ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს მილანთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:

ბუფონი – 8.5 – მატჩის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელი! რამდენიმეჯერ იხსნა საკუთარი გუნდი უეჭველი გოლისგან.. აბატეს ჩაწოდება, ბალოტელის საჯარიმო დარტყმა, ბაკას ყუმბარისებული შტურმი.. ბუფონი თავისი კატისებრი რეაქციით უშანსოდ ტოვებს მეტოქეს.

ბარძალი – 6.5 – ბალოტელის წინააღმდეგ ირჯება და საკმაოდ დამაჯერებლად.. მეორე ტაიმის დასაწყისში მილანის 45 ნომერს ბუფონის კართან ნახევარ მეტრში აჩერებს.. 90-ე წუთზე ბონავენტურას ართმევს ბურთს და იწყებს კონტრ იერიშს.. რითაც სან სიროს აპლოდისმენტები დაიმსახურა!

ბონუჩი – 6 – გოლის ეპიზოდში რაღაც ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა, მაგრამ ლეოს ვერ დავადანაშაულებთ. საწყის ეპიზოდში მცირედით უყურადღებოა, უშვებს ბაკას, რომელსაც ბუფონი აჩერებს. თუმცა, შემდგომ ეტაპობრივად უმატებს.

რუგანი – 6 – კარგავს კონცენტრირებას მილანელთა გოლის დროს. აქტიურად უპირისპირდება ბაკას რამდენიმე ეპიზოდში.. შემდგომ ჭრის ბალოტელის სახიფათო იერიშს. კიდევ ერთი პატარა წინ გადადგმული ნაბიჯი. ბიჭი თანდათანობით იპყრობს იუვეს ნდობას.

პოგბა – 7.5 – სუსტად იწყებს.. ხშირად კარგავს ბურთს.. აძლევს კუჩკას მოძრაობის საშუალებას. მეორე ტაიმში სხვა სიჩქარით აქტიურდება.. საჯარიმო.. გადაცემები და გოლი.. გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილია!

მარკიზიო – 6 – რთული შეხვედრა გამოდგა.. პირველ ტაიმში განსაკუთრებით, რადგან პოგბასგან იშვიათად იღებდა მხარდაჭერას. შემდგომ მიხვდა რომ კონტროლი თავად უნდა აეღო სიტუაციაზე და შედეგიანად ირჯება. შორეული დარტყმაც განახორციელა, რომელიც დონარუმამ მოიგერია.

ასამოა – 5 – აფრიკელი მოედანზე ერთ თვიანი შესვენების შემდეგ გამოჩნდა. სურვილი დიდი აქვს, მაგრამ ფიზიკურმა გადაღლამ მალე იჩინა თავი. მოედანს ტრავმირებული ტოვებს.

ალექს სანდრო – 5.5 – იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მოკრძალებულად ირჯება. კარგავს სახიფათო ბურთს, რომლის გამოც მილანის სასარგებლოდ საგოლე კუთხური დაინიშნა. ჰონდამ ცხოვრება გაურთულა. იშვიათად ტოვებს საკუთარ ნახევარს.. უჩვეულოდ დაბალი მაჩვენებელი.

მანჯუკიჩი – 7 – კლასიკური ცენტრ ფორვარდი.. იბრძვის როგორც ლომი.. აკეთებს დარტყმებს და იტანს გოლს. ცივსისხლიანად ათანაბრებს ანგარიშს. 11-ე გოლი მიმდინარე სეზონში. ხორვატს ნებისმიერ პარტნიორთან შეუძლია პროდუქტიული თამაში.

მორატა – 7 – მთელი მოედნის მანძილზე ალექსი სანტიმეტრითაც არ შორდებოდა.. თუმცა, ესპანელი არ არიდებდა ორთაბრძოლებისგან თავს. ბრწყინვალე გადაცემა მარიოზე, რითაც მილანელთა დაცვის ხაზი გატეხა.. და პარალელურად არაერთი საჭირო ჯარიმა, რომელიც საკუთარ გუნდს მოუპოვა.

ძაძა – 5.5 – ბუნებრივია მორიგი სათადარიგო სკამით გაბრაზებულია, მაგრამ ასე არ შეიძლება. იგი უნდა გაუფრთხილდეს იმ მცირედ წუთებსაც კი, რომელიც ეძლევა.. განრისხებული თამაში და ყვითელი ბარათები კარგს არაფერს მოუტანს.. შედეგად გამოტოვებს მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო.

ალეგრი – 7 – იუვე: მებრძოლი მანქანა! 22 შეხვედრაში 21 გამარჯვება! გუნდს ძალუძს წნეხის გაძლება და ამავე დროს ენერგიის დაზოგვა. ერთ ნაბიჯში ისტორიული მიღწევისგან!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve _ 10
juve _ 10
8 years ago

პოგბა იმენა ლეგენდა გვეზრდება (თუ დარჩა რათქმუნდა)
ამასთან შედარებით ზიდანი _ჭიჭვეიშვილად მოგვეჩვვენება.

პოგბა მე მჯერა შენი ( მიდი ლომოოოოოოო ბანზაიიიიიიი :achuu: )

vakhtang karchava
8 years ago

ჯიჯი საოცარი იყო! შეფასებაც საოცარი მიიღო-8,5 აქამდე 8 ბალიანი მეგონა,თუ ჯიჯიმ აწია თამასა? )) :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x