ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”პოგბას არსად წასვლა არ სურს”

“პოლ პოგბასთან დაკავშირებით ახალი არაფერია. ჩვენ მასთან უკვე დიდი ხანია რაც ყველაფერი გავარკვიეთ. ფრანგი იუვენტუსის ფეხბურთელია და ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებთ. მართალია, ფეხბურთში არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ მას წასვლის თაობაზე არასოდეს მოუმართავს. ალეგრი? იგი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპეციალისტია, რომელთანაც ახალ კონტრაქტს მალე გავაფორმებთ. საერთოდაც, ჩვენ მუდამ მხარს ვუჭერთ მწვრთნელს.. ასე იყო კონტეს ეპოქაშიც და ასე იქნება დღეისათვისაც. ჩვენი მიზანია ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.. რა თქმა უნდა ფინანსური ასპექტები გასათვალისწინებელია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სპორტულ შედეგები! კლუბმა ფინანსური აღმასვლა 90 მილიონიანი გარღვევით დაიწყო, დღეისათვის კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენი ცხოვრების სტილი მარტივია.. ვცოცხლობთ გამარჯვებისთვის.. თუ ვმარცხდებით სხვისკენ ხელს არასოდეს ვიშვერთ.. ვუყურებთ საკუთარ შეცდომებს და ერთიანი ძალებით ვცდილობთ მათ გამოსწორებას”.

9 thoughts on “მაროტა:”პოგბას არსად წასვლა არ სურს”

  1. ეგრე რა ეგ უკვე დიდი გუნდის წარმომადგენლის განცხადებაა დროა დავიბრუნოთ დაკარგული ადგილი ევროპაში ყველა შიშით რო ისვრიდა იუვე არ მოგვიწიოს რაც შეიძლება დიდხანსო :modee: პოგბას დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ მე პირადად 120-ად გაყიდვის მომხრე ვარ და 2 ტოპ ფეხბურთელის მოყვანის მაგ ფულად მაგრამ თუ არ გაყიდით ეგეც კარგია და ისე გააძლიერებთ გუნდს.ისეთი დრო დამდგარიყოს პოგბა იხვეწებოდეს ე ბიჯო ერთი 15 წუტი მაინც მათამაშეთ ძირითადშიო :lool: ანიელი იმედია გაამართლებ :forza: :forza: :forza:

    1. სისულელეა :) მაროტამ თქვა რომ სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება საქმე ერთად აკეთონ, მაგრამ სავარაუდოდ კუადრადოს და ოსკარის საკითხზე იყო საუბარი. არც პოგბა და მითუმეტეს არც ბონუჩი იუვედან არ წავლენ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.