გიორგი ქასრაშვილის ყოველკვირეული მიმოხილვა

სალამი იუვენტინოებო, მომენატრა წერა. ჩემს ბოლო სტატიას გადავხედე და ვხედავ თუ როგორ გავზარმაცებულვარ, თუმცა ამაზეც მაქვს გასასამართლებელი საბუთი, რომელსაც უახლოეს მომავალში შეიტყობთ თუ რით ვიყავი დაკავებული (ეს ცოტა ინტრიგისათვის)
ბოლოს შავ-თეთრი კალმით იუვენტუსი-ემპოლის მატჩზე დამიწერია, მას შემდეგ კი მილანში ვიმარჯვეთ, შენ პალერმოსთან და გუშინ ზედ დესერტად ლაციოც მივაყოლეთ.
რა მოხდა საინტერესო ემპოლიდან, ლაციომდე? მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით…
როდესაც იუვენტუსმა ემპოლი დაამარცხა, ნაპოლმა მოულოდნელი მარცხი იწვნია ,,ფრიუზე” ადგილობრივ უდინეზესთან და საჩემპიონო მარათონს პრაქტიკულად გამოეთიშა, ამას დაემატა იგუაინის 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია…
32 ტური: არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი რომელ ადგილს იკავებს, რა მოტივაციას განიცდიან, საუბარი ხომ იტალიური ფეხბურთის ორ მშვენებაზე, ორ სახეზე, იუვენტუსსა და მილანზეა.
გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ,,რაღაც” იმხელა ემოციით, ენთუზიაზმით ვერ ვუყურეთ თამაშს, ან მე ვერ ვუყურე, რადგან მილანთან ასეთი ადვილი გასეირნება ჩვენს სიძლიერეზე მიუთითებს თუ მათ სისუსტეზე? სასიხარულოცაა და გულდასაწყვეტიც. მილანმა მატჩი აგრესიულად დაიწყო და ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს, თუმცა იუვენტუსმა აუღელვებლად განაგრძო მატჩი და ჯერ იყო ის, რომ მალევე გაათანაბრეს ანგარიში, მეორე ტაიმში კი პოგბამ გამარჯვების გოლი გაიტანა და მდევართან, ნაპოლისთან 6 ქულიანი ,,ჰანდიკაპი” შეუნარჩუნა გუნდს.
რა მოხდა საინტერესოთქო? ზემოთ ავღნიშნე სტატიის დასაწყისში:
მილანთან დაპირისპირება, 21 წლის დანიელე რუგანისათვის რიგით
50-ე მატჩი გამოდგა სერია ა-ში და მის ანგარიშზე არცერთი ყვითელი ბარათი არაა! აქვე შეგახსენებთ რომ, შარშანდელი სეზონი მან მოკრძალებულ ემპოლიში გაატარა და 38-ჯერ მოირგო საკუთარი გუნდის მაისური და სეზონი გაფრთხილების გარეშე დაასრულა, არც ის მომენტია შორს, რომ მიმდინარე სეზონიც დანიელემ გაფრთხილების გარეშე ჩაამთავროს. მან ასევე მიიღო გამოძახება ეროვნულ ნაკრებში, მოიგო პირველი ჯილდო (პრიმავერა და უნიონები არ ითვლება, საუბარია მთავარ გუნდზე) იტალიის სუპერ თასი და ახლოსაა მოიგოს მისი პირველი სკუდეტო და იტალიის თასი პირველსავე სეზონში და კარიერული ჯილდოების კოლექცია ჰეთრიკით დაიწყოს.
წარმატებები რუგანის… მე მჯერა მისი და იუვეს ამჟამინდელ ტრიოზე ნაკლებ ფეხბურთს არ ითამაშებს და ნამდვილ იუვენტინოდ დარჩება ყოველთვის!
33 ტური: თუ წინა ტურში იგუაინის გარეშე დარჩენილმა ნაპოლიმ ადვილად იმარჯვა შინ ვერონასთან, მიმდინარე ტურში გასვლაზე 2-0 დამარცხდა მილანურ კლუბ ,,ინტერთან” და იუვენტუსს 9 ქულიანი ჰანდიკაპის შექმნის საშუალება მისცა, რომელი ბოძებული საჩუქარიც ტურინელებმა თავიანთი გამარჯვებით მეტად გაალამაზეს. იუვენტუსმა ძამპარინის არც 3ქულა და არც ქულა გაატანა შინ, რომელსაც ძალიან დიდი ფასი აქვს გადარჩენისათვის მებრძოლი გუნდისათვის. ლამაზი ფეხბურთისა და 4 უპასუხო გატანილი გოლის შემდეგ, მიმდინარე სეზონის სკუდეტოს შავ-თეთრი ლენტებით მორთვა დაიწყო.
ამ მატჩში რა იყო საინტერესო? 4 გატანილი გოლი? არა, ჩვენ ამას მივეჩვიეთ, ხედირას კარგი თამაში? პოგბას იდეალური საგოლე პასი? ზედიზედ მეორე მატჩში მის მიერ გატანილი გოლი? არა მეგობრებო, მთელი სტადიონი როგორც ვიტყვით ხოლმე ,,სიცილ-ხარხარით” პადოინს იძახდა… დიახ გრაფმა გატანა და თან როგორ მოხდენილად გააკეთა ეს, როგორი საგოლე ალღოთი გაეხსნა პასს…
34 ტური: იყო შანსი იმისა, რომ იუვენტუსს ამ ტურშივე გაენაღდებინა ოფიციალურად სკუდეტო, მაგრამ ნაპოლის 6-0 გამარჯვების შემდეგ გაოფიციალურების საქმე მომდევნო ტურისათვის გადაიდო. ტურინელები შინ დაუხვდნენ ევროპა ლიგის საგზურისათვის მებრძოლ ლაციოს, მგრამ როგორც პალერმო, ასევე რომაული კლუბიც შინ ხელცარიელი გაბრუნდა. მეტად იღბლიანი გამოდგა პაოლო დიბალასათვის რომის ლაციოს კარი, ჯერ იყო და პირველი ტურინული გოლი სწორედ ლაციოს გაუტანა (იტ.სუპერ თასი) შემდეგ რომში, ეხლა კიდევ მშრალი სერია არა მარტო გატანილი გოლით, არამედ შესრულებული დუბლით, სწორედ ლაციოსთან შეწყვიტა. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუვენტუსის ახალწვეულმა რომაელებს პოკერი შეუსრულა მიმდინარე სეზონში.
ეხლა კი რაც შეეხება საინტერესო ფაქტს, იუვენტუსმა მორიგი სერია-Aს რეკორდი დაამყარა. 24 მატჩი 72 შესაძლებლობიდან 70 ქულა მოიპოვა. 23 გამარჯვება და ერთი ფრე.
რა გველოდება წინ?
2015-2016 წლების სერია-Aს სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. 35-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერი ფლორენციას ეწვევა და გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მე-5 მოპოვებულ სკუდეტოს იზეიმებს. ასევე შეიძლება, მათ ამისათვის გამარჯვება არც დასჭირდეთ, იმ შემთხვევაში თუ იუვენტუსი და ნაპოლი ერთნაირ შედეგებს აჩვენებს, ტურინელები ოფიციალურად მოიგებს მიმდინარე ჩემპიონატის გათამაშებას.
36 ტური, 1 მაისი # 17:00: იუვენტუსი – კარპი
37 ტური, 8 მაისი # 17:00: ვერონა – იუვენტუსი
38 ტური, 15 მაისი # 17:00: იუვენტუსი – სამპდორია
კალენდარიდან გამომდინარე კიდევ მეტად ლაღ თამაშებს და უამრავ გატანილ გოლებს უნდა ველოდოთ და ეს მატჩები იუვენტუსისათვის იქნება მოთელვა იტალიის თასის ფინალის მატჩისათვის, რომელიც 21 მაისს ტრადიციისამებრ, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება მილანური ,,მილანის” წინააღმდეგ.
და ბოლოს, იმედი მაქვს, რომ 25 აპრილს სკუდეტოს მოსალოც სტატიას შემოგთავაზებთ და არ გადავდებ დაწერას 1 მაისისათვის smile ემოცია
უ
Gaixaer qasra
გაიხარე ძმაო კარგი სტატიაა
მაგარი ხარ ძმაო
Sano
ფაცეზე როგორ ხარ?
mogwere Faceze ;)
რა ანონიმური, რის ანონიმური :)

მადლობა, ქასრა, კაი კაცი ხარ, ყოველთვის ველოდები შენს მიმოხილვას

გაიხარე ძმა, მადლობა