ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ La Gazzetta dello Sport-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს:

ბუფონი – 6 – ცუდი ფეხბურთელი ტურინელთა რიგებიდან არავინ ყოფილა, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ.. ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი ამ საღამოს ჩვენი კაპიტანი იყო.. მიზეზი მარტივია, მეტოქე ვერ ემუქრებოდა მის კარს.

ბარძალი – 6.5 – შეცდომა? ის მას უკვე დიდი ხანია აღარ უშვებს.. ჩანასახშივე უხშობს იმედს ჯორჯევიჩს და კეიტას.

ბონუჩი – 6.5 – იწყებს ელეგენტურად, საოცარი გადაცემით.. შემდეგ იმავე გადაცემების დროს ერთბაშად სამჯერ შეცდა. მეორე ნახევარში საკუთარ გუნდს პენალტის დარტყმის უფლება მოუპოვა.

რუგანი – 6.5 – კონსტრუქციულ ფაზაში ბოლომდე ზუსტი არ არის, მაგრამ საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩაატარა.

ლიხტშტაინერი – 6.5 – აქტიური პრესინგით იწყებს. საკუთარი ფლანგის სრული ბატონ-პატრონია! იდეალური გადაცემა დიბალას, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ მისცა შვეიცარიელს საკუთარ ანგარიშზე საგოლე გადაცემის ჩაწერის უფლება.

ჰერნანეში – 6.5 – მიუხედავად იმისა, რომ ტურინულმა ტიფოზერიამ იგი თავისიანად ჯერ კიდევ არ მიიღო, ბრაზილიელი რეჯისტას პოზიციაზე ძალიან ეფექტურად ასპარეზობს.. ერთხელ საჯარიმო დარტყმის შემდეგ რეალურად დაემუქრა მარკეტის კარს.

პოგბა – 7 – მარჯვენათი დარტყმული იდეალური პოზიციიდან მარკეტიმ მოიგერია.. დიბალას კუთხური, პოგბა იღებს და აკეთებს გადაცემას.. მანჯუკიჩი და გოლი!

ხედირა – 7 – ბრწყინვალე გადაცემა პოგბაზე, მაგრამ ფრანგმა ეპიზოდი ქარს გაატანა. შემდეგ დიბალაზე გამოზომილი გადაცემა და საგოლე გადაცემა მაინც მიითვალა. ტექნიკური არსენალის და ტაქტიკური განსწავლულობის ბრწყინვალე სინთეზი!

ალექს სანდრო – 7 – მარცხენას როგორც მძიმე არტილერიის საბრძოლო დანადგარს ისე ხმარობს.. უნიკალურად ზუსტი გადაცემა დიბალაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს საფეხბურთო სახელმძღვანელოში! მთელი მატჩის მანძილზე სახიფათოდ აწოდებდა საკუთარი ფლანგიდან. მეტოქე? საკუთარ ზონაში ის უბრალოდ დააცემენტა.. თავადაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა.

მანჯუკიჩი – 7 – პირველი დარტმიდან გააქვს გოლი! სუპერ ცივ-სისხლიანი და მრავალმხრივი ფორვარდი. ნამდვილი ლომი, რომელიც უკან არასოდეს იხევს. ფანტასტიკურად იწყებს ეპიზოდს, რომელმაც მესამე გოლი მოუტანა იუვეს.

დიბალა – 7.5 – უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელი. საკმარისი იყო მარკეტის მისი პირველი დარტყმული მოეგიერებინა, რომ არგენტინელმა ფრთები გაშალა. მთელი პერიმეტრის მანძილზე მისი გაჩერება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. დრიბლინგი, გადაცემა, სწრაფი მანევრირებები! ამ საღამოს ყველაფერი იყო და დამატებით დუბლი მისი შესრულებით. პირველსავე სეზონში 20 ბურთიანი ციფრი ახლოს არის.. ტევესი? ის მხოლოდ მოგონებებია!

ძაძა – 6 – პუბლიკა ოვაციებით შეხვდა, რადგან იგი ტურინში სიგიჟემდე უყვართ საკუთარი თავდადების და ბრძოლისუნარიანობის გამო. თუმცა, მარკეტის დამარცხება ვერ შეძლო, რომელიც ამ საღამოს საკუთარი გუნდიდან საუკეთესო იყო.

სტურარო – 6 – ალეგრის ბოლო პერიოდში იგი მყარად ჰყავს სკამზე.. თუმცა, ამჯერად კარგად ერთვება.

ასამოა – შეფასების გარეშე – ვერა და ვერ დაიბრუნა ოპტიმალური ფორმა, მაგრამ ფიზიკური ენერგიის ხარჯზე ცდილობს გუნდისთვის სარგებლის მოტანას.

ალეგრი – 7 – იდეალურად გამოდის საჭირო აკორდების პოვნა. ტურინელები ტემპს არ აგდებენ და ამავე დროს კონცენტრირებას მაქსიმალურ დონეზე ინარჩუნებენ. იუვე მეტოქეზე მთელი 90 წუთი დომინირებდა.. უტევდა მსაჯის სასტვენიდან სასტვენამდე.. კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ისტორიული მიღწევისკენ! ზედიზედ მეხუთე სკუდეტო უფრო ახლოს არის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრის ეკუთნის ეს ჰეფასება

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x