ელკანი ალეგრიზე და პოგბაზე საუბრობს
Exor-ის პრეზიდენტის ჯონ ელკანის განცხადებით ალეგრი საკუთარ საქმეს ბრწყინვალედ უძღვება და იგი ტურინში დიდხანს დარჩება:“მსგავსად შარშანდელი სეზონისა, “შეშლილი მაქსი” წელსაც მშვენივრად უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას. იგი ჩვენთან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დარჩება, რადგან იუვეს წინ ამბიციური მიზნები აქვს. პოგბა? ვფიქრობ მსგავსი პროფესიონალისთვის დღეისათვის მთავარი საფიქრალი არა სატრანსფერო სისულელე არამედ იტალიის თასის ფინალი და რა თქმა უნდა ევრო 2016-ია”.
თასის ფინალი კარგია მარა ახლა უფრო მთავარი სწორი სანტრასფერო პოლიტიკია