“იუვენტუსი” მხითარიანს აკვირდება
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.სომეხ ფეხბურთელს გერმანელებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება და ჯუზეპე მაროტა ეცდება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე 27 წლის მოთამაშე ხელში ჩაიგდოს.გარემოებას მეტად რეალურს ხდის ის ფაქტი, რომ მხითარიანის აგენტი მინო რაიოლაა, რომელსაც ტურინელ ბოსებთან შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს.
უკვე მერამდენე სეზონია, მასიმილიანო ალეგრის ტიპური ტრეკუარტისტა სჭირდება და ბრაზილიელი ერნანეშის წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად დადგა დღის წესრიგში.”შახტარის” ექს-შემტევს მიმდინარე სეზონში საუცხოო სტატისტიკა აქვს, 10 გოლი და 16 ასისტი 28 შეხვედრაში.ვნახოთ, რამდენად ისარგებლებს მაროტა რაიოლასა და ბორუსიას ხელმძღვანელებს შორის არც ისე იდეალური ურთიერთობით.
არა მხითარიანის გადმოყვანა ძალიან კარგია მთავარია აღოს ალღო იტალის ჩემპიონატს და თუ ეს ჰეძლო სუპერ ჰენაძენი იქნება
ნორმალური ფეხბურთელია. ჩემი აზრით 25 ლიმონზე მეტი არ ღირს
პასი კი აქ ნორმალური მარა მაზილაა არ მომწონს მე