ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ევროპაში წარმატებას უნდა მივაღწიოთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ლაციოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “სკუდეტომდე ჯერ კიდევ რამდენიმე გამარჯვება დაგვრჩა მოსაპოვებელი, ლაციოსთან მოპოვებული სამი ქულა კი ამაში ძალიან დაგვეხმარება.მართალია, პალერმო 4-0 დავამარცხეთ, თუმცა იყო მომენტები, რომლითაც უკმაყოფილო დავრჩი, რომაელები ტურინს ძალიან მოტივირებულნი ეწვევიან და მათთან შეცდომები არ უნდა დავუშვათ.წინ ორი ურთულესი დაპირისპირება გველის, ჯერ ბიანკოჩელესტი სახლში, შემდეგ კი გასვლა ფლორენციაში, გადაწყვეტილი არაფერია.”

“ნაპოლიმ მშვენიერი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ჩვენი მიზანია, იუვემ უკეთესი ჩაატაროს, იტალიაში ბრძოლა ბოლო ტურამდე გრძელდება, ამიტომ მოდუნების საშუალებას არცერთი თამაში არ იძლევა.ვუახლოვდებით მეხუთე სკუდეტოს, თუმცა ვიცით, რომ ევროპაში წარმატებას ჯერ კიდევ მისაღწევი გვაქვს, ამისთვის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენი სვლები უნდა განვახორციელოთ.კონტრაქტი ? – კლუბს განვუცხადე, რომ სეზონის ბოლოს ვისაუბრებდით ამ თემაზე, წასვლას რომ ვაპირებდე, ამის შესახებ ხელმძღვანელობას ადრე გავაფრთხილებდი.100 მილიონი პოგბაში ? – რა თქმა უნდა, პოგბას შევინარჩუნებდი.”

“მარკიზიოს ტრავმა ? – კლაუდიოს წუხელ ვესაუბრე, იგი მშვიდად იყო და ოპერაციას ელოდა.სამწუხაროდ, იგი სეზონის დარჩენილ ნაწილს და ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, მის დაბრუნებას სექტემბერში უნდა ველოდოთ.შემცვლელები ? – ერნანეში ან ლემინა, ორივე მშვენიერ ფორმაშია, საერთოდ, მარიოს ტრანსფერი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, იგი ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ პროგრესი სჭირდება, განსაკუთრებით დაცვითი კუთხით.მორატა დისკვალიფიცირებულია, წინა მატჩის მსგავსად, ხვალაც სამი ფორვარდი იქნება ჩემს განკარგულებაში.ცვლილებებს ვაპირებ დაცვაშიც, ან ვითამაშებთ ოთხი მცველით, ან ევრა მესამე ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოგვევლინება.ყველა გვაქებს, მაგრამ რეალურად ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, მეხუთე სკუდეტო აუცილებლად უნდა მოვიგოთ.პერეირა ? – რობერტოს რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, იგი შაბათს დაგვიბრუნდება.გარისკვა ამ ეტაპზე არ ღირს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
8 years ago

ალეგრი არ ჩქარობს კონტრაქტის გახანგრძლივებას.კონკრეტულ გარანტიებს ითხოვს კლუბისგან,საკვანძო ფეხბურთელების შენარჩუნება და მაღალი კლასის მოთამაშეებით გაძლიერება… ზოგი ამტკიცებდა,რომ ბუნჩულა ალეგრი ხმის ამომღები არაა და მიტომ ტოვებენო))

Lb19
Lb19
8 years ago

Miaxvedra marota rom unda imoqmedos am zapxuls. Mandzukam ver gaamartla gasashvebia da top forvardi unda moiyvanon

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რა თავდაბალი კაცი ხარ

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x