ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით”

ბოლო დღეებია დომენიკო ბერარდის მომავალს აქტიურად უკავშირებენ ტურინის “იუვენტუსს”, თითქოსდა, ჯუზეპე მაროტამ ახალგაზრდა ფორვარდის გამოსყიდვა გადაწყვიტა და მალე ტრანსფერს ოფიციალური სახე მიეცემა. ამ თემასთან დაკავშირებით იტალიურ პრესასთან მოთამაშის აგენტმა, სიმონე სეგადონიმ ისაუბრა : “ამ მომენტისთვის კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, დომენიკო სასოულოს ფეხბურთელია და ჯერ-ჯერობით იუვენტუსში არ ჩარიცხულა.”

“ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გვაკავშირებს, სასოულოს ხელმძღვანელობას დიდ პატივს ვცემთ და ყველაფერი მათი აზრის გათვალისწინებით გადაწყდება.ბუნებრივია, იუვე უკვე წლებია ბერარდის აკვირდება და მისით ინტერესდება, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.რამდენიმე ადამიანის მოსაზრება გავიგე, თითქოს, დომენიკოს დიდ კლუბში თავის დამკვიდრების სურვილი არ აქვს, ეს დიდი ტყუილია, ამ მომენტში კი შემიძლია გითხრათ, რომ ბერარდი სულაც არ ფიქრობს სასოულოდან აბარგებაზე.ნეროვერდიში იგი ძალიან განვითარდა, პროგრესი განიცადა და თუ მაღალი დონის გუნდში გადავა, ძირითადი შემადგენლობის წევრი თუ არა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს.ჯერ ახალგაზრდა ფეხბურთელმა აქ უნდა დაამტკიცოს, რომ მზადაა ითამაშოს ისეთ გრანდში, როგორიც იუვენტუსია.იდეალური ტაქტიკა ? – მისი მახასიათებლები 4-3-3 სქემისთვისაა ზედგამოჭრილი, მას გოლის გატანაც შეუძლია, პასის მიცემაც და სტანდარტების შესრულებაც.ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დეტალებს მწვრთნელი წყვეტს.”

წყარო : Football Italia

22 thoughts on “აგენტი : “კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით”

  1. არ არის ბერარდის ადგილი ამ ფორმაციის იუვეში, არააა და არც დიდი იმედი მაქვს, რომ ბერარდისგან რამე დადგება. ამის მოყვანას კუადრადო იყიდონ აჯობებს

      1. გაიყიდება, თუ გადაიხდიან. ნამდვილად არ არის კუადრადოს ყიდვა შეუძლებელი. კუადრადომ პრემიერ ლიგაში უკვე სცადა თამაში და ვერ გაამართლა. დარწმუნებული ვარ, თავად ფეხბურთელს ენდომება იუვეში დარჩენა და კონტეც არა მგონია დიდად გაჯიუტდეს. 20-25 მილიონად თავისუფლად შეიძლება ყიდვა.

        1. კონტე ხო იცი რანაირია, კვადრადოს სასტავში თამაშზე სეიძლება საერთოდ არ ფიქრობდეს მარა სკამისთვის მაინც დაიტოვებს, როცა აქ შანსი კარგი ფეხბურთელი სკამზე ყავდეს იმ შანსზე უარს არ იტყვის, საღაცა მაინც გამომადგებაო იფიქრებს და დაიტოვებს, თან კონტეს თვალში კვადრადო ამაღლდებოდა იუვეში ნათამაშების მიხედვით, ვნახოთ მე მგონია რო ჩელსი არ გაყიდის მაგას, კონტე რო არ მისულიყო მაშინ ვიფიქრებდი რო გაყიდიდა

  2. როდის ნახე რო ყველაზე პერსპექტიული რო იყო? გვარდიოლასთან რო მივიდა? პერსპექტიული რო არ ყოფილიყო იუვეში ვერ მოხვდებოდა, მაგნაირი ზღაპრები არ ხდება, უპერსპექტივო ვერასდროს ერ მოხვდება ასეთი ძლიერი გუნდის შემადგენლობაში, ყველაზე ცუდი ის იყო რო კომანმა თავის ნიჭი ვერ გამოამჟღავნა იუვეში, თუ ვინმე იტყვის რო მისი იუვეს ტამაში შეეფერებოდა იუვეს დონეს მაშინ ფეხბურთთან არც ისე ახლოს ყოფილა, ბერარდიც ნიჭიერია და კომანიც უბრალოდ საქმე ისაა ვინ უკეთესად გამოიყენებს მის ნიჭის იუვეში, ფაქტია კომანმა ვერ გამოავლინა შესაძლებლობები იუვეში, ახლა ბერარდის დროა, ბერარდი თუ გამოავლენს ესეგი იუვესთვის ბერარდი ჯობია, კომანმა ბავარიაში სულ რო 3 ლიგა მოიგოს ჩვენთვის რა ხეირი? ხო კიდე კომანზე რაც ვთქვი ის არის რეალობიდან გამომდინარე ჩემი აზრი თუარა ისე სუბიექტურად ვფიქრობ რო კომანი დიდი ფეხბურთელი არაა და მომავალში ვერ გახდებათქვა მაგას არ დავწერ ახალგაზრდა ბიჭია პირიქით გამიხარდება თუ დიდი ფეხბურთელი გახდება, ცუდ კარიერას არავის არ ვუსურვებ

  3. ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ვინგერი იმის გამო გაუშვეს, რომ გუნდის ფორმაციას ვერ შეეწყო და ახლა ისევ ვინგერი მოყავთ?ასეთ უაზრობას იმედია არ იზავს მაროტა. ახლა არ მითხრათ კომანს ბერარდი ჯობიაო :lool:

    1. Tavis asakshi tipma messize uketesi statistika dado da komani nagdad ver dgas amaze bevrad magla donit. Bevrad inteleqtualuri pexburtelia berardi da bevrad qarizmatuli da lideruli tvisebebitacaa dajildovebuli. Teqnikit da siswrapit mirchevnia komani mara rogorc pexburteli berardi upro magali donis dadgeba magashi var 100% darwmunebuli

  4. bero-juve10

    ოდნავ მაინც ვერ ერკვევი სატრანსფერო ბაზარში ? ფიორენტინა სულელი კი არაა 34 წლის ევრა, არაფრის მომცემი პადოინი და ერნანეში რო წაიყვანოს და ბერნარდერსკი მოგვცეს, ცოტა რეალურად რატო ვერ აზროვნებ

    1. სამაგიეროდ ამ მოტამაშეებს + 25 ლიმონსაც რომ ვუმატებ იმას რატომ არ კითხულობ.

      1. მერე რა დაუმატე რაც გინდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანია ვის იღებს და არა მხოლოდ 25 მილიონი, ეგ შენ რასაც წერ რბილად რო გითხრა უაზრობაა და ერთ გარიგებასაც ვერ დამისახელებ რომელიც ეგეთი პირობებით განხორციელდა )) ძაძას სტატიაზე რო წერ ბონუსად პადოინი წაიყვანოს ჩელსიმო ეგ არი როგორი ხარისხის უაზრობა იცი ? მესამე კლასელი ბავშვიც გაიცინებს

  5. ნაკრებს ისე კაი მომავალი აქ თუ დროულად მიხედეს ამ ფეხბურთელებს

    ____________________________________პერინი_______________________

    _______________________რუგანი______ბონუჩი_____კიელინი___________

    _______ბერნარდესკი________ვერატი______მარკიზიო________ფლორენცი___

    ________________ბერარდი___________ძაძა________ინსინიე___________

  6. რაც ამაში უნდა გადავიხადოთ ამის ფასად ბერნადესკი მოვიყვანოდ ბევრად მირჩევნია ამ ეტაპზე.

    1. მეტი ღის ბერნარდესკი და თან ფიორედან რთულად საყიდია ფეხბურთელი, ორივე მოვიდეს ისე კაი იქნება, ბერნარდესკი ორივე ფლანგზე თამაშობს ან კიდე 3-4-3ში ორივე ერთ ფლანგზე დადგება.

      1. შეიძლება 30 ლიმონად მოყვანა ფიორეც ის გუნდი არ არის რომ ასეთ თანხაზე უარი თქვას
        მე პირადად ჰერნანეში, ევრა, პადოინი + 25 ლიმონს გავიღებდი

        1. სხვა გუნდში გაყიდის, ფიორედან და ნაპოლიდან ყველაზე რთულია იუვესთვის ფეხბურთელის ყიდვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.