ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport: ვრცელი ინტერვიუ პაულო დიბალასთან

გთავაზობთ პაულო დიბალას ვრცელ ინტერვიუს, რომელიც მასთან Tuttosport-ის ჟურნალისტმა ჩაწერა:

დღე მშვიდობის.. შეგიძლია აგვიღწერო წლევანდელი სეზონი?

“ფანტასტიკური პერიოდი გავიარეთ.. პრობლემების და ემოციის გამო, რომელიც მთელი წლის მანძილზე თან დაგვყვებოდა. აქამდეც ვიცოდი და ტურინში გადმოსვლით ბოლომდე გავითავისე, თუ როგორ შიშს ნერგავს იუვე არენა და საერთოდ იუვენტუსი იტალიაში.. ჩვენზე დიდი გუნდი აპენინებზე არავინ არ არის! მესმოდა, რომ კარიერას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში განვაგრძობდი”.

თუმცა, ცუდმა სტარტმა ეჭვები ხომ არ გაგიჩინა?

“არასოდეს.. ყველაზე შავ დღეებშიც კი, როდესაც ინტერს 12 ქულით ჩამოვრჩებოდით.. მესმოდა, რომ გასახდელში ბევრს უნდა გაეთავისებინა იუვენტუსის ფილოსოფია.. საქმეს შესაბამისად მიდგომოდა და შედეგი არ დაახანებდა.. საჭირო იყო რამდენიმე გამარჯვება მიჯრით მოგვეპოვებინა და სიტუაცია ავტომატურად გამოსწორდებოდა. როდესაც ვაცნობიერებ თუ როგორ სტილში მოვიპოვეთ სკუდეტო, ეს ყოველივე გამარჯვებას განსაკუთრებულ გემოს სძენს”.

ასეთი რამ ადრე თუ გინახავს?

“2006 წელს, როდესაც აძურიმ რთულად დაიწყო, მაგრამ შემდგომ თასი აღმართა”..

1982-ში?

“სამწუხაროდ მაშინდელი ჩემპიონატი არ მინახავს (იცინის)”.

პირველი მუნდიალი, რომელსაც ნამდვილი ქომაგივით უყურებდი?

“2002.. რონალდინიოს თამაშზე ვგიჟდებოდი და მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო”.

ბრაზილიელი.. და არა არგენტინელი..

“დიახ, თუმცა მაშინდელ სელესაოში თითოეულ პოზიციაზე გამორჩეული ფიგურები ასპარეზობდნენ. ვქომაგობდი არგენტინას, მაგრამ ბრაზილიელებს საკუთარ რიგებში საფეხბურთო მონსტრები ჰყავდათ”.

კარგი.. მოდი კვლავ იუვენტუსს და განსაკუთრებულ სეზონს დავუბრუნდეთ.. ყველაზე სასიამოვნო ეპიზოდი?

“საბედნიეროდ ბევრია.. მომენტი როდესაც პირველად მოვირგე შავ-თეთრი მაისური და მივხვდი თუ სად მოვხვდი.. შემდგომ იტალიის სუპერ თასის ფინალი შანხაიში.. გოლი რომას კარში- იუვე არენაზე”..

ყველაზე მტკივნეული?

“მიუნჰენის კოშმარი.. არ დაგიმალავთ დღემადე საშინლად მტკივა.. წარმოიდგინე, უყურებ თანაგუნდელებს შინიდან და ვერაფრით ეხმარები.. გარეთ თოვლიანი ამინდია, ხოლო შენი მეგობრები მოედანზე იბრძვიან.. ეს საშინელი შეგრძნება იყო.. მსგავს მარცხს მოედანზე უნდა შევხვდედროდი მათთან ერთად, რომ საჭირო გამოცდილება დამეგროვებინა.. მას სახლში კი არა გასახდელში გაიზიარებ”.

როგორ გადაიტანე უკანასკნელი წამები?

“მტკივნეულად.. ისე რომ ვერ აგიღწერთ და ამის გახსენება არც მსიამოვნებს.. ბურთს რომ აუტის ხაზი გადაეკვეთა ან.. ჩვენ მომდევნო ეტაპზე ვიქნებოდით”.

ხომ არ დაამტვრიე შინ რაიმე?

“შემეშინდა, რომ უფრო დიდი ტრავმა არ მიმეღო და თავი შევიკავე (იცინის).

ყველა სასაცილო ეპიზოდები?

“გუნდში მყოფი იუმორისტების ხელში მერწმუნეთ რთულია რომელიმე ეპიზოდი გამოვარჩიო.. ამ მხრივ პოგბას და ტუკუ (პერეირას) გამოვყოფდი.. ყოველთვის მზად არიან ხუმრობისთვის და თანაგუნდელის გაბითურებისთვის”.

თავადაც ხომ არ გაგაბითურეს?

“სიმართლე გითხრათ ვერ ვიხსენებ ასეთ ეპიზოდს”.

გატანილი გოლებიდან, რომელი მიგაჩნია საუკეთესოდ?

“უდაოდ სასუოლოსთან.. ვარჯიშზე ვცდილობდი მსგავს სტილში დარტყმას და როდესაც მომეცა საშუალება, გავიფიქრე, განვახორციელე და..”

ყველაზე რთული?

“კიევოსთან პენალტი.. მაშინ ცოტას ვთამაშობდი და მაკრიტიკებდნენ.. ჩემთვის მაშინდელი დარტყმა მნიშვნელოვანი იყო.. ავიღე ბურთი და შევასრულე”.

ვინ არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გუნდში?

“მარკიზიო.. პირველივე დღიდან მეხმარებოდა”.

ყველაზე საინტერესო?

“პოლი და ტუკუ (პერეირა). პოზიტიური განწყობა მათი სტიქიაა”.

ვინ იძლევა საჭირო რჩევებს?

“ბუფონი, ევრა და დანარჩენი “ბებრები”. ისინი გაცილებით გაწონასწორებულად იქცევიან გასახდელში, მაშინ როდესაც ახალგაზრდებს მეტი იუმორი და ხალისი შეგვაქვს. თუმცა, როდესაც საშუალება გვეძლევა ბუფონი მუდამ საქმეშია”..

ხშირად გვსმენია, რომ ეგრეთ წოდებული “ბებრები” ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევენ.. რაში იხატება ეს ყოველივე?

“გვასწავლია, როდის გავერთოთ, როდის ვიყოთ კონცენტრირებულნი და სამუშაოზე ორიენტირებულნი. გვიხსნიან იუვენტუსის მენტალიტეტს და სამუშაოსთან მიდგომას.. ამ ყოველივესთან დაკავშირებით გასახდელში შეკრება გვქონდა, მაგრამ მეტს ვერაფერს დავამატებ, რადგან ასეთი რამ ზუსტად გასახდელში რჩება”.

რონალდინიოზე გვითხარი უკვე და გყავდა თუ არა სხვა კუმირი?

“რიკელმე – ბოკას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და მაშინ მამა უფლებას მაძლევდა მათი თამაშებისთვის მეყურებინა. სამწუხაროდ ბომბონერაზე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ტელევიზორის დახმარებით ვცდილობდი თამაში არ გამომეტოვებინა.. იყო შემთხვევა როდესაც კორდობასთან სტუმრობისას არენიდან ვადევნებდი მათ თამაშს თვალს. ფაქტია, ბომბონერას საკუთარი გამორჩეული ატმოსფერო აქვს”.

გქონდა თუ არა ოთახში პოსტერები?

“გუნდში სადაც ვთამაშობდი და არგენტინის ნაკრების.. სხვა კლუბის, რომ გამოჩენილიყო მას ალბათ ჩამოხსნიდნენ, რადგან ოჯახში გემოვნება ერთმანეთს ნაკლებად ემთხვეოდა”.

დღეს თუ გყავს კუმირი?

“არა.. ვცდილობ მისაბაძი მაგალითი იყოს ნაკრების ან იუვენტუსის თანაგუნდელი.. მსურს თავად გავხდე პატარებისთვის კუმირი”.

როგორც იქნა მესი გაიცანი..

“დიახ.. არ დაგიმალავთ ვნერვიულობდი და ალბათ ჩემს ადგილას კუმირთან გაცნობაზე ყველას იდენტური რეაქცია ექნებოდა. სამწუხაროა, რომ ვარჯიში ერთად ვერ მოვახერხეთ”.

პოგბას არაერთხელ უთქვამს, რომ სურს პელეს და მარადონის დონის გახდეს. თავად რა მიზნებს ისახავ?

“ვფიქრობ, მას შეუძლია დიდი მიზნების მიღწევა, რადგან გამორჩეული თვისებებით არის დაჯილდოებული. ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს! თავად კი მიზნებს სეზონიდან-სეზონამდე ვისახავ.. თუმცა ეს ყველაფერი პროგრესსთან ასოცირდება”.

როგორი დამოკიდებულება შეგექმნა იტალიურ ფეხბურთზე?

“იტალიაში ბევრს და კარგად იცავენ.. აქ ტაქტიკური განსწავლულობა უმაღლეს საფეხურზეა.. მაგალითვისთვის აპენინური მოკრძალებული კლუბიც კი მჭიდროდ გვეთამაშება, მაშინ როდესაც იგივე კალიბრის ესპანური 6-8 ბურთს უშვებს თამაშში.. სხვათაშორის მადრიდის ატლეტიკო მოცემულ სტერეოტიპს ეტაპობრივად ცვლის, მაშინ როდესაც იტალიაში თამაში სულ უფრო და უფრო რთული ხდება. მესის და კრიშტიანოს დარწმუნებული ვარ 80-90 ბურთი აღარ ექნებოდათ ანგარიშზე.. მაქსიმუმ 30-40, როგორც იგუაინს”.

შენი აზრით აპენინებზე უფრო ნაკლები ტალანტია ვიდრე არგენტინაში?

“ჩვენთან, ნიჭიერ ფეხბურთელს უმალვე აძლევენ ძირითად გუნდში მოხვედრის საშუალებას.. იტალიაში კი? დონარუმა? პოგბა? არადა ეს უკანასკნელი იტალიელი ხომ არ არის.. სერია ა-ში აქცენტი ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებზე კეთდება”.

არაერთხელ გივარჯიშიათ პრიმავერასთან ერთად.. შენი აზრით არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ?

“დიახ, რამდენიმე მათგანს დღესვე მისცემდნენ რივერში ან ბოკაში თამაშის საშუალებას. სამწუხაროა, რომ იტალიაში ასეთი რამ დიდი იშვიათობაა”.

შეგიძლია წარმოიდგინო საკუთარი კარიერა, რომელიც დელ პიეროს და ბუფონის მსგავსი იქნება?

“ვფიქრობ, დიახ.. მათი ისტორია საოცარია.. იყო ერთი გუნდის ნაწილი 20 წლის მანძილზე იშვიათების ხვედრია.. თუმცა, თავად ნამდვილად გამიჭირდება და სწორიც არ ვიქნები თუ მსგავს დაპირებას მივცემ ვინმეს.. რადგან, ყველაფერი ჩემზე დამოკიდებული არ არის.. მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსში სამუდამოდ ყოფნა მსურს”.

21 ნომრიან მაისურს იტოვებ თუ 10-იანზე გადახვალ თუ რა თქმა უნდა იგი განთავისუფლდა?

“ჯერჯერობით 10-იანი დაკავებულია და იმედი მაქვს ასე იქნება დიდხანს. რა თქმა უნდა მესიამოვნება თუ ოდესმე განთავისუფლდა მისი მორგება, მაგრამ არც 21-ია ნაკლები.. მოცემული ნომრით ზიდანი და პირლო იწონებდნენ თავს. ასე რომ მას სიამოვნებით დავიტოვებდი”.

როგორ ფიქრობ პოლი დარჩება?

“არ მიფიქრია ამაზე.. საერთოდაც, გადაწყვეტილებაზე ფიქრი პოგბას მოუწევს”.

როგორ განვითარდა მოვლენები, როდესაც კონტეს შენი იტალიის ნაკრებში მოწვევა სურდა?

“სიმართლე გითხრათ ანტონიოს ჩემთვის არ დაურეკავს.. ინფორმაცია შევიტყვე მესამე პირისგან, რომელიც მწვრთნელის აზრებს მიზიარებდა.. მერწმუნეთ უარს მსოფლიოს ოთხ გზის ჩემპიონებს ბევრი ვერ ეტყვის, მაგრამ თავს არგენტინელად ვგრძნობ. აძურის მაისურის არჩევა კი საკუთარი სტატისტიკური მონაგარის გამო სწორი არ იქნებოდა”.

როგორც იცვლება იუვენტინოს ცხოვრება?

“რადიკალურად, რადგან ეს კლუბი სარგებლობს უდიდესი სიყვარულით.. ქომაგები ჰყავს ყველგან და მათ, მართლაც ძალიან, ძალიან უყვართ კლუბი! ბედნიერი ვარ, რომ მათ კარგად მიმიღეს”.

როგორი გრძნობაა, როდესაც იუვე არენაზე გიწევს გასვლა?

“მეტოქის რანგში არის კოშმარი.. ვიცი რასაც ვამბობ.. პალერმოში ყოფნისას გამოვცადე და დავმარცხდი.. უყურებდე იუვეს ფეხბურთელებს, მათ უშიშარ თვალებს, თავად გაწუხებს ეს გრძნობა.. ფეხი კანკალს იწყებს, რადგან იტალიის საუკეთესო კლუბის არენაზე ასპარეზობ.. სრულიად სხვა შეგრძნება იყო შავ-თეთრი მაისურით ასპარეზობა.. იოლი, მსუბუქი და სასიამოვნო.. გრძნობ, როგორ ეშინიათ და ეს დამატებით მოტივაციას გვძენს”.

რას შეცვლიდი საფეხბურთო წესებში?

“კარგი იქნებოდა ნიჭიერ ფეხბურთელს ნაკლებად აგრესიულად რომ ეთამაშნონ”..

არის მომენტი როდესაც პასუხს უბრუნებ უხეში წაქცევისთვის?

“არა, რადგან ეს არ ვიცი და რომც გავაკეთო დარწმუნებული ვარ მომენტალურად წითელ ბარათს მივიღებ”.

როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა ტურინთან?

“ტურინი- ჯადოსნური ქალაქი, სადაც არავინ ეხება პირად სივრცეს.. უსაზღვროდ კულტურული საზოგადოება”.

ტურინის რომელი მხარეა შენი ფავორიტი?

“ალბათ სუპერგა. ემოციური და ისტორიული ადგილია, სადაც ულამაზესი ხედი იშლება. ვესტუმრე “გრანდე ტორინო”-ს და ვიგრძენი დიდი ტკივილი, რომელიც ამ კლუბს თავს დაატყდა”.

გეტრებს ასე დაბლა რატომ ატარებ?

“ადრეული ასაკიდან მივეჩვიე და დღეს გრძელ გეტრებს ვერც შევეჩვევი”.

როგორ გადაჭერით მიმდინარე სეზონში ჯარიმების საკითხი პირლოს წასვლის შემდეგ?

“ანდრეა.. ადამიანი რომელიც ჯარიმებს პენალტზე უკეთ ასრულებდა. საერთოდ კი მარჯვენა მხრიდან მარცხენათი მე ვასრულებ, ხოლო დანარჩენი მხარე პოგბამ, ჰერნანეშმა და ბონუჩიმ გაიყონ (იცინის)..

როგორ გაჩნდა დიბალა – ფეხბურთელი?

“ოთხი წლის (იცინის).. ჩვენ სამი ძმა ვიყავით და მამამ თითოეულს მოგვცა ბურთი.. უფროს ნიჭი არ ჰქონდა, ხოლო შუათანას პირიქით.. გამორჩეული ტალანტით იყო დაჯილდოებული, მაგრამ საერთოდ არ მოძრაობდა. 10 წლის ასაკში შევედი გუნდში, სადაც 7 წელიწადში შედგა ჩემი დებიუტი მთავარ გუნდში. არის სურათი, სადაც ფეხბურთის თამაშისას ბურთი ჩემზე დიდია.. ასეთი რამ არგენტინაში ხშირი შემთხვევა იყო”.

გიფიქრია, ოდესმე რომ თუ ფეხბურთელი არ იქნებოდა, რითი დაკავდებოდი?

“სიმართლე გითხრათ ამისთვის დრო არ მქონია. ყოველთვის მსურდა ფეხბურთის თამაში და საკუთარი სურვილი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ავისრულე. ჩემი თანაგუნდელები ჯერ კიდევ თავს იმტვრევდნენ არჩევანზე, როდესაც თავად სიცილიაში მივდიოდი სერია ა-ში სათამაშოდ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

42 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ვიდალს განსაკუთრებული მოკითხვა :lool:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

gანსაკუთრებული მოკითხვა დიდი რეზინით :lool:

იუუვე
8 years ago

ხო ამოედი ვიდალს. ბიჭი ლიგის მოსაგებად წავიდა არა? აქ ფინალი მაინც ითამაშე და მანდ ხო ამოგედო ნახევარფინალში… ეგაა რა ჯობია დააფასო ის რაც გაქვს და ტ**კი არ ათამაშო, სად გქონია უფრო მეტი შანსი ლიგის მოგების, ყოფილიყავი აქ და გულშემატკივრებიც კუმირიც იქნებოდი და ლიგასაც მოიგებდი მალე მარა რას იზამ ვერ შეიშნო და ძალით ვინ დატოვებდა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წელს რო ვიდალი გვყოლოდა, ბავარიას გავცდებოდით, იმ იბრალო მიზეზის გამო, რო ბავარიას არ ეყოლებოდა

snuff-juve
8 years ago

ვერ იყო წელს ბაიერნი ფორმაში გვარდიოლამ არ გაამართლა ყველა მეტოქეს ძლივს გაცდა.ფინალი ატლეტიკო-სიტი :D :lool: ეჰ რა შანსები გვქონდა წელს არადა ვინ მოუგებდა მერე იუვეს ატლეტიკო სიტი თუ რეალი :blin: არ გაგვიმართლა წელს

იუუვე
8 years ago

ხო ამოედი ვიდალს. ბიჭი ლიგის მოსაგებად წავიდა არა? აქ ფინალი მაინც ითამაშე და მანდ ხო ამოგედო ნახევარფინალში… ეგაა რა ჯობია დააფასო ის რაც გაქვს და ტრაკი არ ათამაშო, სად გქონია უფრო მეტი შანსი ლიგის მოგების, ყოფილიყავი აქ და გულშემატკივრებიც კუმირიც იქნებოდი და ლიგასაც მოიგებდი მალე მარა რას იზამ ვერ შეიშნო და ძალით ვინ დატოვებდა

Lb19
Lb19
8 years ago

Gamixarda baiernis gavardna. Usamartlod iyvnen aqac da girsebi iyvnen gavardnis. Sagol simeones da atletikos magatma unda dadon liga wels :chuvak: ise simeonem alegris dacva aswavlos kai iqneboda shetevas alegrova daamugamebinebda :lool:

forza bianconeri
8 years ago

ისე ბაიერნი კი შემეცოდა :blin: ფინალი უნდა ყოფილიყო ეს თამაში. ამაზე უკეთესი ნაღდად ვერ იქნება ატლეტიკო-რეალი

forza bianconeri
8 years ago

ვიდაალ დაგენგრა ოცნებები :chuvak: :blin: :lool:

forza bianconeri
8 years ago

ვიდალი რო გყავს გუნდში მიულერს რატო უნდა დაარტყმევინო პენალტი ან გრიზმანის ნაცვლად ტორესს რატო დაარყმევინეს :chuvak:

snuff-juve
8 years ago

გრიზმანი აღარ იყო მოედანზე და ტორესმა დაარტყა

nodo beraia
დელ პიერო 10
8 years ago

ძალიან არ მინდოდა ეს მ კომენტარი დამეერა , დიდი ხანი ვიფიქრე კიდეც დამეცერა თუ არა, ვიცი ბევრი გაუკეთებია ჩვენი გუნდისთვის და ბევრის სიმპათიაც დაიმსახურა ,,,, მაგრამ ვერ მოვითმინე და დიდი ბოდიშის მოხდით ( ვიდალის დედაც მოვსტყან)

forza bianconeri
8 years ago

ძალიან ცუდად მოიქცა, არადა იუვემ მაგის გამო მანჩესტერის 55 მილიონზე თქვა უარი წინა სეზონში. იმედია ჭკუას ისწავლის მაროტა და წამყვან ფეხბურთელებს თავის დროზე გაუხანგრძლივებს ხოლმე კონტრაქტს

forza bianconeri
8 years ago

გოოოოლ კატლეტიკოო :vashaa:

Soni
Soni
8 years ago

Bavariam vidali zamenistvis ar iyida sul dziritadshi ratoa to? Tan magrad ro aqvs moklebuli kargad gaushves moishores))

forza bianconeri
8 years ago

ხიმენესი მაგარი აჭრილია :blin: იუვეს ფეხბურთელმა რო ქნას ეგეთი რამე მაგრად ვაგინებ ვინც არ უნდა იყოს :chuvak: (ნუ ჯიჯის, კიელოს, ბონუჩის, პოგბას და მარკიზიოს გარდა რათქმაუნდა :lool: )

forza bianconeri
8 years ago

ჩათვალეთ ფინალია ეს თამაში წელს ან ბაიერნი იგებს ლიგას ან ატლეტიკო

forza bianconeri
8 years ago

ბაიერნი იუვეს მეორე ტაიმს გავს, პილველ ტაიმში გადავუარეთ

lasha khvichia
G10
8 years ago

ბაიეტნის გასვლა არ მინდა იმდენად დაგვჩაგდა მსაჯმა ამათთან შემაძულა ეს გუნდი ყველა თავისი ფეხბურთელით და გულშემატკივარით . . რეალმა ჩვენმა ბულკმა რომ მოიგოს წელს გული გამისკდება როგორც სიტიმ ჯგუფში ბურთი თავზე გადავახიეთ და ამათ როგორ უნდა მოიგონ . . ერთადერთი ატლეტიკოს მოგება არ მეწყინება . . მიდი ტორეს !

forza bianconeri
8 years ago

ვერ გაუძლებს ატლეტიკო. ვითომ ჩვენზე კარგი დაცვა ყავთ?

forza bianconeri
8 years ago

არტურა და კომანი ფინალში… :chuvak:

lasha lasha
8 years ago

კაი ბაღანაა :up: :lool: რატომღაც მგონია რომ ზუსტად ეგ შექმნის ისტორიას და გვაჩუქებს ლიგის თასს თან არა ერთს აი პოგაზე ვერ ვიტყვი მაგას დარწმუნებით თუმცა ღმერთმა ქნას ვცდებოდე და პოგბამაც მოგვართვას 2 ლიგა მერე წავიდეს და დიბალა გააგრძელებს :modee: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Bavshvissaxiani monstri didi momavali aqvs dzaan nichiria messis ar vadareb da arc shevadareb rac ar unda gaaketos (messi amqveyniuri arraa) mara messis shemcvleks gaavs imedia didxans darcheba shemdeg wels vapshe sxva dibala iqneba tan jer pataraa isedac etyoba mara kai jigari tipi chans erti shexedvit warmatebebi.rodesac chemebi archevanze tavs imtvrevdneno me seriaAshi movprinavdi satamashoto bednieri yopilxar sagol :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

იუვენტუსში სამუდამოდ ყოფნა მსურს

10_means_alex
10_means_alex
8 years ago

ეტყობა რო კარგი ბიჭია. არ ტრიპაჩობს და ეტყობა რო მადლობელია შანსისთვის. დელპიეროობას არასდროს შეეცდება იმიტო რო ხვდება რო ის სხვა რაღაცაა და არ უნდა შეეხოს. ეს დაწერს ისტორიას სახელად “დიბალა” , მაგარი კაცია. ეხლა თუ ხვდებით რატო ჩაისვარა ჯოვინკომ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დელ პიერო განუმეორებელია, ასეთი რამ იუვეს ისტორიაში ვეღარ განმეორდება, მაგრამ ამ ბიჭის იმედი მაქვს, რომ ალეს ოდნავ მაინც მიუახლოვდება :forza:

forza bianconeri
8 years ago

მაგარი სტატიაა :forza: “ბებრები” :chuvak:

Sano
8 years ago

მადლობა ამ სტატიის თარგმნისთვის!! :forza: ნეტა დიდხანს დარჩეს ჩვენთან, შავ-თეთრი სისხლი აქვს ამ ბიჭს!! :forza:

მგელ პიერო
მგელ პიერო
8 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
42
0
Would love your thoughts, please comment.x