Gazzetta:”ტურინელებმა გომეშთან ყველა დეტალი შეათანხმეს”
Gazzetta-ს მტკიცებით ტურინის “იუვენტუსი” ძალიან ახლოს არის ანდრე გომეშის გაფორმებასთან. მირკო გრაციანოს ინფორმაციით მაროტა/პარატიჩის დუეტმა უკლებლივ ყველა დეტალი შეათანხმა ღამურების პორტუგალიელ ლეგიონერთან პირადი კონტრაქტის თაობაზე. ახლა კი ჯერი კლუბებს შორის სატრანსფერო თანხაზეა.. სხვათაშორის არ არის გამორიცხული მოლაპარაკებებში რობერტო პერეირას სატრანსფერო უფლებებიც ჩაერთოს, რომელიც მკვეთრად შეამცირებს პორტუგალიელის საბაზრო ღირებულებას.
ვნახოთ როგორ გაამართლებს იმედებს