ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”ჩვენ, ერთმანეთთან რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებს”

“თავს დიდხანს არ მოგაწყენთ.. ყველაფერს მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით.. მსურს კლუბს და მასთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო უსაზღვრო ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ არსებობს. თითოეული ჩვენთაგანი განვითარებისკენ ისწრაფვის, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს და ოცნებას. ვფიქრობ, თანაგუნდელებთან და ფანტასტიკურ კლუბთან ერთად ყველაფერს მივაღწევთ. საბოლოო ჯამში, ფეხბურთელი მხოლოდ მაშინ შეძლებს მაღალ დონეზე ასპარეზობას თუ გუნდური პრინციპით მუშაობს.. თუმცა, კულისებში მყოფები ასევე უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე”..

“ჩემი და იუვენტუსის ისტორიის შესახებ ყველას კარგად მოგეხსენებათ.. იმედს გამოვთქვამ, რომ იგი ამაღლებულ ნოტაზე დასრულდება. ბოლოს, როდესაც აქ თქვენს წინაშე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვსაუბრობდი, ჩემს გვერდით პრეზიდენტი ანიელი და კიელინი იმყოფებოდნენ.. დღეისათვის კი პრეზიდენტი და ბარძალი.. ვამაყობ, რომ ასეთ გასაოცარ წამს თანაგუნდელს ვუზიარებ, რადგან ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებს, როგორც მინდორზე ასევე მის მიღმა. თუმცა, განსაკუთრებულად მინდორი მაინტერესებდა, სადაც ჩვენს შორის რაღაც სიღრმისეული არსებობს.. რომელიც ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე წარმოიშვა..

ვფიქრობ, ასეთი გრძნობა როგორც სპორტში ასევე ცხოვრებაშიც ჩნდება.. და ეს გრძნობა საბედნიეროდ ჩვენს შორისაც არსებობს.. ფეხბურთელების ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს შორის.. მადლიერი ვარ ამ ყოველივესთვის..

ჩემი მე-10 სკუდეტო? მოდით დაველოდოთ სეზონის დაწყებას, რომელსაც ჩვეული ენთუზიაზმით შევხვდებით. თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც იუვენტინოების დიდ ოჯახს წარმოგვიდგენია, მაშინ ეს მართლაც ფანტასტიკური და რაც მთავარია ისტორიული მიღწევა იქნება. მომავალი სეზონი ჩემთვის მე-16 იქნება.. ამ პერიოდში 10 სკუდეტო და ერთი სერია ბ-ს თასი დამიგროვდა. პირადად ჩემთვის მოცემულ ციფრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

განსხვავება სერია ა-ს დანარჩენ კლუბებს შორის? ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ფეხბურთელმა იცოდეს რა არის იუვენტუსი და რას ნიშნავს იყო “იუვე” მინდორზე და მის მიღმაც.. მწამს ამ ბიჭების.. ჩვენი გუნდური სულისკვეთება და ძალა მუდამ თან დაგვყვება.. ვნახოთ, რას გვიპასუხებს ამაზე მოედანი..

ოქროს ბურთი? სიმართლე გითხრათ არ ვგრძნობ ამ მხრივ რაიმე უსამართლობას. ვიცი, რომ ფანტასტიკური კარიერა განვლე. ასევე ვიცი, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ ტიტულს მივუახლოვდი და ვიმსახურებდი კიდევაც.. თუმცა, ისიც ვიცი რომ თუ ვერ მოვიპოვე, გამოდის რაღაც მაინც დამაკლდა.. ის რაღაც, რისი ბოლომდე მიყვანაც ვერ მოვახერხე. სიმართლე სწორედ ამაშია და არ ღირს ბედისწერაზე ან რაიმე სხვა ფაქტორზე ნერვიულობა. შეცდომა მხოლოდ ჩემი ბრალია, რადგან გარკვეულ ეპიზოდებში მეტის გაკეთება მმართებდა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი ა რამდენი კომ, დავცერე და რატომ არიდებააა?????

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ვეტანხმები იმ აზრს რომ გიოტცე მოიკვანონ მეც ვპიკრობ რომ ეგ ზედგამიცჰრილია იუვეზე, აკ ერტი ცერდა მგონი ტაგრანა, მარტლაც ეგ გვინდა, ტურამეს ტავი აკვტ მოიკვანონ ანდა ტკვან სიმარტლე რომ დიდ ტრანსფერებს ნუ ელიტო, როგორ შეიგზლება ატკვილო კოველ ტრანსფერებზე შენი გუნდის გულშემატკივრები, ბრუცო კიარადა ყ…..

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Giotxeze vichalichiot uechveli camova vhventan

bugitto
8 years ago

http://www.goal.com/en/rumours/last/72?ICID=HP_TN_6_2 goal. com ზეც დაიწერა და იქნებ ბრუცოს გაუვარდეს ყარაულის თოფივით :lool: :forza:

bugitto
8 years ago

ხამესა დაიტრიე ბრუცო და შენი ფანი ვარ … ვერა და ისევ ისეთი .. ხარ ჩემ თვალში :lool: :lool:

zurab kakhidze
8 years ago

ჩიჩარიტოზე იწერება კიდევ

zurab kakhidze
8 years ago

ისე ყველა რეალში მოთამაშე ფეხბურთელზე ზეგავლენას რატო ვახდენტ ვერგამიგია:D

zurab kakhidze
8 years ago

რეალშია როა როდრიგეზი იმაზე იწერება ტრასფერის დვიჯენიაში გაზეტა დელაა სპორტზე

Trezeguet
ბიანკონერი
8 years ago
Reply to  zurab kakhidze

ხო საიდუმლო შეხვედრა გამართა იუვეს ხელმძღვანელობასთანო ზოგიერთი გამომცემლობა წერს :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago
Soni
Soni
8 years ago

Tavdasxmelebidan am sezonshi magrad itamashes slimanma sportingshi da jaansenma alkmaarshi ratomac ara juveshi slimani axalgazda araa mara kai igrokia shemsrulebelia dzviri tu ar girs ratomac ara.janseni magrad gaixsna axalgazrdaa sheidzleba magis yidva da gaarendeba aseve daan magrad momwons bernardechi ravi rac vnaxe sul magrad yomarobs nichieria neta iyidon mara ar mgonia berardim tu ver gaamartla sheidzleba ise armgonia berardis mirchevnia.baierni magrad mevaseba ra ar welaven mag sakitxshi vinc undat da chirdebat egreve yiduloben sezoni ar damtavrebula da ra xalxi daimates to aba aq mteli weli unda gawelon da an iyidian an ara.ramagari bichi iyides sanchesi dzaan magaria to

Trezeguet
ბიანკონერი
8 years ago

ლეგენდარული მეკარე და პიროვნებაა ჯიჯი :love: ძალიან ბედნიერი ვარ რო იუვეს ყველა დროის საუკეთესო მეკარე ყავს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მარტო დიდი ფეხბურთელი კი არა მაგარი კაცი ხარ

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x