ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ლიგაზე წარმატების უნდა გვჯეროდეს”

მასიმილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსში” კიდევ მინიმუმ ორი სეზონის განმავლობაში იმუშავებს.სარდინიელმა სპეციალისტმა ბიანკონერებთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების უნდა სჯეროდეს : “არ ვთვლი, რომ განსაკუთრებულს მივაღწიეთ, ეს უნდა იყოს საწყისი წერტილი, წინ კი დიდი გამარჯვებები გველის.ზედიზედ ხუთი სკუდეტო, მაისში სათამაშო იტალიის თასი, ეს ყველაფერი სიამაყის საფუძველს გვაძლებს და პლიუს ამას დამატებითი მოტივაციაა იმისთვის, რომ მომავალი სეზონი მეტად მომგებიანი იყოს.”

“გახდე იუვენტუსის მწვრთნელი, უდიდესი გამოწვევაა, აქ ნებისმიერი ადამიანი მოსაგებად მოდის.ორი წლის წინ დავიჯერე, რომ დაუღალავი შრომითა და ბრძოლით წარმატების მიღწევას შევძლებდი, საბედნიეროდ, პროექტი უფრო და უფრო პროგრესირებს.თუ ფეხბურთელს გამარჯვება სისხლში არ აქვს, ნებისმიერ შეხვედრაში მოედანზე მოსაგებად არ გადის, იგი ბებერ ქალბატონში ვერასდროს მოხვდება.”

“გუნდი უნდა განვითარდეს, სეზონიდან სეზონამდე კი არა, ერთი თამაშიდან მეორე მატჩამდე უნდა გავძლიერდეთ, როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად.გუნდური კოლექტივი გვყავს, ძლიერი ინდივიდუალისტებით, ამბიციურები ვართ და ამის საფუძველი, ვფიქრობ, გვაქვს კიდეც.”

ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში “იუვეში” ძალიან ცოტა მწვრთნელს უმუშავია, თუ ალეგრი ტურინში კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დარჩა, მაქსი ზემოთ ხსენებულ სპეციალისტთა რიცხვს შეემატება : “ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მოტივაცია აქ მუშაობა, ყოველი დღე დიდი ენთუზიაზმით იწყება და მაქსიმალურად ცდილობ, თითოეული დაბრკოლება წარმატებით გადალახო.იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატისა და თასის მოსაგებად ყოველთვის იბრძოლებს, ამასთან, უნდა ვირწმუნოთ ევროპაში წარმატების.ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა სამყაროა, აქ შეიძლება ერთმა დარტყმამ გადაწყვიტოს ყველაფერი, ერთმა გოლმა ან აცილებულმა ბურთმა შესაძლოა სახლში გაგიშვას.ლიგაზე ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან რთულია თამაში.”

“მომავალი ? – არაერთხელ მითქვამს, მოთამაშეები და მწვრთნელები მიდიან და მოდიან, უცვლელია მხოლოდ იუვენტუსის ისტორია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Wels sheutamashebeli gundit gavedit mainc jgupidan da bavariasac normalurad vetamashet,

გიო
გიო
8 years ago

კოვაჩიჩი დრაქსლერი მოიყვანონ ადვილი ტრანსფერებიაა პლიუს დე შელიო :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პოგბა და დიბალა ) ხელშეუხებბლები უნდა იყვნენ არანაირი თანხა ) და შეიხების მილიონები ) პლიუს გაძლიერება 2, 3 პოზიციაზე ) კუადრადოს დაკარგვა ცუდი ამბავია ) იგივე მორატას ) მანჯუკიჩის ტიპის ფორვარდების ერა სრულდება უკვე ფეხბურთში ) როგორც თავის დროზე დასრულდა პლეიმეიკერების ერაა ) დღეს უკვე ისეთო ცენტრალური ფორვარდებია საჭირო რომლებიც მარტო საჯარიმოში კი არაა საჯარიმოს გარედაც ქმნიან თავად მომენტს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე )

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მომავალ წელს სკუდეტოს ხარჯზე რომც იყოს ჯობია ლიგა დაიდოს ისე არც ორივე გვაწყენს მიდი ალიგრი და იუვე :forza: :juvee:

რიკი
რიკი
8 years ago

მომავალ წელს ამათმა თუ ისევ სკუდეტო გახედნეს და ლიგა არ გაიხადეს მტავარ ტურნირად ჩავთვალოთ რო სკუდეტოს ვერ გავცდებით კაი ხანი, პრობლემა არა ჩვენ სიძლიერეში არამედ მენტალიტეტშია

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x