ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport: ვრცელი ინტერვიუ პაულო დიბალასთან

გთავაზობთ პაულო დიბალას ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მასთან Tuttosport-ის ჟურნალისტმა ჩაწერა:

დღე მშვიდობის.. შეგიძლია აგვიღწერო წლევანდელი სეზონი?

“ფანტასტიკური პერიოდი გავიარეთ.. პრობლემების და ემოციის გამო, რომელიც მთელი წლის მანძილზე თან დაგვყვებოდა. აქამდეც ვიცოდი და ტურინში გადმოსვლით ბოლომდე გავითავისე, თუ როგორ შიშს ნერგავს იუვე არენა და საერთოდ იუვენტუსი იტალიაში.. ჩვენზე დიდი გუნდი აპენინებზე არავინ არ არის! მესმოდა, რომ კარიერას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში განვაგრძობდი”.

თუმცა, ცუდმა სტარტმა ეჭვები ხომ არ გაგიჩინა?

“არასოდეს.. ყველაზე შავ დღეებშიც კი, როდესაც ინტერს 12 ქულით ჩამოვრჩებოდით.. მესმოდა, რომ გასახდელში ბევრს უნდა გაეთავისებინა იუვენტუსის ფილოსოფია.. საქმეს შესაბამისად მიდგომოდა და შედეგი არ დაახანებდა.. საჭირო იყო რამდენიმე გამარჯვება მიჯრით მოგვეპოვებინა და სიტუაცია ავტომატურად გამოსწორდებოდა. როდესაც ვაცნობიერებ თუ როგორ სტილში მოვიპოვეთ სკუდეტო, ეს ყოველივე გამარჯვებას განსაკუთრებულ გემოს სძენს”.

ასეთი რამ ადრე თუ გინახავს?

“2006 წელს, როდესაც აძურიმ რთულად დაიწყო, მაგრამ შემდგომ თასი აღმართა”..

1982-ში?

“სამწუხაროდ მაშინდელი ჩემპიონატი არ მინახავს (იცინის)”.

პირველი მუნდიალი, რომელსაც ნამდვილი ქომაგივით უყურებდი?

“2002.. რონალდინიოს თამაშზე ვგიჟდებოდი და მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო”.

ბრაზილიელი.. და არა არგენტინელი..

“დიახ, თუმცა მაშინდელ სელესაოში თითოეულ პოზიციაზე გამორჩეული ფიგურები ასპარეზობდნენ. ვქომაგობდი არგენტინას, მაგრამ ბრაზილიელებს საკუთარ რიგებში საფეხბურთო მონსტრები ჰყავდათ”.

კარგი.. მოდი კვლავ იუვენტუსს და განსაკუთრებულ სეზონს დავუბრუნდეთ.. ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდი?

“საბედნიეროდ ბევრია.. მომენტი როდესაც პირველად მოვირგე შავ-თეთრი მაისური და მივხვდი თუ სად მოვხვდი.. შემდგომ იტალიის სუპერ თასის ფინალი შანხაიში.. გოლი რომას კარში- იუვე არენაზე”..

ყველაზე მტკივნეული?

“მიუნჰენის კოშმარი.. არ დაგიმალავთ დღემადე საშინლად მტკივა.. წარმოიდგინე, უყურებ თანაგუნდელებს შინიდან და ვერაფრით ეხმარები.. გარეთ თოვლიანი ამინდია, ხოლო შენი მეგობრები მოედანზე იბრძვიან.. ეს საშინელი შეგრძნება იყო.. მსგავს მარცხს მოედანზე უნდა შევხვდედროდი მათთან ერთად, რომ საჭირო გამოცდილება დამეგროვებინა.. მას სახლში კი არა გასახდელში გაიზიარებ”.

როგორ გადაიტანე უკანასკნელი წამები?

“მტკივნეულად.. ისე რომ ვერ აგიღწერთ და ამის გახსენება არც მსიამოვნებს.. ბურთს რომ აუტის ხაზი გადაეკვეთა ან.. ჩვენ მომდევნო ეტაპზე ვიქნებოდით”.

ხომ არ დაამტვრიე შინ რაიმე?

“შემეშინდა, რომ უფრო დიდი ტრავმა არ მიმეღო და თავი შევიკავე (იცინის).

ყველა სასაცილო ეპიზოდები?

“გუნდში მყოფი იუმორისტების ხელში მერწმუნეთ რთულია რომელიმე ეპიზოდი გამოვარჩიო.. ამ მხრივ პოგბას და ტუკუ (პერეირას) გამოვყოფდი.. ყოველთვის მზად არიან ხუმრობისთვის და თანაგუნდელის გაბითურებისთვის”.

თავადაც ხომ არ გაგაბითურეს?

“სიმართლე გითხრათ ვერ ვიხსენებ ასეთ ეპიზოდს”.

გატანილი გოლებიდან, რომელი მიგაჩნია საუკეთესოდ?

“უდაოდ სასუოლოსთან.. ვარჯიშზე ვცდილობდი მსგავს სტილში დარტყმას და როდესაც მომეცა საშუალება, გავიფიქრე, განვახორციელე და..”

ყველაზე რთული?

“კიევოსთან პენალტი.. მაშინ ცოტას ვთამაშობდი და მაკრიტიკებდნენ.. ჩემთვის მაშინდელი დარტყმა მნიშვნელოვანი იყო.. ავიღე ბურთი და შევასრულე”.

ვინ არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გუნდში?

“მარკიზიო.. პირველივე დღიდან მეხმარებოდა”.

ყველაზე საინტერესო?

“პოლი და ტუკუ (პერეირა). პოზიტიური განწყობა მათი სტიქიაა”.

ვინ იძლევა საჭირო რჩევებს?

“ბუფონი, ევრა და დანარჩენი “ბებრები”. ისინი გაცილებით გაწონასწორებულად იქცევიან გასახდელში, მაშინ როდესაც ახალგაზრდებს მეტი იუმორი და ხალისი შეგვაქვს. თუმცა, როდესაც საშუალება გვეძლევა ბუფონი მუდამ საქმეშია”..

ხშირად გვსმენია, რომ ეგრეთ წოდებული “ბებრები” ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევენ.. რაში იხატება ეს ყოველივე?

“გვასწავლია, როდის გავერთოთ, როდის ვიყოთ კონცენტრირებულნი და სამუშაოზე ორიენტირებულნი. გვიხსნიან იუვენტუსის მენტალიტეტს და სამუშაოსთან მიდგომას.. ამ ყოველივესთან დაკავშირებით გასახდელში შეკრება გვქონდა, მაგრამ მეტს ვერაფერს დავამატებ, რადგან ასეთი რამ ზუსტად გასახდელში რჩება”.

რონალდინიოზე გვითხარი უკვე და გყავდა თუ არა სხვა კუმირი?

“რიკელმე – ბოკას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და მაშინ მამა უფლებას მაძლევდა მათი თამაშებისთვის მეყურებინა. სამწუხაროდ ბომბონერაზე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ტელევიზორის დახმარებით ვცდილობდი თამაში არ გამომეტოვებინა.. იყო შემთხვევა როდესაც კორდობასთან სტუმრობისას არენიდან ვადევნებდი მათ თამაშს თვალს. ფაქტია, ბომბონერას საკუთარი გამორჩეული ატმოსფერო აქვს”.

გქონდა თუ არა ოთახში პოსტერები?

“გუნდში სადაც ვთამაშობდი და არგენტინის ნაკრების.. სხვა კლუბის, რომ გამოჩენილიყო მას ალბათ ჩამოხსნიდნენ, რადგან ოჯახში გემოვნება ერთმანეთს ნაკლებად ემთხვეოდა”.

დღეს თუ გყავს კუმირი?

“არა.. ვცდილობ მისაბაძი მაგალითი იყოს ნაკრების ან იუვენტუსის თანაგუნდელი.. მსურს თავად გავხდე პატარებისთვის კუმირი”.

როგორც იქნა მესი გაიცანი..

“დიახ.. არ დაგიმალავთ ვნერვიულობდი და ალბათ ჩემს ადგილას კუმირთან გაცნობაზე ყველას იდენტური რეაქცია ექნებოდა. სამწუხაროა, რომ ვარჯიში ერთად ვერ მოვახერხეთ”.

პოგბას არაერთხელ უთქვამს, რომ სურს პელეს და მარადონის დონის გახდეს. თავად რა მიზნებს ისახავ?

“ვფიქრობ, მას შეუძლია დიდი მიზნების მიღწევა, რადგან გამორჩეული თვისებებით არის დაჯილდოებული. ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს! თავად კი მიზნებს სეზონიდან-სეზონამდე ვისახავ.. თუმცა ეს ყველაფერი პროგრესსთან ასოცირდება”.

როგორი დამოკიდებულება შეგექმნა იტალიურ ფეხბურთზე?

“იტალიაში ბევრს და კარგად იცავენ.. აქ ტაქტიკური განსწავლულობა უმაღლეს საფეხურზეა.. მაგალითვისთვის აპენინური მოკრძალებული კლუბიც კი მჭიდროდ გვეთამაშება, მაშინ როდესაც იგივე კალიბრის ესპანური 6-8 ბურთს უშვებს თამაშში.. სხვათაშორის მადრიდის ატლეტიკო მოცემულ სტერეოტიპს ეტაპობრივად ცვლის, მაშინ როდესაც იტალიაში თამაში სულ უფრო და უფრო რთული ხდება. მესის და კრიშტიანოს დარწმუნებული ვარ 80-90 ბურთი აღარ ექნებოდათ ანგარიშზე.. მაქსიმუმ 30-40, როგორც იგუაინს”.

შენი აზრით აპენინებზე უფრო ნაკლები ტალანტია ვიდრე არგენტინაში?

“ჩვენთან, ნიჭიერ ფეხბურთელს უმალვე აძლევენ ძირითად გუნდში მოხვედრის საშუალებას.. იტალიაში კი? დონარუმა? პოგბა? არადა ეს უკანასკნელი იტალიელი ხომ არ არის.. სერია ა-ში აქცენტი ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებზე კეთდება”.

არაერთხელ გივარჯიშიათ პრიმავერასთან ერთად.. შენი აზრით არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ?

“დიახ, რამდენიმე მათგანს დღესვე მისცემდნენ რივერში ან ბოკაში თამაშის საშუალებას. სამწუხაროა, რომ იტალიაში ასეთი რამ დიდი იშვიათობაა”.

შეგიძლია წარმოიდგინო საკუთარი კარიერა, რომელიც დელ პიეროს და ბუფონის მსგავსი იქნება?

“ვფიქრობ, დიახ.. მათი ისტორია საოცარია.. იყო ერთი გუნდის ნაწილი 20 წლის მანძილზე იშვიათების ხვედრია.. თუმცა, თავად ნამდვილად გამიჭირდება და სწორიც არ ვიქნები თუ მსგავს დაპირებას მივცემ ვინმეს.. რადგან, ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის.. მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსში სამუდამოდ ყოფნა მსურს”.

21 ნომრიან მაისურს იტოვებ თუ 10-იანზე გადახვალ თუ რა თქმა უნდა იგი განთავისუფლდა?

“ჯერჯერობით 10-იანი დაკავებულია და იმედი მაქვს ასე იქნება დიდხანს. რა თქმა უნდა მესიამოვნება თუ ოდესმე განთავისუფლდა მისი მორგება, მაგრამ არც 21-ია ნაკლები.. მოცემული ნომრით ზიდანი და პირლო იწონებდნენ თავს. ასე რომ მას სიამოვნებით დავიტოვებდი”.

როგორ ფიქრობ პოლი დარჩება?

“არ მიფიქრია ამაზე.. საერთოდაც, გადაწყვეტილებაზე ფიქრი პოგბას მოუწევს”.

როგორ განვითარდა მოვლენები, როდესაც კონტეს შენი იტალიის ნაკრებში მოწვევა სურდა?

“სიმართლე გითხრათ ანტონიოს ჩემთვის არ დაურეკავს.. ინფორმაცია შევიტყვე მესამე პირისგან, რომელიც მწვრთნელის აზრებს მიზიარებდა.. მერწმუნეთ უარს მსოფლიოს ოთხ გზის ჩემპიონებს ბევრი ვერ ეტყვის, მაგრამ თავს არგენტინელად ვგრძნობ. აძურის მაისურის არჩევა კი საკუთარი სტატისტიკური მონაგარის გამო სწორი არ იქნებოდა”.

როგორც იცვლება იუვენტინოს ცხოვრება?

“რადიკალურად, რადგან ეს კლუბი სარგებლობს უდიდესი სიყვარულით.. ქომაგები ჰყავს ყველგან და მათ, მართლაც ძალიან, ძალიან უყვართ კლუბი! ბედნიერი ვარ, რომ მათ კარგად მიმიღეს”.

როგორი გრძნობაა, როდესაც იუვე არენაზე გიწევს გასვლა?

“მეტოქის რანგში არის კოშმარი.. ვიცი რასაც ვამბობ.. პალერმოში ყოფნისას გამოვცადე და დავმარცხდი.. უყურებდე იუვეს ფეხბურთელებს, მათ უშიშარ თვალებს, თავად გაწუხებს ეს გრძნობა.. ფეხი კანკალს იწყებს, რადგან იტალიის საუკეთესო კლუბის არენაზე ასპარეზობ.. სრულიად სხვა შეგრძნება იყო შავ-თეთრი მაისურით ასპარეზობა.. იოლი, მსუბუქი და სასიამოვნო.. გრძნობ, როგორ ეშინიათ და ეს დამატებით მოტივაციას გვძენს”.

რას შეცვლიდი საფეხბურთო წესებში?

“კარგი იქნებოდა ნიჭიერ ფეხბურთელს ნაკლებად აგრესიულად რომ ეთამაშნონ”..

არის მომენტი როდესაც პასუხს უბრუნებ უხეში წაქცევისთვის?

“არა, რადგან ეს არ ვიცი და რომც გავაკეთო დარწმუნებული ვარ მომენტალურად წითელ ბარათს მივიღებ”.

როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა ტურინთან?

“ტურინი- ჯადოსნური ქალაქი, სადაც არავინ ეხება პირად სივრცეს.. უსაზღვროდ კულტურული საზოგადოება”.

ტურინის რომელი მხარეა შენი ფავორიტი?

“ალბათ სუპერგა. ემოციური და ისტორიული ადგილია, სადაც ულამაზესი ხედი იშლება. ვესტუმრე “გრანდე ტორინო”-ს და ვიგრძენი დიდი ტკივილი, რომელიც ამ კლუბს თავს დაატყდა”.

გეტრებს ასე დაბლა რატომ ატარებ?

“ადრეული ასაკიდან მივეჩვიე და დღეს გრძელ გეტრებს ვერც შევეჩვევი”.

როგორ გადაჭერით მიმდინარე სეზონში ჯარიმების საკითხი პირლოს წასვლის შემდეგ?

“ანდრეა.. ადამიანი რომელიც ჯარიმებს პენალტზე უკეთ ასრულებდა. საერთოდ კი მარჯვენა მხრიდან მარცხენათი მე ვასრულებ, ხოლო დანარჩენი მხარე პოგბამ, ჰერნანეშმა და ბონუჩიმ გაიყონ (იცინის)..

როგორ გაჩნდა დიბალა – ფეხბურთელი?

“ოთხი წლის (იცინის).. ჩვენ სამი ძმა ვიყავით და მამამ თითოეულს მოგვცა ბურთი.. უფროს ნიჭი არ ჰქონდა, ხოლო შუათანას პირიქით.. გამორჩეული ტალანტით იყო დაჯილდოებული, მაგრამ საერთოდ არ მოძრაობდა. 10 წლის ასაკში შევედი გუნდში, სადაც 7 წელიწადში შედგა ჩემი დებიუტი მთავარ გუნდში. არის სურათი, სადაც ფეხბურთის თამაშისას ბურთი ჩემზე დიდია.. ასეთი რამ არგენტინაში ხშირი შემთხვევა იყო”.

გიფიქრია, ოდესმე რომ თუ ფეხბურთელი არ იქნებოდა, რითი დაკავდებოდი?

“სიმართლე გითხრათ ამისთვის დრო არ მქონია. ყოველთვის მსურდა ფეხბურთის თამაში და საკუთარი სურვილი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ავისრულე. ჩემი თანაგუნდელები ჯერ კიდევ თავს იმტვრევდნენ არჩევანზე, როდესაც თავად სიცილიაში მივდიოდი სერია ა-ში სათამაშოდ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Soni
Soni
8 years ago

Es vidals chaedo ra temaa to atletiko-bavaria iyo tamashi))).erti ki nagdi vici ro vidalis wasvlit juven dzaan bevri dakarga da bavariac ver gagvcdeboda aseve vidali erterti sauketeso begburtelia msoplioshi da pirveli ragac komponentebshic yvelaperi aqvs tips juveshi icavda upro bavariashi ki meti sivce aqvs da gaixsna magari sezoni qonda.tu yvelas ar jobia daje. Tviton wavidao da ragaceebis kide ar mjera ra vapshe.ise vin miva bavariashi da sheidzleba daabrunon ragac shansebi aris visi yidvac undat yvelas jobia 2 tavit.atletiko imsaxurebs tass dzaan dzlieria wels dzaan simeone xo vapshe atletikostan ertad umatebs yovel wels magar ragaceebs amugamebs dzaan dzlieria yvelaze metad atletiko… Read more »

juventus***
juventus***
8 years ago

Chaedo xaxashi vidals metis girsia

Lb19
Lb19
8 years ago

Baiernis fanebi msajze ra namusit wuwuneben? Tipebi dzalit gaatries juvestan :chuvak:

Sergi
Sergi
8 years ago

Vidal yopiliyavi juveshi da da martla momgebi iyo es juventusi ligis

Bianconeri.10
8 years ago

მადრიდული დერბი ფინალში :)) მალადსი :)) ნაღდად არ მეგონა ან ატლეტიკო ან რეალი(დიდი ალბათობით გავა)რო ფინალში ითამაშებდნენ :)) ატლეტიკო მოიგებს იმედია

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Rac ar unda vilaparakot vidalize kaci uzlieresi naxevarcvelia meore gatuzoa tipii sul omobs da brzolobs sagole pasic magan gaaketa kidev rejistaze magi iyo ra pasebs chitavda chamshlelic iyo yvelaperiii iyo raa mar a meore sakitxavi is aris ro arakaciii aris tipiii supta latisoni nagaviii da girsi iyo rom gamovarda

forza bianconeri
8 years ago

:up:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ბაიერნის გამოვარდნის გამო ვიდალ ახლა ერთი ის მითხარი ვისთან წახვალ ლიგა რო მოიგო რავქნა ვინც ჩემ გუნდს აგდებს იმის წარმატება არ მახარებს თუმცა რო მოეგო ბაიერს ბაერნის გულჰემატკივრებს მაინც მიულოცავდი ახლა ერთად ვინერვიულოთ სამწუხაროდ აღარც იუვე და ბაიერნი ატლეტიკომ მინდა აღოს თასი იმსახურებს ეს გუნდი ფინალი კი მადრიდული დერბი ალბათ მაგარი იქნება მარა სიტი ატლეტიკო მირჩევნია პირადად მე იმედი მაქ თას რეალის გარდა ყველა აიღებს და ჩემი სურვილია ეს ატლეტიკო მადრიდი იყოს ვოლოცავ ატლეტიკოს ბალეჰიკებს საქართველოჰი თუ არიან წარმატებები ფინალჰი

forza bianconeri
8 years ago

:up: ზუსტად
ოღონდ იუვეს ნათრევმა რეალმა არ მოიგოს და თუნდაც იუვეს მეორე ნათრევი გუნდი (სიტი) გახდეს ჩემპიონი. მაგრად არ მევასებიან ბლანკოსები

lasha lasha
8 years ago

არ ვიყავით მზად წელს ლიგისთვის ბევრი ახალი ფეხბურთელი იყო შეუთამაშებლები იყვნენ თან ახალგაზრდები აი შარშან შეიძლებოდა მაგრამ ბარსა ისეთ ფორმაში შეგხვდა მე მგონი არასდროს რომ არ ყოფილა მაინც ტრა კარგად ვეთამაშეთ ცოტა გაგვმართლებოდა და შეიძლებოდა მოგება.მომავალ წელს უნდა მოვიგოთ რა გააძლიერონ გუნდი :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Auu ra moxdeboda ise cota gagvmartleboda rogorc stletikos dges da liga chveni iyo.ori tauri münchenshi da orive goli shegvigdes am axvrebma.aq kide penali gamazes da kide bevri momentic gaaniaves.esaa unda gaitano roca shansi gaqvs ra.ramoxdeboda an moratas an cuadrados evashkaca da gaetanat romelimes im kai ori shansidan

იუუვე
8 years ago

მგონი აიღებს რევანშს ატლეტიკო რეალზე… ეკუთვნის რა გუნდმა ბარსა და ბაიერნი გააგდო და ვოლფსბურგის და სიტის დამმარცხებელმა(თუ საერთოდ დაამარცხა სიტი) გუნდმა რატო უნდა მოიგოს ტეხავს

lasha lasha
8 years ago

აეეეე გავიდა სიმეონე ჯიგარი ხარ ჩოლო :oldman: ჩემი … ჩეიდევი ვიდალი ხო გინდოდა ლიგის მოგება იმიტო ხო ჭახვედი იუვედან :lool:

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x