პოგბა: ” ოთხი სკუდეტო საკმარისი არ არის “
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პოლ პოგბამ იტალიურ გამომცემლობასთან, “La Repubblica”, საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. ფრანგი ტალანტი მიღწეულით არ კმაყოფილდება და სამომავლოდ უფრო და უფრო დიდ მიზნებს ისახავს. ForzaJuve.Ge გთავაზობთ მის ინტერვიუს…
“თუ მესის გოლი გააქვს, ეს მას ეგოისტს ხდის? არა. იყო ძლიერი ფეხბურთელი, გაძლევს საშუალებას, რომ დაეხმარო გუნდს. აიღეთ კრიშტიანუ რონალდუს მაგალითი. ის საკუთარ თავს საოცრად მაღალ მიზნებს უსახავს. ის ამბიციურია, სურს, რომ დაამხოს ყველა რეკორდი, სურს ოქროს ბურთი (Ballon D’Or). ეს არ არის ეგოიზმი.
ხანდახან კარგად ვთამაშობ, ხანდახან – ვერა. ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვბრაზდები. მძულს შეცდომების დაშვება. ადრე, როცა ქუჩაში ვთამაშობდი, უფრო მეტ შეცდომებს ვუშვებდი და ზუსტად ისევე ვრეაგირებდი, როგორც ახლა. განვითარება და შეცდომების შემცირება – ეს არის ის, რასაც გამოცდილებას ვუწოდებ.
მხოლოდ ოთხი სკუდეტო მაქვს მოგებული. ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. ყოველთვის ასეთი ვიყავი და ხალხი გიჟს მეძახდა, მაგრამ მსურს შევქმნა ისტორია და გავხდე ყველა დროის უძლიერესი ნახევარმცველი. მინდა, რომ ლამპარდს ვაჯობო. ვიყო ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია უმაღლეს დონეზე ყველაფერი: დარტყმა, დრიბლინგი, გოლის გატანა, დაცვა. მინდა ვგავდე ლამპარდს, მაგრამ ვიყო უკეთესი.
რაც შეეხება ფულს, ვიცი, რომ ის დროებითი რამაა. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ის არანაირ განსხვავებას არ იძლევა, თუმცა მას ვხედავ როგორც მუხლჩაუხრელი შრომის თანმდევ შედეგს. რაც უფრო ძლიერი ხარ, მით უფრო მეტს გამოიმუშავებ. რონალდუ იმსახურებს იმ ხელფასს, რასაც იღებს. იგი არაფერს “იპარავს”.
სამომავლოდ, პირველ ყოვლისა, მსურს დავამარცხო “კარპი”, შემდეგ დავეუფლო იტალიის თასს და მას შემდეგ მოდის ევროპის ჩემპიონატი. “იუვენტუსთან” კონტრაქტი მაკავშირებს, ასე რომ, რომელიმე დილას ვერანაირად ვერ ავდგები და ინგლისში ვერ გადავფრინდები. ტრანსფერებთან დაკავშირებით შესაბამის დეპარტამენტს მიმართეთ.
ოთხი წლის წინ, როცა ჩემპიონთა ლიგის კენჭინსყრაზე “ბაიერნი” შეგვხვდა, ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი დასრულდა. წელს კი ვფიქრობდით, რომ მათი დამარცხება შეგვეძლო. იტალიის ჩემპიონატი ყველაზე რთულია, ყველაზე მეტად ტაქტიკური. შენ არ გაქვს სივრცე. ევროპის სხვა ჩემპიონატებში გეძლევა დრო და სივრცე, რომ ითამაშო, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი გუნდებიც იმარჯვებენ, რომლებიც საუკეთესოდ იცავენ თავს, მაგალითად, “ატლეტიკო”.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, სახლში თამაშის გამო წნეხს არ განვიცდი. ფეხბურთი არის ინსტიქტი, მესი არის ინსტიქტი, და მე ვთამაშობ ინსტიქტით. თუ ვხედავ სივრცეს, ვცდილობ ავითვისო, ზედმეტი ფიქრის გარეშე.”
წყარო: Football-Italia
bichebo ise klubebs shoris yvelaze met titulebshi meramdene adgilze vart?
გააჩნია რომელ ტოტულებს ჩათვლი. ევროპული ტიტულების მიხედვით მეხუთეზე ვართ
4-ze vina?
liverpuli xo? ramdeni gvinda ro gadavaswrot?
chempionta liga davdot momaval wels amanac kargad itamashos da ert erti pretendenti iqneba oqros burtis

ამას თავისუფლად შეუძლია 2-3 წელიწადში ოქროს ბურთის მოგება და დიდი იმედი მაქვს რომ იუვეს მაისურით დამშვენებულს ვნახავ როგორც ოქროს ბურთით ისე ლიგის თასით მთავარია პროგრესი გააგრძელოს და კლუბმაც და დირექტორთა საბჭომაც ხელი შეუწყონ მაგალითად მოიყვანონ 2-3 მაღალი კლასის მოთამაშე და ძირითად ბირთვს ხელფასები ცოტა გაუზარდონ რომ კიდევ უფრო დაიმუხტონ
ჰერნანეში, რუბინიო, პადოინი ამათი ხელფასები გადაუნაწილონ
მარკიზიო, ბონუჩი, პოგბა, დიბალა და მორატას.
მეც იტალია იგებს კაცო ევროპას
კარგი ხარ პოლი
პოლ
იტალიის მერე საფრანგეთს ვგულშემატკივრობ იმედია რომელიმე მაინც მოიგებს ევროპას