მაროტა გუნდოგანის და ტურეს შემდეგ მუნდიგაის განიხილავს

მომავალი სეზონისთვის ტურინელებს არამარტო ტრეკუარტისტას, არამედ რეჯისტას პოზიციის გამაგრებაც აქვთ გადაწყვეტილი. როგორც ჩანს ჰერნანეში მალე დატოვებს ბიანკონერის და ამიტომაც მაროტა შესაფერის კანდიდატურას ეძებს. გუნდოგანთან დაკავშირებით ახალი არაფერია და დიდი შანსია, იუვესთვის ეს ასედაც დარჩეს.. მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მანჩესტერ სიტი იჩენს და ასეთ პირობებში კონკურენცია პრაქტიკულად გამორიცხულია.. არაბი შეიხის საკუთრებაში მყოფი კლუბი თანხებს არ დაიშურებს გერმანელის შესაძენად. მაროტა ალტერნატივას ეძებს და როგორც ჩანს მას ჩეზენაში მიაგნო.. ჯანლუკა დი მარციოს და პაოლო ბარჯიჯის უკანასკნელი ცნობებით ტურინელთა შუა ხაზს გაბი მუნდიგაი შეავსებს, რომელიც ია ია ტურეს შემდეგ მესამე ვარიანტად სახელდებოდა.. ტურე კი სავარაუდოდ ინტერის მაისურს მოირგებს, რომელსაც მანჩინისთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს. მუნდიგაი მიმდინარე სეზონში მოკრძალებული კლუბის რიგებში მოედანზე 9-ჯერ გამოჩნდა და თავი არცერთხელ არ გამოუჩენია. ტრანსფერს ბარტერის სახე ექნება და საპირისპირო მიმართულებით ფედერიკო მატიელო და ლუკა მარონე გაემგზავრებიან.
წყარო: tuttojuve
SAPIRVELAPRILOA ETYOBAA:)))
დგეს რა 1აპრილია :D:D
პერსპექტიული ჩუვაკია მუნდიგაი
კაი რა აქ პერსპექტიული
იმედია პირველი აპრილის ბაზარია
ეს ჯაკომაცის სიტუაციაა ხომ?!
1 აპრილი!
ამდენი ზღაპრები რა ამბავია,ერთი საკმარისი იქნებოდა
ეს ალბათ არასერიოზულათ დაწერეთ მარა მატიელო როა ნახსენები არ მომეწონა, მატიელო მომავალია იტალიური ფეხბურთის, ბოლო პერიოდში მასეთი ნიჭიერი ფლანგის მცველი იტალიას არ ყოლია
რადროს მუდინგაებია როცა გუნდს ამ პოზიციაზე სერიოზული მოთამაშე ესაჭიროება შეიძლება კროოსზე ფსონის დადება რადგან თითქმის გადაწყვეტილია რომ რეალიდან აბარგდება და შეიძლება 30 ლიმონად მოყვანა ამას დაამატონ ფლორენცი ან ბელერინი, ერიკსენი ან როისი, ბერნადესკი + 1-2 პერსპექტიული მოთამაშე თუნდაც პრიმავერადან მე პირადად ამ მოთამაშეებიდან ავიყვანდი 2 კაცს
მაქს მაიერი, დენის პრაეტი, ლეროი სანე, ბენტანკური
ერთი სიტყვით
1. ერთი კარგი ბურთის დამჭერი გვინდა
2. ერთი გამთამაშებელი
3. ლიხშტაინერის პოზიციის მოთამაშე
4. მარცხენა ნახევარ მცველი