ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი:”კარგი იქნებოდა იუვეში უფრო ადრე, რომ გადავსულიყავი”

“კარგი იქნებოდა უფრო ადრე, რომ გადავსულიყავი იუვეში.. როდესაც კონტრაქტს ვაფორმებდი, გავიფიქრე რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.. ყველაფერს გავიღებდი, დრო რომ დამებრუნებინა. 2006 წლის მუნდიალის შემდეგ ვფიქრობდი, რომ რომელიმე ტოპ კლუბში ამოვყოფდი თავს, მაგრამ სამწუხაროდ სერიოზულად არავის დავუფასებივარ. პირველად, როდესაც ტურინიდან ზარი განხორციელდა საკუთარ თავს თავადვე დავუსვი კითხვა, ვიყავი თუ არა მზად მსგავსი რანგის გამოწვევისთვის.. ყველას დავუმტკიცე, რომ შემიძლია. ნამდვილად არის ეპიზოდი, როდესაც ასაკის გამო გული მწყდება.. მინდოდა რამდენიმე წელი მეთამაშა კიდევ ასეთ მაღალ დონეზე”..

“ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოპოვება წარმოუდგენლად კარგი ემოციაა და მასთან საბედნიეროდ ახლოს ვართ. ბუფონის რეკორდის შემდეგ მატჩების მშრალად ჩატარებული რეკორდი დამატებითი სიამოვნება იქნება. მცველებსაც გვაქვს საკუთარი მიზნები და რეკორდების დამყარების სურვილი.. მაგრამ როდესაც ვიძახით, რომ თავს ყველანი ერთად ვიცავთ ეს ჰაერზე გასროლილი ბგერები არ არის.. უყურეთ ჩვენს მატჩებს და თავადვე დარწმუნდებით. რა თქმა უნდა უკანა ხაზშიც მაღალი დონის ფეხბურთელებია საჭირო, რადგან შეიძლება ერთმა ჩაწოდებამ მთელი დაცვის ზღუდე გაარღვიოს. საბედნიეროდ, დამატებითი იარაღია ბუფონი რომელიც სიმშვიდის გარანტია.

ჩემპიონთა ლიგა? ნაკლებად, რომ იუვეს გრძელვადიანი ევროპული ფიასკო არ გამართლების ბრალია.. უბრალოდ ლიგაზე განსხვავებულად თამაშია საჭირო.. თუ ჩემპიონატში ძალების გადანაწილება და მშვიდი ტემპის შენარჩუნებაა პერიოდულად საჭირო, ლიგაზე სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.. თუ წარმატება გსურს, მაშინ შეტევა შეტევაზე უნდა განახორციელო.. რაც უფრო მეტად ვთამაშობთ დიდ გუნდებთან და შორს გავდივართ, მით უფრო იზრდება წარმატების შანსი. სხვათაშორის შარშანდელ სეზონთან შედარებით წელს ჯგუფში მეტად უკეთ ვიასპარეზეთ.. პარადოქსია 1/8 ფინალიდან გამოვარდით ბოლო წამებზე, მაგრა, გუნდი აშკარად უკეთესად მომზადებული იყო. რომ არა ის ავბედითი წუთები ვინ იცის, ეხლა რომელ სტადიაზე ვიქნებოდით..

დიბალა? ვარჯიშებზე უფრო მეტად უჭირს, რადგან იქ ჩვენს წინააღმდეგ უწევს თამაში. ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის.. უფრო მეტიც.. კლუბი ოფიციალურად მალე გამოაქვეუნებს გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სიახლეს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Trezeguet
8 years ago

https://youtube.com/watch?v=p22DDlAEeDw
ასამოას შედევრი 4 ფეხბურთელის გარემოცვაში :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ძაან მაგარი მცველია ბარძალიი სტაბილური თან მის ასაკში ესე უმაღლეს დონეზე თამაში იშვიათია… როგორ მახსოვს ამის გოლი იუვეს კარში პალერმოში რო იყო :)

Jeqsoni
Jeqsoni
8 years ago

Jeqsoni

Jeqsoni
Jeqsoni
8 years ago

Barzala

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დიბალა? ვარჯიშებზე უფრო მეტად უჭირს, რადგან იქ ჩვენს წინააღმდეგ უწევს თამაში :up:

vakhtang karchava
8 years ago

:lool: :lool: :up:

giorgi
giorgi
8 years ago

Bardzo dzaaan magari mcvelia da martlac rom adre dzlier klubshi etamasha amze meti magari iqnebida da sheileba msofliosshi sauketesoc,dirka mcvelebshi marto iyo kaci da verc aketebda rames,movida iuveshi dadga karg mcvelebtan da kic dadga kedelivit.imedia rugani dadgeba iseti mcveli rogorc italias da iuves sheefereba,bardzagli ki daamtavrebs awi karieras da unda shedzlos ruganim misi chanacvleba yovel mizez gareshe

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მაგარი კაცი ხარ

ლაშა ცხვარაძე

ბარძალი მგელია ყველაზე სტაბილურია გუნდში როგორ მახსოვს ამის ყიდვა რო უნდოდათ რა ამბები იყო ყველა ლანძღავდა და ახლა ყველას გვინდო რო რაც შეიძელბა დიდხანს ითამაშოს ასეთ დონეზე :juvee:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x