ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

“კარპისთან გამარჯვება უნდა მოვიპოვეთ და სასურველია ეს ყოველივე ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირებით განხორციელდეს. ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის სათამაშო ტონუსის შენარჩუნება ფუნდამეტურია, რადგან თუ კონცენტრირება დავკარგეთ, დაბრუნება ურთულესი იქნება, არადა კარს იტალიის თასის ფინალი მოგვადგა”..

“ბიჭებს სამი კვირა აქვთ იმისათვის, რომ მაჩვენონ როგორ ფორმაში შეხვდებიან სათასო დაპირისპირებას.. მისი მოგება ჩვენი მეორე მიზანია, თუმცა მეტოქის დამარცხება იოლი არ იქნება.. მიმდინარე სეზონში მილანი დიდ პრობლემებს გვიქმნიდა.

ფანტანსტიკური იყო მორიგი სკუდეტო, მითუმეტეს მძიმე დასაწყისის ფონზე. ვულოცავ ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს.. და მათ შორის 8-ს განსაკუთრებულად, რომლებმაც ზედიზედ მეხუთედ იზეიმეს. კმაყოფილები ვართ და რაც მთავარია ენთუზიაზმით სავსე.. მაგრამ მიმდინარე კვირას ნაყოფიერად ვიმუშავეთ.. საშინაო არენაზე ჩემპიონების რანგში გვიწევს დაპირისპირება და მას სათანადო დონეზე უნდა შევხვდეთ.

შემადგენლობა? ბუნებრივია ზოგიერთი მათგანი დასივენებს.. შემადგენლობაში ელოდეთ ბუფონს, ბონუჩის, რუგანის, ევრას, ალექს სანდროს, პოგბას და მორატას..

ლემინა? მისი გამოსყიდვა სწორი ნაბიჯია, რადგან ახალგაზრდა და ძალზედ ნიჭიერი მოთამაშეა. მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, როდესაც მარიო მოედანზე იმყოფებოდა აკეთებდა ყველაფერს რასაც მისგან ვითხოვდი. რუგანი? გახსოვთ, როდესაც ვამბობდი რომ მცირე მოთმინება ჭირდებოდა? მას გუნდში ევროპის საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავდა და ბუნებრივია ადაპტაციისთვის მცირე დრო ესაჭიროებოდა. საბედნიეროდ დანიელე პროგრესირებას განაგრძობს და მასთან მუშაობა ჯერ არ დაგვისრულებია”.

6 thoughts on “ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. გაიგე ეხლა რა მოხდება ამ თამაშში,მეტობა წამოვა თუ ნაკლებობა,იუვე მოიგებს თუ კარპი,თუ ვაფშე ფრე მთავრდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.