ალეგრი:”მატჩში მცირეოდენი ჩავარდნაც დაუშვებელია”
“მეტოქეს რამდენიმე საგოლე ეპიზოდის შექმნის საშუალება მივეცით.. 10 წუთიანი გამოთიშვა დაუშვებელია! ზუსტად ამ დროს შეიძლება ისეთი დონის შეცდომების დაშვება, რომელსაც დარჩენილ დროში ვეღარ გამოასწორებ. ჩვენი ამოცანაა სრული 90 წუთის მანძილზე ვაკონტროლებდეთ სიტუაციას”..
“მათემატიკური გათვლებით სკუდეტოსთვის საჭიროა ორი გამარჯვება და ერთი ფრე. მატჩები ერთი მეორეს მიყოლებით უნდა მოვიგოთ და არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღეისათვის ჩვენს მეტოქეებს გაცილებით იოლი კალენდარი აქვთ. ლაციოსთან და ფიორენტინასთან მატჩები საკვანძო გახდება.. და ამავე დროს მძიმე, რადგან მოცემული კლუბები ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.
მორატას პროტესტები გარკვეულ ეპიზოდში ნამდვილად არ იყო კარგი და აუცილებელია მსგავსი ეპიზოდი თავიდან ავიცილოთ.. მისთვის თავისუფლად შეეძლოთ დისკვალიფიკაციის მიცემა. ფეხბურთელებს მეტი გონივრულობა მართებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს რიგებს ამაგრებენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. სწორედ მათი დახმარებით შევძლებთ ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული წარმატების განმეორებას”.
მიდი მაქს 2 წელში ლიგა უნდა დადო
იუვეს ოფიციალური გვერდიც კი გაეღადავა პადოინს
http://postimg.org/image/nj13lhbe7/
კუადრადო უნდა დარჩეს!
არა რა… იღბალი უნდა ყველაფერს, ცოტა ხნის წინ ვიკითხე პადოინს გოლი თუ აქ გატანილი იუვეს რიგებშითქო… (გაუტანია და მე არ მახსოვდა). ძლივს ვეღირსე ბედნიერებას და რათ გინდა!!! მაინც 3-0 წერია ანგარიში… არ გჯერავთ რო გაიტანა???
არც ისე ადვილი მატჩები გვაქვს წინ. ლაციო და ვიოლა რთული მეტოქეები არიან
აშკარად ალეგრის სკოლა გაქვს გავლილი… სანამ მათემატიკურად არ დადასტურდება, მანამდე რო არ იტყვის ჩვენია სკუდეტოო
… 5 ტური დარჩა და ხუთივეში რო ფიორე გვხვდებოდეს ნეტა მართლა თუ შეგეპარებოდა ეჭვი იუვეს სკუდეტოში?! მით უმეტეს ეხლა… როცა ამდენი ამოქაჩეს!!!
ტყუილად კი არ ვარ ალეგრის ფანი
მიდი მაქ ჯიგარი ხარ მუდუნება კარგს არაფერს მოგვიტანს
მაქსი თამაშის მაქსიმალურ კონტროლზე აკეთებს აქცენტს.90% მიღწეულია,მალე 100% ავა