკონერების თამაშების მოკლე მიმოხილვებს.

უპირველეს ყოვლისა, იტალიის ეროვნული ნაკრებით დავიწყოთ, რომლებიც უდინეში ესპანეთს დაუზავდნენ, 1-1.ჯანლუიჯი ბუფონმა და ლეონარდო ბონუჩიმ შეხვედრა სრულად ჩაატარეს, სიმონე ძაძა კი მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.რაც შეეხება დანიელე რუგანის, მისთვის თამაშში ჩართვის საშუალება კონტეს არ მიუცია.

იტალიელთა წინააღმდეგ ითამაშა ალვარო მორატამ, რომელიც ასევე ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და აქტიურობდა.დელ ბოსკემ ტურინელთა ცხრიანი მატჩის მიწურულს შეცვალა.აქვე ვთქვათ, რომ ესპანელებმა გუშინ მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს, თუმცა ვერც ის მოიგეს.პირენეელები ნაპოცაში რუმინეთს დაუპირისპირდნენ და ფრედ, 0-0 ითამაშეს.მორატა მოედანზე 76′ წუთზე, დავიდ სილვას ნაცვლად გამოჩნდა.

საინტერესო მატჩში მიიღეს მონაწილეობა პატრის ევრამ და პოლ პოგბამ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ამსტერდამში ჰოლანდიას დაუპირისპირდა და ბოლო წუთებზე 2-3 დაამარცხა.გამოცდილი მარცხენა მცველი მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს, პოგბამ კი მოედანზე 87 წუთი დაჰყო.რაც შეეხება მარიო ლემინას, მისმა გაბონმა სიერა ლეონე ამხანაგურ მატჩში 2-1 დაამარცხა, ნახევარმცველი შეხვედრის მიწურულს გაცვალეს.

მარიო მანჯუკიჩის ხორვატია ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუზავდა, 1-1.ტურინელთა შემტევი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და გოლიც შეაგდო, 29-ე წუთზე ივან პერიშიჩის გადაცემით იხეირა.

ბერლინში ოლიმპიაშტადიუმზე წააგო სამი ხედირას გერმანიის ნაკრებმა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები 2-0 უგებდნენ ინგლისელებს, თუმცა კუნძულელებმა 3 გოლი გაიტანეს და საოცარი ქამბექი დადეს.ტურინელთა მე-6 ნომერი ძირითადში იყო და საგოლე პასიც გაუკეთა მარიო გომესს.შემდეგ შეხვედრას გერმანელები იტალიასთან გამართავენ, მიუნხენში.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გამართა ხუან კუადრადოს კოლუმბიის ნაკრებმა, რომლებმაც 2-3 დაამარცხეს ბოლივია.”იუვენტუსის” ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 84′ წუთამდე ითამაშა, შემდეგ მატჩს პეკერმანის შეგირდები 30 მარტს, გათამაშების ლიდერ ეკვადორთან გამართავენ.

ნაკრებში კი გამოიძახეს, თუმცა მოედანზე არ გამოსულა ბრაზილიელი ალექს სანდრო, რომლის გუნდმაც ურუგვაისთან ფრედ, 2-2 ითამაშა, არადა, 2-0 იგებდა.ბიანკონერების მარცხენა მცველის პოზიციაზე დუნგას “ატლეტიკოს” ფელიპე ლუისი ედგა.შემდეგ მატჩს ბრაზილიელები პარაგვაიში ჩაატარებენ, ადგილობრივ გუნდთან.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Lb19
Lb19
8 years ago

Sandro sastavshi daayene dunga tore gineba ar agcdeba :vashaa:

giorgi nefaridz
8 years ago
Reply to  Lb19

maiცა რა დაისვენოს ბიჭმა, ნეტა დანარჩენებიც არ ათამაშონ რა აზრი აქ ამხანაგურებია მაინც

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x