ბარძალი:”პროგრესირებას მოედანზე დავამტკიცებ”
“მსოფლიოს საუკეთესო მცველი? ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ასეთ დახასიათებას ისმენ საკუთარ თავზე. თუმცა, არ ვგრძნობ და სიმართლე გითხრათ არც არასოდეს მიგვრძნია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. მეორეს მხრივ ყველა წინაპირობა არის შექმნილი, რომ ამ წოდებისკენ ისწრაფვოდე.. საჭიროა მუდმივი პროგრესირება და კონცენტრირების შენარჩუნება”..
“ჩემს ასაკშიდაც კი ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ გარკვეულ ასპექტებში მოსამატებელი მაქვს. ვცდილობ, მუდამ საუკეთესო ფორმაში შევინარჩუნო თავი, რომელიც მაძლევს საშუალებას ვიასპარეზო უმაღლეს დონეზე. ჩემი თანაგუნდელებისგან ბევრს ვსწავლობ, ისევე როგორც კონკურენტებისგან.. მათ მატჩებს ხშირად ვუყურებ და დეტალურად ვაკვირდები თითოეულის მოძრაობას. ვფიქრობ, პროგრესიბას ჩემს ასაკშიდაც მოვახერხებ და ამას მოედანზე დავამტკიცებ.
ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივება ზუსტად ის იყო რაც მთელი გულით მსურდა. ყოველითვის ვოცნებობდი მსგავს პრესტიჟულ კლუბში ყოფნას, როგორიც იუვენტუსია. მახსოვს, 5 წლის წინ როდესაც აქ მოვედი, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ გრანდიოზული არენის და უამრავი ქომაგის ფონზე ძალიან მიჭირდა ნერვებთან გამკლავება.. 5 წელი გავიდა და ჩვენ არაერთი ჯილდო მოვიპოვეთ.. გვსურს წარმატებული სვლის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელება. ბედნიერი ვარ კონტრაქტის გამო.. ერთი სული მაქვს თუ როდის გავალ სამპდორიასთან წინააღმდეგ მოედანზე.. ასევე იტალიის თასსზე.. შემდგომ კი მოუთმენლად დაველოდები ახალი სეზონის დაწყებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომელმაც ფანტასტიკური სიტყვები წარმოსთქვა ჩემი მისამართით.. მადლობას ვუხდი ასევე გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვინც აქ მუშაობს.
იტალიური კედელი? მართალია იუვეში აპენინური კოლექტივი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ არც ახალ ფეხბურთელებს შეურცხვენიათ თავი. მათ მალევე გაითავისეს თუ რას ნიშნავს შავ-თეთრი მაისური.. ჩვენ, იტალიელებს კი ბუნებრივია ყველაზე მეტად გვესმის იუვენტუსის რიგებში თითოეული სკუდეტოს ფასი”.
Bardzalis mosvlis dgidan dgemde es fexburteli chentvis rigirc rigiti iuventinistvis aris isetive mnishvnelovani rogorc iyvnen:pirlo, vidali, markizio, bufoni, chielini da sxvebi ubralod am kacs araaqvs PR da me tu mkitxavt arc schirdeba, visac esmis fexburti is mixvdeba ro bardzali martla ert-erti sauketeso mcvelia msoplioshi
აი ეს აქვთ იტალიელებს რა
35+ ასაკშიც მუხლჩაუხრელად შრომობენ რო ფორმა არ დაკარგონ 
მაგარი ხარ ბარძალი