ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები კანტეთი ინტერესდებიან

ლესტერი და მისი ზღაპარი გამორჩეულ ეპითეტებს იმსახურებს, თუმცა არა ჩვენს ვებგვერდზე. ერთი მხარეა სპორტული შედეგი და მეორე ფინანსური.. სწორედ ამ უკანასკნელის გათვალისწინებით უნდა ველოდოთ სეზონის ბოლოს მელიებიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლას. ერთ-ერთი ასეთი კი ნგოლო კანტეა.. საფრანგეთის ნაკრების წევრი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და ძალიან ახლოს არის მოკრძალებულ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგის ჩემპიონობა იზეიმოს. რანიერის ბუნებრივია არ სურს არც მისი და არც მაჰრეზის დაკარგვა, მაგრამ უკვე ამ ეტაპზე ორივე მათგანით ევროპული გრანდები დიდ ინტერესს იჩენენ. ტურინელები თავის მხრივ კანტეს კანდიდატურას ფრიად გამორჩეულად აფასებენ და სეზონის ბოლოს ეცდებიან მის გადმობირებას. ფრანგს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო უდევს და საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.

9 thoughts on “ტურინელები კანტეთი ინტერესდებიან

  1. ძალიან მაგარი მოთამაშეა, ლესტერის თამაშებს თუ უყურებთ, მიხვდებით რა სამუშაოს ასრულებს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.