ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ბერარდის კონტრაქტს ამზადებს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დომენიკო ბერარდის გამოსყიდვა და მასთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.ბიანკონერებს “სასოულოსთან” შეთანხმებას აქვთ მიღწეული, რომლის მიხედვითაც სურვილის შემთხვევაში მაროტა ახალგაზრდა ფორვარდს 25 მილიონ ევროდ გამოისყიდის, ასეც მოხდება, ალეგრიმ იტალიელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და ბერარდი შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.ტუტომერკატოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებერი ქალბატონი ბერარდის კონტრაქტს 2021 წლამდე გაუფორმებს, თუმცა რამდენი იქნება მისი ხელფასი, სტატიაში არ არის ნათქვამი.

წყარო : Football Italia

22 thoughts on ““იუვენტუსი” ბერარდის კონტრაქტს ამზადებს

  1. paveloti jeნოას ფორვარდი მაგიც სასუოლოს ფეხბურტელი იყო, ნაკრების კაცად ითვლებოდა რო არა ტრავმა

  2. რა მნიშვნელობა აქ რამდენად გაყიდეს? ვინ გაყიდეს და ვინ მოყავთ მაგას შორის ხოა სხვაობა? ბერარდი მთლიანად სასუოლომ შექმნა და 3 წელია უზრდის იუვეს, სასუოლო ზუსტად მაგაში ნახულობს მოგებას აბა თუ მოგება არ დარჩა ისე რაში ევალება სასუოლოს იუვეს ფეხბურტელის გაზრდა? ფეხბურთელი მილიონია იტალიაში და იმისას გაზრდიან ვისაც მეტ მოგებას ელიან, სასუოლოს რო კარგად სეუძლია ფეხბურთელის გაზრდა მაგიც ყველამ დავინახეთ, ამიტო ღირს მაგათთან საქმის დაჭერა

      1. 3 წელია სერია ა_ში თამაშობენ და ბერარდი – ძაძა – სანსონე – მისიროლი – ვრალსკო თუ ვიღაცა ეს 5 მინიმუმ სასუოლომ შექმნა იმ დონის ფეხბურთელებად როგორებიც დღეს არიან, საოცარი არცერთი არაა მარა რაც სასუოლომ გააკეთა მინიმუმ იმდენი რო ეკეთებია ყველა იტლიურ კლუბს დღეს იტალიური ფეხბურთი მაღალ დონეზე იქნებოდა, ყველაზე ბევრი კარი იტალიელი ფეხბურტელი იუვეს მერე სასუოლომ გამოაჩინა

        1. ეგენი ნორმალური ფეხბურთელები არიან მარა არა მაღალი კლასის აწი უნდა დადგნენ ტოპ ფეხბურთელები ბევრი ყოფილა ისეტი ვისაც ნიჭი ქონდა მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს თუნდაც ჩვენი ჯოვინკო ავიღოთ ასე რო სასულოს კარგი ფეხბურტელების აღზრდას ტყუილად ნუ მიაწერ მასეთი პარმა იყო პარმამ მართლა აღზარდა კარგი ფეხბურთელები თუნდაც მარტო ბუფონი რო ვთქვათ და სხვების ჩამოთვლა არ დავიწყოთ სასულოში კი მასეთ საოცრებებს მე ვერ ვხედავ ვიზეც შეიძლება იტალიური ფეხბურთის მომავალი აეწყოს

          1. ფაქტია ყველა მივიდა იმ ეტაპზე რო მაღალი დონის კლუბში გამოიცადოს, სასუოლოს რო შეეძლოს ფეხბურთელი მის კლუბშივე მიიყვანოს იუვეს დონის ფეხბურთელად მაშინ თვითონვე გახდებოდა იუვენტუსის დონის

  3. არაფერი არ იხარჯება ზედმეტად ეს ჩვენი იყო მერე კონტრაქტის 50 პროცენტი მიყიდეს სასულოს ერტი წლის მერე სულ მიყიდეს მეორე 50 თიც და მაქსიმუმ შეიძლება 5 მილიონის დამატება გახდეს საჭირო ჩვენც ხო ავიღეთ რაღაც თანხა მთლიანი აქციები რო მივყიდეთ ამისი ასე რო არაფერი იმდენი არ გვეხარჯება საწუწუნო რო გახდეს თან არაა ისეთი იგროკი რო ვერ გაქაჩოს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში ამასაც ყოველ შემთხვევისთვის მარტინესზე რო გადაყარეს ტყუილად ფული და დიეგო შეეწირა მაგ ტრანსფერს იმაზე მეტს არც ეს დააშავებს :roll:

      1. მე მეტი მეგონა რო მოგვცეს რაც არ უნდა იყოს ეგ თუ დღევანდელ გაწელილ ფასებს შევადარებთ არც ისე ძვირია ტან არაა ცუდი იგროკი და შეუძლია მაღალ დონეზე რო ითამაშოს რავიც მე მევასება :forza:

  4. Kargia ro moyavt shanss adzleven unda gamozardon magal donis fegburtelad da tan italielia,italiur fegburts uchirs isedac da dadges iqneb kai fegburteli,magram meore uaryofiti mxare isaa ro tu ver gaamartla mashin fuli darcheba gadayrili da kide didxans iwuwunebs marota ar gvaqvs biujeti ro magari transferi gavaketoto,mera tu iyidian kai burtia damchers da passavikss mashin mivesalmebi amis yidvas 40 ic ro gadaixadon

  5. ძაძასავით გაამართლებს ესეც :yes: ბოლოს მთელ სასუოლოს იყიდიან და გავიჩითებით მილანის დონის გუნდი, თან ორჯერ მეტს იხდიან თითოეულ ფეხბურთელში ვიდრე რეალურად ღირს

    1. ძაძაბი და ბერარდები მილანის დონის გუნდებს 4 გოლებს უტანენ ყოველ თამაშში და უშანსოდ უგებენ

  6. ბერარდის დაბრუნებით ალეგრის კრიტიკას დროებით ვაჩერებ :chuvak: გააკეთოს ის მისგან რაც ელ შაარავისგან არ გამოუვიდა, ანუ მომავალი ლეგენდა იტალიური ფეხბურთის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.