ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელები კავანის სანაცვლოდ 40 მილიონს ამზადებენ

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით ბიანკონერი მზად არის 40 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და ტურინში ედისონ კავანი გადაიბიროს. თუმცა, ეს ყოველივე ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალზეა დამოკიდებული. ფაქტია, რომ მომავალ სეზონში ერთ-ერთი მათგანი პარიზს აუცილებლად დატოვებს, მაგრამ ვინ იქნება ეს ჯერ არავინ იცის.. შვედს კონტრაქტი მოახლოებულ ზაფხულში ეწურება და მოარული ხმების თანახმად არ არის გამორიცხული კარიერა საფრანგეთის დედაქალაქში განაგრძოს. კავანის თავის მხრივ ხელშეკრულების თანახმად კიდევ ორი წელი მოუწევს პარიზში ყოფნა.. სადაც როგორც თვითონ არაერთხელ აღნიშნა ბედნიერი არ არის. ტურინელები გარდა 40 მილიონიანი წინადადებისა, კავანის წლიურად 6.5 მილიონ ევროს ჰპირდებიან.

6 thoughts on “ტურინელები კავანის სანაცვლოდ 40 მილიონს ამზადებენ

  1. ჰა ჰა 25 ლიმონი პლუს ბონუსები და ისიც მანჯუ უნდა გაუშვან. მორატას ხელი არ დაედოს ციკლოპ !!!

  2. ძაან ძვირია ბერდება უკვე და თან დიდი გადამრიე თავდამსხმელიც არაა ბევრს მაზავს მორატა დატოვონ მაგას ჯობია მიაშავონ პერესს 20 მილიონი :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.