ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა

ემპოლისთან დაპირისპირება ბევრისათვის არაფერს ნიშნავდა, ბევრისათვის ადვილი გასეირნება და გარანტირებული 3 ქულა იყო, მატჩსაც უმეტესმა ალბათ Flashscore-თი უყურა, მაგრამ მე მირადად ამ დაპირისპირებამ ბევრი რამ დამანახა.

რატომ სწორედ ამ მატჩმა?

რადგან პირველ რიგში მონატრებული ვიყავი იუვენტუსის თამაშის ყურებას (სანაკრებო პაუზის გამო) და კიდევ მიზეზი არის ის, რომ განსაკუთრებულად ითამაშა რუგანიმ, მარკიზიომ, პოგბამ, მორატამ…

როდესაც მოედანზე დიბალა და კუადრადო არ არის, ყოველთვის დაბალი ტემპიათქო ვიძახდი და უიმედოდ ვიყავი, პოგბას გაყიდვის და ამ თანხით 2-3 ,,ტოპ” ფეხბურთელის მოყვანის მომხრე ვიყავი, მორატა წავიდესთქო და მის ნაცვლად კავანი ან ბერარდი მოვიყვანოთთქო, რაც შეეხება რუგანის, მასში ეჭვი არასოდეს შემპარვია, ინტერთან იტ.თასის 1/2 ფინალშიც კი. ის დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და სტაჟიან და დაკვირვებულ გულშემატკივრებს ემახსოვრებათ ლეონარდო ბონუჩი, კონტეს მოსვლამდე… ემახსოვრებათ ანდრეა ბარძალი, ვოლსბურგის სკამ ნახეხი ფეხბურთელი რომელიც მილიონის მე-3ით შევიძინეთ… დღეს კი ხედავთ მათ მნიშვნელობას გუნდში. ასევე იქნება რუგანის შემთხვევაშიც.

პოგბა – თუ ფულს არ დახარბდები, თუ ვიდალივით სხვისი მაისურით ლიგის მოპოვებას არ მოინდომებ, თუ ფრთებს მოკეცავ და მიწაზე ივლი, თუ გულის მხარეს წარწერას დააფასებ, შენ მოიგებ ჩმ.ლიგას, შენ აიღებ ოქროს ბურთს, შენ დადგები პლატინი-ზიდანი-დეშამი-ტურამი-ტრეზეგეს გვერდით იუვენტუსის ისტორიაში. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული…

მორატა – დაბლოკე შენი ტრანსფერი, ნუ წახვალ რეალში, მათ შენი ტალანტი არ დააფასეს და არც ეხლა აინტერესებთ, რადგან სავაჭრო ობიექტად მიჰყავხართ და არა კლუბისათვის. დარჩი ჩვენთან და შექმენი დიბალასთან ერთად საუკეთესო დუეტი!
მარკიზიო – მენატრებოდი…
და ბოლოს, 3 ტრანსფერს ვითხოვ: პოგბას, მორატას და კუადრადოს შენარჩუნებას!
ფორცა იუვე, ფორცა ტუტი იუვენტინი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
თოკო
თოკო
9 years ago

Mე ვინ ვარ რომ დავიწუნო მაგრამ ეს თაობა ჩემი აზრით მსოფლოოს და ევროპას არათუ მოიგებს არამედ მეოთხედფინალს ვერ გაცდება მაგრამ მაინც ვბალეშიკობ იტალიაა და მაინც მაგრები ხართ

1juve
1juve
9 years ago

ვინმეს თუ იყიდიან მაშინ ვიღაცას წასვლა მოუწევს, არ მგონია იუვეში იმდენი უთავმოყვარეო ფეხბურტელი იყოს რო ბევრი დათანხმდეს ლიგის 23 კაციან განაცხადს მიღმა დარჩენას, დღეს იუვეს ყავს 2 მეკარის გარდა _ კვადრადო ლემინა რომლებიც თავიანთ კლუბეში დაბრუნდებიან, 20 ფეხბურთელი, ამ 20 ფეხბურთეს + ის 2 მეკარე რომელიც უეჭველი ხვდება განაცხადშიდ და რჩება 1 ადგილი რომელიც შეიძლება შეივსოს, 30 ფეხბურთელის მოყვანა რო გვინდა კაია მარა 30 კაცი რომელია იუვედან წამსვლელი? ჯერ უნდა იცოდე ვინ მიდის და მერე უნდა ვეძებოთ შემცვლელები, მანჯუკიჩი არ გაუშვა და კავანი მოიყვანო უაზრობაა, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს ორივე თუ იქნა კონკურენცია აიწევსო და გუნდს წაადგებაო, 2 ლიდერი ერთ ადგილზე… Read more »

bero-juve10
bero-juve10
9 years ago

ეს გიოტცე კიდე რა გახდა მაგის მოყვანას ბევრად მირჩევნია ერიკსენი მოიყვანონ
ფლორენცი, ერიკსენი, მხითარიანი და კროოსი მინდა მე პირადად ყველაზე მეტად და თუ ერიკსენი ვერ მოვიყვანეთ არ იქნება ცუდი ვარიანტი რომ მის მაგივრად ბერნადესკი მოიყვანონ.

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  bero-juve10

კროოსი დაივიწყე ძმაო.ძალით წაართვა რეალმა,ხელფასის გამო მიატოვა ბავარია,არადა საკმაოდ კარგი შეთავაზება გაუკეთეს გერმანელებმა მარა…

bero-juve10
bero-juve10
9 years ago

ფაქტია რომ მაგ პოზიციაზე ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშეა
არ ვიცი სხვა ვინ შეიძლება მაგ პოზიციაზე გამოგვადგეს სერხი რობერტოც არ იქნება ცუდი მაგრამ ეგეც გამორიცხულია უფრო ისეთი მოთამაშე გვინდა ბურთიც დაიჭიროს და თან გააკონტროლოს
ერიკსენი, ფლორენცი, ბერნადესკი და მხითარიანი მოიყვანონ და ჩემი მხრივ 100 + დავუწერ
ჩემი აზრით ფაბრეგასიც შეიძლება რომ გადმოვიყვანოთ არ იქნება ცუდი ვარიანტი.

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  bero-juve10

ერიკსენიც გამორიცხულია,ტოტენჰემი ძლივს ლიგაზე გადის და ახლა მითუმეტეს არ გაყიდიან საჭირო მოთამაშეს.მე მხითარიანის ვარიანტს ვემხრობი,ყველაზე რეალურია.ჭკვიანი ფეხბურთელია კარგი ტექნიკით და დარტყმით,რაც მთავარია იდელური პასები აქვს და მისის სომეხობა ნაკლებად მაინტერესებს,მთავარია იუვეს გამოადგეს.

1juve
1juve
9 years ago

ბენატია მართლა უნდათ? კასერესი შეიძლება წავიდეს მარა კასერესის ადგილს დათანხმდება ბენატია? სასტავში მაგის ადგილი არაა და რუგანის დრო თუ მაგან წაიღო ცუდი იქნება, თან არც რუგანის დროს დათანხმდება, მცველი სეიძლება გვჭირდება მარა არა ბენატიასნაირი, მაგას სასტავში არ დააყენებენ და ზამთარშივე გაიქცევა, ის ემპოლის მცველი როა კაი იქნება

jjj jjj
9 years ago

არ ვიცი რატო მოგწონთ ეს საპონარაა თუ დუშ გელა… გიოტცე რომ წამოვიყვანოთ კომანის ნაცვლად არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ კლოპი წაიყვანს ასე მგონია! :no

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  jjj jjj

პირლოს გავს… ფიზიკურად :lool:

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

:forza: :forza:

svani
9 years ago

ორი პოზიციაა შესავსები. რეჯისტა და ტრეკუარტისტა. დანარჩენი პოზიციები საკმაოდ შევსებულია თავისი კარგი ზამენებით. იქნებ ტრეკუარტისტა მოიყვანონ და რეჯისტად მარკიზა გაქაჩავს ისევ.

Trezeguet
ბიანკონერი
9 years ago

საპონა კარგი ფეხბურთელია არადა. ბერარდის არ იყიდიან, რადგან ფლანგის ფეხბურთელია

svani
9 years ago

მე კაკრას ვფიქრობ რომ ბერარდის მოიყვანენ 4-3-3 ში სათამაშოდ. კუადრადში კიდე სადღაც 15 მილიონამდე შესთავაზებენ გამოსასყიდად ჩელსის და თუ დაითანხმეს ხომ კარგი თუ არადა ბერარდი დადგება უეჭველი. 15 ლიმონი ნორმალური ფასია, სანამ ბერარდი მოიხოდება დადგება ხიფათა და მერე უკვე წავა კონკურენცია.

თოკო
თოკო
9 years ago

გეთანხმები გუნდიდან თუ ვინმე წავა იმედია სასტავიდან არავინ და თუ მოვა ვინმე იმედია სასტავისთვის და არა სკამისთვის საპონარა სორიანოები კიარა ისკოები და ხამესები მოვლენ ახალგაზრდა და ვარსკვლავი ჯობს27 წის ეჭვქვეშ მყოფ თუნდაც იტალიელს იტალიელებიდან ალბათ მხოლოდ ვერატი და ფლორენცი თუა ჩვენი გირსი სამწუხაროდ თაობა 0 :forza:

bero-juve10
bero-juve10
9 years ago
Reply to  თოკო

ცუდი თაობა არ ყავთ იტალიას მთავარია კარგად განვითარება თორემ რას უწუნებ
ბერნადესკი, რუგანი, რომანიოლი, მასი, მანდრაგორა, ბერარდი, სანსონე, დონარუმა, პერინი და კიდევ ბევრი აუცილებელი კიარ არის ყველა პირლოს დონეს მიაღწიოს მაგრამ მე მჯერა ამ თაობის მთავარია განვითარება არ შეწყვიტონ და საკუთარ თავზე ბევრი იმუშაონ ამაში კი ფედერაციიდან დაწყებული გუნდის თითოეული მოთამაშით დამთავრებული მხარში უნდა ამოუდგნენ.

bero-juve10
bero-juve10
9 years ago

კარგია გიო ეს ყველაფერი მთავარია ყველა იუვენტინოს ხმა მიწვდეს ანიელის და მაროტას რომ ამ გუნდს განვითარება არ შეუწყვიტონ და გაყიდვების ფულის ამგვარად შოვნის მაგივრად კიდევ უფრო გაძლიერებაზე და დახვეწაზე იფიქრონ
რა გახდა ეს 2-3 ტოპ მოთამაშე რომ ლიგა მოვიგოთ თუნდაც ბუფონის ხათრით სანამ ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით არის
მადლობა გიო და ყველა იუვენტინოს გფარავდეთ ღმერთი.

Giorgi kasrashvili
9 years ago
Reply to  bero-juve10

:love: :oops:

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x