მანჯუკიჩი:”100%-ით ბედნიერი ვარ ტურინში”
“სიმართლე გითხრათ ჯერჯერობით სკუდეტო ჯეროვნად არ აღგვინიშნავს.. თავდაპირველად მნიშვნელოვანია არსებული კალენდარული ციკლის წარმატებით დასრულება.. წინ კიდევ რამდენიმე მატჩია.. ზეიმი 14 მაისს.. შევიტყვე, რომ ხელმძღვანელობა რაღაც გრანდიოზულს გეგმავს.. ვფიქრობ, გამორჩეული დღე გველის”..
“მანამ სანამ შავ-თეთრ მაისურს მოვირგებდი კარგად მესმოდა თუ რაოდენ დიდ კლუბში მოვდიოდი.. მას ფანტასტიკური ისტორია და ტრადიციები გააჩნია.. თუმცა, საკუთარ თავზე როდესაც გამოცდი ეფექტსაც მეტს მიიღებ.. გაოგნებული დავრჩი აქაური ორიგანიზებით და საქმესთან მიდგომით.. ამას ჰაერზე არ ვიძახი, რადგან ტურინამდეც მითამაშია გრანდებში. როდესაც მცირეოდენი კრიზისი გვქონდა, ხელმძღვანელობა და კლუბის შტაბი გუნდის დასაცავად დადგა.. მერწმუნეთ ეს საოცარი ნაბიჯი იყო!..
შეუძლებელია ემოციაზე საუბარი, რომელიც შინაგანად მაქვს.. ძალიან ბედნიერი ვარ და სრულიად გულწრფელი ვარ საკუთარ სიტყვებში! თავდაპირველად მართალია გარკვეული პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული.. მას ფიზიკური კონდიციებიც დაერთო და თან იტალიურ ფეხურთთან ადაპტაციამაც წაიღო თავისი დრო.. თუმცა, გუნდი ჩემს გვერდით იყო და მხარდაჭერას ასეთ ეპიზოდში ფუნდამენტური როლი აქვს. კრიტიკული ეპიზოდი რა თქმა უნდა სასუოლოსთან მარცხი გახდა.. გასახდელში ყოფნისას ერთმანეთს შევხედეთ და მივხვდი, რომ ამ გუნდს მტკიცე ხასიათი აქვს.. მაშინვე დავრწმუნდი, რომ წინ დიდი სეზონი გველოდა.
ალეგრი? არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ იუვეში გადმოსვლა მისი დიდი სურვილით განხორციელდა! სწორედ “შეშლილი მაქსი” იყო ინიციატორი და იგი მთელი სეზონის მანძილზე გვერდიდან არ მომშორებია.. ყოველთვის საჭირო რჩევებით მამარეგბდა და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. თუ სიმეონე გლადიატორია, მაშინ მაქსი ადამიანი-ხასიათია! ხოლო ტიტულები თავად მეტყველებს მის სიდიადეზე. სრული 100%-ით ბედნიერი ვარ აქ და მსურს მომავალშიც შავ-თეთრი ფორმით მოვიპოვო გამარჯვებები. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში კიდევ უფრო წარმატებულად ვიასპარეზებთ. საჭიროა არსებული შემადგენლობის შენარჩუნება და კიდევ რამდენიმე ვარსვკვლავის დამატება. შედეგად, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ლიგის თასისთვის.
საკუთარი კარიერის მანძილზე არაერთი დიდი ნახევარმცველი ვიხილე, მაგრამ პოგბას დონის მის ასაკში და ასეთი გასაოცარი თვისებებით დაჯილდოებული მართლა არავინ. იგი აუცილებლად გახდება მსოფლიოს წამყვანი ფიგურა. მას უკვე ვუთხარი, რომ ურჩევნია ტურინში კიდევ რამდენიმე წლით დარჩეს, რათა კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.
გუნდში ლიხტშტაინერს და ხედირას მეტად დავუმეგობრდი.. რადგან მათ გერმანული იციანი და ამ მხრივ ჩვენს შორის ბარიერი არ არსებობს. კიდევ პატრის ევრასთან.. ფრანგი ჩვენი უხუცესი დამრიგებელია.. ძალიან მესიმპატიურება იგი, რადგან უბრალოს ვერაფრით ვერ დაუძახებ. თუ ასეთი ბედნიერება გხვდა წილად და გაიცანი, მერწმუნეთ ევრა იმ ადამიანებს შორის შედის, რომლებიც იმედებს არასოდეს გაგიცრუებენ”.
Ravari melaa bruco.vicodi ro tyuilad ar dauwyebda molaparakebebs da chalichs yidvaze kau ro ar iyos gomesi
გეთანხმები გომეშზე იმერელი.
რაც შეეხება ძუნძულიჩს შეიძლება მისი თამაშის სტილი არ მოგწონდეს მაგრამ, ძალიან მაგარი შემსრულებელია ფაქტიურად მომენტს არ მაზავს
და კიდევაც მოემატა ეხლა მაგი გოლის გამო 10-15 მილიონი
25-30 მილიონის ფარგლებში ღირს დათრევა,ახალ ძაანაც თუ გაგვიბუქეს ეგეთი რათ გვინდა :D
რეალი-ვალენსიას ვუყურებდი ახლა ანდრე გომეშის გამო,მეორე ტაიმში შემოვიდა და გამოაცოცხლა ვალენსია რასაც ქვია,მაგარი პასებიც არიგა და ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა,ასევე ძაან ტექნიკურია,აქამდე არ მიყურებია და ვიტყვი რომ ეს ის ფეხბურთელია ვინც იუვეს სჭირდება,რაღაცით პირლოს გავს,ბურთის ფლობით,ერთი თამაშით არ ისაზღვება რა თქმა უნდა,მაგრამ დღეს დიდი შთაბეჭდილება დატოვა,იმედია მოიყვანენ
რეჯისტაა თუ ტრეკუარტისტა?
ანუ ორივე შეუძლია ასე ეტყობა,აი პირლო ხომ თავიდან ტრეკვარტისტა იყო და მერე გადაიყვანა ანჩელოტიმ რეჯისტაზე,ეგ სტილია ზუსტად….