ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “იუვეში კიდევ ათი წელი სიამოვნებით დავრჩებოდი”

“ვერონასთან” გასვლით შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “არაერთხელ მითქვამს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ ფორმალობა იყო და გუნდის დატოვებაზე არასდროს მიფიქრია.სეზონის დასრულებამდე სულ სამი მატჩი დარჩა და ვეცდებით, ყველა მოვიგოთ.იტალიის თასის ფინალში გამარჯვებას მოწყურებულ მილანს დავუპირისპირდებით, თუ როსონერი ევროპის ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს, 21 მაისს ისინი კიდევ უფრო აგრესიულები იქნებიან.”

“ფეხბურთელების მიზანი ახლა ესაა : დაასრულონ სეზონი წარმატებულად, მოიგონ იტალიის თასი და შემდგომ მოემზადონ ევროპის ჩემპიონატისთვის.მომავალ წელზე საუბარი ჯერ არ მსურს, მაგრამ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად მეექვსე სკუდეტოს მოგება მინდა, ეს ის მიღწევა იქნება, რომელიც აქამდე არცერთ გუნდს არ გაუკეთებია, ასევე წარმატება ევროპაში.”

“ხელმძღვანელობასთან კონკრეტულ გვარებზე არ მისაუბრია, ვთვლი, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, თუმცა 2-3 მოთამაშის დამატება გვჭირდება.გამარჯვება მოაქვს ხარისხს და არა რაოდენობას, შემადგენლობაში მხოლოდ 23 მოთამაშე ირიცხება, აქედან სამი მეკარეა, ერთი კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ნოემბრის დასაწყისამდე ვერ დაუბრუნდება მოედანს, ასე რომ იუვეში ათი ფეხბურთელის მოსვლას არავინ არ უნდა ელოდოს.”

“შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ იუვე ახლა რეალის, ბარსას, ბავარიასა და ატლეტიკოს დონეზეა, შესაბამისად, რატომ უნდა გინდოდეს აქედან წასვლა ? მომავალი სეზონისთვის უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს, მთავარია გავზარდოთ ხარისხი და კლასი.გასულ ზაფხულს რამდენიმე მოთამაშე პალერმოდან, სასოულოდან და მარსელიდან დავიმატეთ, ისინი იდეალურად მოერგნენ გუნდს, იმიტომ რომ გაითავისეს, სად მოხვდნენ და რისთვის იბრძვიან.მორატაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მისი საკითხი მალე უნდა გადაწყდეს, ევროპულ ტურნირებზე ალვარო ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, საჭირო მომენტში გოლების გატანა ძალიან ეხერხება.”

“კიელინი უკეთაა, იგი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდება და ექიმები გადაწყვეტენ, როდის გამოვა მოედანზე.ბუფონი ხვალ დაისვენებს, იგი ტურინში დარჩება, თან, ნეტოს იტალიის თასისთვის ვამზადებთ და ფორმაში უნდა იყოს.ხედირას მცირე დაზიანება აქვს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მილანთან დაბრუნდეს, მისი შემცვლელები გუნდში მრავლად გვყავს, ვგულისხმობ ასამოას, პერეირას, ლემინას და ერნანეშს.შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ რუგანი, ბარძალი და ბონუჩი დაიწყებენ მატჩს, მარჯვნივ პადოინი ან კუადრადო, მცველების წინ ლემინა, მარცხნივ ასამოა ან სანდრო, ცენტრში პერეირა ან სტურარო, წინ ძაძა და დიბალა.თუ კუადრადო ითამაშებს, ითამაშებს სტურაროც, თუ პადოინი იქნება, მაშინ ძირითადში პერეირას უნდა ველოდოთ.”

რა მსგავსებას ხედავს ალეგრი კონტესა და მის იუვეს შორის ? – “დღის ბოლოს, თითოეული მწვრთნელი საკუთარ ხედვაზე საუბრობს, ეს ნორმალურია, მე არ შემიძლია ვიყო კონტე, კონტე არ ჰგავს ლუჩიანო სპალეტის და ასე შემდეგ.ანტონიომ იუვეში სამი უმნიშვნელოვანესი წელი გაატარა, მოიგო რამდენიმე ტიტული და გუნდი გამარჯვების გზაზე დააყენა.იუვემ წარმატებას მიაღწია კაპელოსთან, ლიპისთან, ტრაპატონისთან, კონტესთან და ალეგრისთან ერთად, როცა გუნდს სისხლში აქვს გამარჯვება, მუშაობა გაცილებით მარტივია.აქ ისეთი ატმოსფეროა, კიდევ ათი წელი ვიმუშავებდი, შეიძლება ოციც, მაგრამ ოცი წლის შემდეგ ალბათ პენსიაზე ვიქნები ( იღიმის ).როცა დიდ კლუბში მუშაობ, აქ შენგან ყველა შედეგს ელის, თავადაც უნდა განვითარდე და ეს პროგრესი ფეხბურთელებმაც უნდა იგრძნონ.შემიძლია გითხრათ, რომ დიბალამ და სტურარომ განმაცვიფრეს, მაქსიმალურად ვცდილობ, მათ განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

40 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
სვანი
სვანი
8 years ago

ჯუვე 1 კარგი რა :)) სუბიექტურობაც მესმის და სუბუექტურობაც. ბეროჯუვეს სტილზე გადახვედი უკვე. ერთი ის რომ სეზონში ჯუვეს აქვს საშუალოდ 50 მდე 90 წუთი და ეს რიცხვი სეზონის ბოლოს მის მიერ დადებული შედეგით არის თორემ იქნებოდა 38. მეორე ის რომ 90 წუთის განმავლობაში ლიგის ფინალში რომ აღტაცებაში მოყავდე შენ გუნდს და 91 წუთზე გაგიტანონ გოლი და წააგო, როგორი ემოცია გექნება მაგრად მაინტერესებს. კონტეს პირველი წელი იყო მართლაც ემოცია თავიდან ბოლომდე, ოღონდ იმიტომ რომ სკუდეტო მოვიგეთ ასე დაუგეგმავად. ძოგადად კიდე კონტეს ეპოქაში ემოცია სუფევდაო 90 წუთი როგორ უნდა თქვა როცა დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი იყო ანტონიო. Gალათასარაი იყო ემოცია თუ ოლიმპიაკოსი ?… Read more »

1juve
1juve
8 years ago

Arigo sakim tqva is rac davwere da Tu imas eshleba mashin mec shemeshalos araa problema.
meore rac tqva shedegze da satrasfero fulze imas etanxmebi?

Soni
Soni
8 years ago

Karoche ra

| Newsphere by AF themes.
40
0
Would love your thoughts, please comment.x