ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”ბონუჩის განსხვავებული სიტუაცია ჰქონდა”

აპენინებზე იგუაინის ოთხ მატჩიან დისკვალიფიკაციას დიდი აურზაური მოჰყვა. პრესის ფურცლებზე ხშირად იხსენებენ ბონუჩის და რიცოლის დაპირისპირებას ტორინოსთან შეხვედრაში, თუმცა ბუფონის განცხადებით ეს სავსებით სხვა ეპიზოდი იყო:“არგენტინელის დისკვალიფიკაციაზე მე ვერაფერს გეტყვით.. მასზე გაცილებით სხვა რანგის პირებმა უნდა ისაუბრონ.. ერთი რამ ცხადია, ადამიანებს ჩვენს შედეგში ეჭვი არ უნდა შეჰქონდეთ.. როდესაც მე-16 ადგილზე იმყოფები გარკვეული ტურის შემდეგ და ფინიშისკენ პირველ ადგილზე ინაცვლებ 6 ქულიანი ჰანდიკაპით აქ ზედმეტი კითხვები საჭირო აღარ არის.. ბონუჩისთან დაკავშირებით ბოლო დროს ბევრჯერ წავიკითხე, მაგრამ მე იქ ვიყავი და საკუთარი თვალებით ვუყურებდი მოვლენების განვითარებას. რიცოლიმაც აღნიშნა, რომ ლეო მას არ შეხებია ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს”.

9 thoughts on “ბუფონი:”ბონუჩის განსხვავებული სიტუაცია ჰქონდა”

  1. ბონუჩის ეპიზოდი ვაბშე აღარ მახსოვდა და ამაზე რო იტყვის კაცი თავი მიარტყაო, ღირსების შელახვისთვის უნდა უჩივლოს ლეუშამ. :lool: :lool: რაც შეეხება იგუანის მაგრად ვბალეშიკობდი მაგის ოქროს ბუცს, მარა მოიქცა ფინთი გოიმივით და ავნო ისევ თავის თავს და თავის გუნდს. დისკვალიფიკაცია უნდა შეუმცირონ ნამდვილად.

  2. ცოდოა იგუაინი,ორ თამაშამდე უნდა შეუმცირონ,ნაპოლის მაინც არ ეშველება აწი რამე და იქნებ ოქროს ბუცს მაინც გამოკრას ხელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.