ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ფლორენციაში დიდი მატჩისთვის!”

“მერწმუნეთ გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი რამ გვაქვს. გარკვეულ ეპიზოდებში არაფრის დიდებით არ უნდა მოვდუნდეთ, რაც დღეს არაერთხელ შევამჩნიე. თითოეული შეცდომა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს.. მე მათგან გადამეტებულს არ ვითხოვ.. ზუსტად იმდენს რამდენიც შეუძლიათ. დღეს, კარგად ითამაშეს და განსაკუთრებით მომეწონა, რომ ბურთი არ გაგვიშვია. კარგი იქნებოდა ზედმეტი რისკი თავიდან აგვეცილებინა და ბურთი უფრო მეტად გვეკონტროლებინა, თუმცა ეს უკვე ჩემი საქმეა ბიჭებს ყურადღება და კვალიფიკაცია მოვუმატო”.

“ნაპოლი? მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ დარჩენილ მატჩებში წარმატების მიღწევა და შედეგად, მათემატიკური თვალსაზრისით 4 ქული გვესაჭიროება.. სამი მათგანისთვის კი ფლორენციაში გავემგზავრებით, სადაც დიდი მატჩის გამართვას ვგეგმავთ.. რაც თავისთავად იოლი არ იქნება.

გუნდი სეზონის მსვლელობისას თავიდან დაიბადა და ახლა მნიშვნელოვანია ჯეროვნად დასრულება. მომავალზე როცა დრო დადგება მაშინ ვიფიქრებთ. თუმცა, არაფრის დიდებით არ უნდა შევაჩეროთ განვითარება და იქნებ, მომავალი სეზონი უკეთესად დავიწყოთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ყველაზე მთავარი ისაა რომ მსაჯის შეცდომებით გამოვარდით და ამაზე ხმას არავინ იღებს,ზუსტად ესაა საეჭვო,ყველა ერთმანეთთან შეკრულია და დიდ ფულს იღებენ ამ მაქინაციებში :blin:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დასანანია რომ ლიგაზე არ ვართ, მაგარ ფორმაში ვართ და სად გადაგვეყარა ბაიერნი და რა ბეწვზე გაგვცდაა… სევილიაში მარცხს ვერ ვინელებ რა, პირველი ადგილი მივართვით სიტის ლანგარით

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აქაც თუ მოიგე ალეგრი დანარჩენი თამაჰები დაიკიდე ოღონდ გასვლა სახლჰი ყველა უნდა მოიგო :forza: :juvee:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x