ალეგრი:”ემპოლისთან, მხოლოდ გამარჯვებისთვის!”
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია დარჩენილი ხუთი საშინაო მატჩიდან ყველაში გამარჯვების მოპოვება.. სამ ქულიანი ჰანდიკაპი არამარტო უნდა შენარჩუნდეს, შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ გავზარდოთ. იოლი მატჩი ნამდვილად არ იქნება.. მსგავსად გასული წლისა.. მეტოქე კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ნამდვილად ძალუძს პრობლემების შექმნა, მაგრამ იუვენტუსი მინდორზე გამარჯვებისთვის გავა.. სხვა გზა არც გვაქვს”..
“შემადგენლობა? დიდი შანსია, რომ დიბალა ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, ხოლო კიელინი ჯერაც სარეაბილიტაციო კურს განაგრძობს. ჯეროვნად უნდა შეფასდეს მარკიზიოს და კუადრადოს ჯანმრთელობის მდგომარეობები, მაგრამ საერთო ჯამში ფეხბურთელები შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან. 99%-ით ვარ დარწმუნებული რომ რუგანი იასპარეზებს.. მაგრამ 3 მცველიან ტაქტიკას ავირჩევ თუ ოთხიანს, ამას უშუალოდ თამაშის წინ შეიტყობთ.
პერეირა? იგი ვინოვოზე დარჩა და მუხლჩაუხრელად შრომობდა.. რაც ბუნებრივია სასიკეთოდ წაადგა. ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში იგი ერთ-ერთი იმათაგანია ვისი იმედიც გამორჩეულად მაქვს.
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და იუვეს პრიმავერას ვიარეჯოს თასსზე მიღწეული წარმატება მივულოცო! ფეხბურთელები და სრული სამწვრთნელო შტაბი გამორჩეულ აპლოდისმენტებს იმსახურებენ”.
ალეგრი რათქმაუნდა მხოლოდ მოგბა

რუგანისთან ერთად ვინ იქნება აბა დაცვის ცენტრში? ბარძალისაც ტრავმა აქვს
პადოინს ხო არ დააყენებს 