ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ასამოა : “დუბლის შესრულება გვინდა”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი, კვადვო ასამოა მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულებას აპირებს, განელს სკუდეტოსა და იტალიის თასის მოგება სურს : “მართალია, ცუდად დავიწყეთ, თუმცა სიტუაცია მალევე გამოსწორდა და ახლა კვლავაც ლიდერები ვართ.”

“სეზონის ბოლოს არავის გაახსენდება, ვინ რომელ მატჩში ფლობდა უპირატესობას, მთავარია უკანასკნელი რვა მატჩი მოვიგოთ და ჩემპიონობა ვიზეიმოთ.ვიცით, რომ დუბლის შესრულება ადვილი არ იქნება, თუმცა ეს იუვენტუსია და ჩვენთვის ყველაფერია შესაძლებელი.ტრავმა ? – საბედნიეროდ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, თუმცა მძიმე დაზიანების შემდეგ ფორმაში დაბრუნება ადვილი არ ყოფილა.ჩემთვის მთავარია გუნდის წარმატება, არ აქვს მნიშვნელობა, ბევრს ვთამაშობ თუ ცოტას.მწვრთნელმა იცის, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ მის დასახმარებლად, როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო.მინდორზე 11 მოთამაშე თამაშობს, შენ კი, ხუთი წუთითაც რომ მოგეცეს თამაშის შანსი, შეიძლება მცირე წვლილი შეიტანო თამაშში.არ დაგავიწყდეთ ნაპოლისთან თამაში, ძაძა სულ რამდენიმე წუთით შემოვიდა მინდორზე და გამარჯვების გოლი გაიტანა, ძლიერი თადარიგი ჩვენი პლიუსია.”

“პოგბა ? – ბოლო წლების განმავლობაში პოლმა საოცარი პროგრესი განიცადა, მას აქვს ძალა, მსოფლიოში უძლიერესი გახდეს.ფრანგის თამაშზე ყურება ერთი სიამოვნებაა.გამორჩეული მატჩი ? – ყველა შეხვედრა ერთნაირად დასამახსოვრებელია, თუმცა განსაკუთრებით ფიორენტინასთან მოგებული დაპირისპირება მახსენდება, როცა გოლის გატანა მოვახერხე.დღემდე მაინტერესებს, როგორ ჩავახვიე მარჯვენა ფეხით ბურთი ასე კარგად.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Lb19
Lb19
8 years ago

Magari burti sheagdo mec maxsovs :chuvak:

jjj jjj
8 years ago

იმენა კუნძააა :yes: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x