ტურინელები კანტეთი ინტერესდებიან
ლესტერი და მისი ზღაპარი გამორჩეულ ეპითეტებს იმსახურებს, თუმცა არა ჩვენს ვებგვერდზე. ერთი მხარეა სპორტული შედეგი და მეორე ფინანსური.. სწორედ ამ უკანასკნელის გათვალისწინებით უნდა ველოდოთ სეზონის ბოლოს მელიებიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლას. ერთ-ერთი ასეთი კი ნგოლო კანტეა.. საფრანგეთის ნაკრების წევრი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და ძალიან ახლოს არის მოკრძალებულ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგის ჩემპიონობა იზეიმოს. რანიერის ბუნებრივია არ სურს არც მისი და არც მაჰრეზის დაკარგვა, მაგრამ უკვე ამ ეტაპზე ორივე მათგანით ევროპული გრანდები დიდ ინტერესს იჩენენ. ტურინელები თავის მხრივ კანტეს კანდიდატურას ფრიად გამორჩეულად აფასებენ და სეზონის ბოლოს ეცდებიან მის გადმობირებას. ფრანგს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო უდევს და საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.
Amaze metad aravin gamogvadgeboda juveshi
ოო ეს თუ მოიყვანეს დახატავს იუვეს

ამის მოყვანას აჯოებბს გუნდმა სტურაროს განვითარებაზე იმუშავოს
არსენალი ჩვენზე მეტს გადაიხდის ალბათ და საბოლოოდ ლონდონში წავა
პატარა მაკელელეა მოიყვანონ
ძალიან მაგარია ართმევაზე
კანტე იუვეს დახატავს
ძალიან მაგარი მოთამაშეა, ლესტერის თამაშებს თუ უყურებთ, მიხვდებით რა სამუშაოს ასრულებს :)
არ არის ეგ ცუდი მოთამაჰე კარგია