ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა:”ალეგრი ევროპის დასაპყრობად გვამზადებს”

“ორი აზრი არ არის, რომ მოპოვებული სკუდეტო ჩვენთვის განსაკუთრებულია.. მიზეზი მარტივია.. სეზონის სტარტზე ჩაგდებული შეხვედრების შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კრიზისის დაძლევას მოვახერხებდით.. სიმართლე გითხრათ ჩვენც კი ვერ გავაცნობიერეთ თუ რა ჩავიდინეთ.. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.. მახსენდება ის დღე როდესაც იუვესთან კონტრაქტს ვაფორმებდი.. მაშინ ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ტურინში ორი წლის მანძილზე ჩემპიონობას ორჯერ ვიზეიმებდი.. მაგრამ ამ განსაკუთრებულ კლუბთან ერთად წინ კიდევ არაერთი ტიტული მელის”..

“ჩვენ ნამდვილი მეომარი მანქანა ვართ, რომელსაც ყოველ შეხვედრაში გამარჯვება სურს.. ალეგრი ფეხბურთელებისგან პროდუქტიულობას ითხოვს და არა შედეგს.. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს თუ როგორ გვამზადებს იგი მომავალი ტრიუმფისთვის.. საუბარი რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის მწვერვალს ეხება.. წლევანდელმა ფიასკომ 1/8 ფინალიდან დიდი ტკვილი მოგვაყენა.. ყველას გვწამდა, რომ ზუსტად მოცემულ სეზონში ვიყავით თასის აღმართვისთვის მზად.

ორგანიზაციის თვალსაზრისით იუვენტუსსზე მოწესრიგებული კლუბი მთელს ევროპაში არავინ მეგულება. სხვათაშორის თანაგუნდელები მიყვებოდნენ სიტუაციაზე რაც ორიოდე წლის წინ ხდებოდა.. მაშინ გარკვეული ეჭვები არსებობდა ევროპულ პრესპექტივაზე.. მაგრამ დღეს.. როდესაც ბაიერნის დონის გუნდთთან თანაგუნდელების სახეებს ვუყურებ, ვრწმუნდები რომ ნებისმიერს დავამარცხებთ. დღევანდელი იუვენტუსი განსაკუთრებული თვისებებით არის დაჯილდოებული. თუ ჩვენ საბოლოოდ გავითავისებთ, რომ ევროპაში საუკეთესონი ვართ, მაშინ მერწმუნეთ ეს ასეც მოხდება. მომდევნო სეზონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება!

რა შემიძლია გითხრათ ალეგრიზე? სპეციალისტი, რომლის გაგება მარტივია.. მას არ უყვარს იდიოტებთან მუშაობა. “შეშლილი მაქსი” (ავტორის იუმორი “ჩემი”-ალეგრის ზედმეტსახელი) თითოეულ ფეხბურთელს საკუთარ გზას უჩვენებს და ამაში ბაიერნთან ჩატარებული მეორე მატჩის შემდეგ დავრწმუნდი.. მან დაგსვა და საკუთარი მოძრაობებისთვის დეტალურად რამდენიმეჯერ გვაყურებინა.. რასაც გვიხსნიდა მას უკვე მინდორზე ვხედავდი. პირადად ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამ იყო.. აქამდე კარიერაში მსგავსი რამ არ მინახავს.

მან კიდევ უფრო დიდი მენტალიტეტი შეძინა გუნდს.. ალეგრი ჭკვიანი და გაწონასწორებული პიროვნებაა, რომელმაც ნაგავში არ მოისროლა უწინდებური სპეციალისტის ნაშენები.. შეინარჩუნა ბაზა და არაჩვეულებრივად განავითარა.. მის ხელში იუვემ ბურთის კონტროლი საგრძნობლად გააუმჯობესა.

კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია.. არანაირი პრობლემა არ მაქვს იუვესთან, პირიქით იდეალური ურთიერთობა სუფევს ხელმძღვანელობასთან.. სეზონის დასრულების შემდეგ შევხვდებით და ერთმანეთთან გულახდილები ვიქნებით. გადაწყვეტილება მე, დამოუკიდებლად უნდა მივიღო..

მსგავსება იუვესა და მანჩესტერს შორის? პატივი უნდა სცე ისტორიას.. როდესაც ერთი ან მეორე მაისურით მოედანზე ფრესთვის გადიხარ, ეს უკვე ტრაგედიაა. სწორედ ამით განსხვავდებიან დანარჩენი კლუბებისგან. თავადაც შეხედეთ რა ხდებოდა სტარტზე.. იუვეს მაისურის ტარება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც არის. აქ უფრო მეტი ადამიანის პიროვნულ თვისებებზეა დაფუძნებული და არა ნიჭზე”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ვიდალივით კიარ დაიწყო მანჩესტერზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ეგეთი არასწორი ბაზარი.ეს პროფესიონალთან ერთად შეგნებული ადამიანიც არის და ამაშია სხვაობა ევრას და ვიდალს შორის.არასდროს არ დაუსტვენენ ევრას მანჩესტერის ფანები იმიტომ რომ კლუბს დღესაც პატივს სცემს და არც იუვეში მოსთხოვენ უპატივცემულობას სხვის მიმართ იმიტომ რო ეს იუვეა და არა ზოგიერთი დაბალი სულის გუნდი მიუხედავათ იმისა რო სიმაღლეებს იპყრობენ და ამ სიმაღლეებს მჯერავს რომ იუვე დაუდაბლებს ამ გუნდებს.ყოველთვის მეამაყება რომ იუვენტუსი მოწინააღმდეგეზე არასდროს უპატივცემულოდ არ ილაპარაკებს,არასდროს პრესით არ გასცემს პასუხს არამედ ეცდება მინდორზე გასცეს პასუხი და ეს დღეს იქნება თუ ხვალ აუცილებლად იქნება :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

შეუძლია ამ გუნდს ლიგის მოგება ) ოღონდ გამართლებაა საჭირო ) პლიუს კუარდადო და მორატა თუ იყიდეს ) რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ) ამიტომ ფეხბურთელი დროზე უნდა იყიდო ) არენდები არ იყო საჭირო ) კუარდადო სერია ა ში ნათამაშები იყო ) ეხლა ვინ გაყიდის კონტე ? :DD: ან პერესი მორატას გაყიდის და საკსესი ხესე ეყოლება ? ეს ხო ზღაპარიაა )) ალეგრი მაგრად მუშაობს იუვეში ოღონდ ბაერნთან წაგება მისი ბრალია დიდ წილად ) მანჯუკიჩის გამოყვანით გუნდმა საერთოდ უარი თქვა კონტრშეტევაზე ) მორატა იყო შესანიშნავი და ზოგადად ძაან სწარაფია და კარგად ათამაშებს ბურთს ეგრევე მცველებზე მიდის დრიბლინგით )) მანჯუკიჩის კლაში ეჭვი არ… Read more »

Samtrediel90
8 years ago

არადა ჩემპიონები ვიყავით ბაიერნისთვის რო მოგვეგო,ერთი ატლეტიკოსთან მოგვიწევდა ძაან ჭიდაობა
აუუუ რა ტამაში წავაგეთ რო მახსენდება ვგიჟდებიი რაა,ამოგერტყა იმ ბურთისთვის ფეხი შე ზანგო :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ეხ, ევრა ევრა მოგეგერიებინა ის ბურთი ბოლო წამებზე, ვიდალმა რომ ჩაგიჭრა, ეხლა ისევ ლიგაზე ვ-იქნებოდით :blin:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

რას იზამ მომავალ წელს ჩვენი უნდა იყოს აუცილებლად ლიგის თასი

Sano
8 years ago

უუუხ, დამბურძგლაააააა :forza: :forza: :forza: ამის დდშვც, სიტი უნდა თამაშOბდეს ნახევარფინაააალს???? :no :no :no :roll:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x