ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ერთი ქულა ჩემპიონობამდე..

იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია, საკითხავია მხოლოდ, როდის გაოფიციალურდება ეს ინფორმაცია.ფლორენციაში მოპოვებული გამარჯვებით ტურინელებმა 12 ქულით გაასწრეს უახლოეს მდევარ “ნაპოლის” და აწი სკუდეტოს დასათმობად დარჩენილი სამივე შეხვედრა უნდა წააგონ, რაც გამორიცხულია.მოკლედ, სიტუაცია ასეთია, თუ ნეაპოლელები დღეს რომში ადგილობრივ “რომას” ვერ დაამარცხებენ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი დღესვე ხდება ზედიზედ მეხუთედ სკუდეტოს მფლობელი, თუ გონსალო იგუაინი და კამპანია ჯიალოროსის მოუგებენ, მაშინ “კარპისთან”, “ვერონასთან” და “სამპდორიასთან” აღებული ერთი ქულაც კი ბიანკონერებს გააჩემპიონებს.შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ზედიზედ მეხუთე სკუდეტო, მსგავსი რამ უკვე 80 წელია არ მომხდარა.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Delpieronedved
Delpieronedved
8 years ago

Ukve oficialura gavxdit skudetos mflobelebi

svani
svani
8 years ago

მე როგორც ვიცი იტალიაში ურთიერთშეხვედრებია გადამწყვეტი. გასვლა 2-1 წავაგეთ ნაპოლისთან და სახლში 1-0 მოვუგეთ. შესაბამისად წესით რომც მოიგოს ნაპოლიმ მაინც 9 ქულა რჩება სხვაობა და 3 თამაში. ყველა რომ წავაგოთ და ნაპოლიმ ყველა მოიგოს თანაბარი ქულები გვექნება და ურთიერთშეხვედრებით ვჯობნით.

Giorgi kasrashvili
8 years ago

80 წელი არ მომხდარა მაგრამ ზედიზედ 5 სკუდეტო მოგებული აქვს ინტერს… 4 თავად მოიგეს და 1იც ჩვენი მიემატათ… მართალია ჩვენ ვიცით რომ 4 სკუდეტო გამოსდით მათ, მაგრამ ქაღალდზე 5 წერია… ასე რომ გაისად მე-6 სკუდეტო და გავხდებით აბსოლიტური რეკორცმენები :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დღესვე ვიზეიმებთ ისე ტორინჰი ჯობია ზეიმი

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x