ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ვიყავით კოლექტივი და გავხდით გუნდი!”

“იუვე მიზანთან ერთ ნაბიჯშია.. ჩვენ არტემიო ფრანკიც ავიღეთ, არადა ასეთ ძლიერ ფიორენტინასთან ეს იოლი გასაკეთებელი ნამდვილად არ იყო. მათ, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდებოდა”..

“ჩვენის მხრივ უნდა აღინოშნოს, რომ კარგი შეხვედრა გავმართეთ.. პირველ ნახევარში მეტოქისთვის პრაქტიკულად არცერთი შანსი არ მიგვიცია, თუ არ ჩავთვლით კონტრ იერიშს, რომლის დროს ფიორენტინას გოლი არ ჩაუთვალეს. მეორე ტაიმშიც კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ ერთ მომენტში დაბნეულობამ იჩინა თავი. ასეთ ტექნიკურ გუნდს თუ დაბრუნების შანსი მივეცით, იგი მას აუცილებლად გამოიყენებს.. მომავლისთვის კარგი გაკვეთილი გვექნება.

ხვალ, დაგეგმილი პროგრამით ვიმუშავებთ, ხოლო სამშაბათს დასვენების დღე გვექნება. შემდგომ, გავაგრძელებთ მომზადებას კარპისთან შეხვედრისთვის.. ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევინარჩუნოთ თავი, რადგან მეორე მიზანი – იტალიის თასის ფინალი სულ მალე გაიმართება. ბუნებრივია თითოეული ჩვენთაგანი განიცდის ლიგის ფიასკოს.. მიუნჰენში ფანტასტიკური მატჩი გავმართეთ, რაც მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი გახდა. მომავალ სეზონში, ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთი კარგი ხელმძღვანელობის ფონზე ევროპაშიც იზეიმებს. თუმცა, ლიგაზე წარმატებული სვლისთვის სხვა გარემოებებთან ერთად აუცილებელია ბურთის უკეთ კონტროლი.. განსაკუთრებით ძლიერი პრესინგის ფონზე.. დაუშვებელია ბურთის უაზროდ დაკარგვა..

ბუფონი ჩვენი ყველაზე წარმოჩენილი ფიგურაა. მის სიტყვებს გამორჩეული მნიშვნელობა აქვს (სასუოლოსთან მატჩის შემდეგ გუნდს ჯიჯის კრიტიკის მოსმენა მოუხდა და შედეგად მეხუთე სკუდეტოსთვის მცირე ნაბიჯი გვაშორებს)! საბედნიეროდ მის გარდა კიდევ არაერთი დიდებული ფიგურა გვყავს. ჩვენ ვიყავით კოლექტივი და გავხდით გუნდი!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ალეგრი სუპერი ხარ

8 years ago

ვეთანხმები ალეგრის. ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე. მაგრამ ბოლო წუთებში აჩვენეს ბიჭებმა თუ რა მნიშვნელოვანი იყო მათთვის გამარჯვების მოპოვება. გოლიც შეაგდეს და ლევი პენალტიც აიღო ჯიჯიმ.
პ.ს.: ბინუჩის დიდი ხანია არ უვაჟკაცია. :)

jjj jjj
8 years ago

ალეგრი :up: :love:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x