ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო სამიზნეები ( გომეში, პიანიჩი )

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” სატრანსფერო სამიზნეებში ჩამოყალიბდა.ბიანკონერები ნახევარმცველის ძიებაში არიან და მასიმილიანო ალეგრისთვის იდეალურ კანდიდატებად ანდრე გომეში და მირალემ პიანიჩი მიიჩნევიან.ორივე მოთამაშის სიტუაცია განსხვავებულია, “ვალენსია” მზადაა პორტუგალიელის გასაყიდად, თუმცა სერიოზულ თანხას ითხოვს, “რომა” კი ბოსნიელის შენარჩუნებას ბოლომდე ცდილობს.

ტუტოსპორტის მტკიცებით, ღამურები დასახელებულ 65 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან, ჯუზეპე მაროტა კი ესპანელებს 50 მილიონს სთავაზობს, 30 მილიონს დაუყოვნებლივ, 20 მილიონს კი ბონუსების სახით.22 წლის შუახაზელის მიმართ ინტერესს მანჩესტერ “იუნაიტედიც” იჩენს და მოთამაშის აგენტი, ჟორჟე მენდეში ეშმაკების წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს.

რაც შეეხება პიანიჩს, ბონსიელის თაობაზე გადაწყვეტილება რომაელებმა დღეს უნდა მიიღონ, გრანდების მიერ გამოჩენილი ინტერესისთანავე, ჯიალორისის ხელმძღვანელობამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა მირალემს, თუმცა ფეხბურთელისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.26 წლის გამთამაშებელს ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 38 მილიონი ევრო უწერია, შესაბამისად, “ლიონის” ექს-ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში, თუ “იუვე” ამ თანხას გადაიხდის, ტრანსფერი გარდაუვალი გახდება.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
zuriko vacheishvili
8 years ago

არა წელს უეჭველი დადობენ ერტი ორ სუპერ ტრანსფერს

cakhtang miqelashvili
vakhtang
8 years ago

სირცხვლია პროსტა რაა.. მე იუვეს ქომაგობა რომ დავიწყე და შემიყვარდა ეს გუნდი მაშნ ოცნება კიარა რა უნდოდა ლიგის მოგებას არაფერი და მოიგეს კდიეც და ზედიზედ ფინალები ითამაშს და ეხლა იძახიან მიღწევადი ოცნებაოო ???? როგორ რეგრესი განიცადა ამ უდიდესმა კლუბმა პროსტაა რაა ფუ ამ უნიჭო და ფულის მონების ხელში ეს მაფიოზები მართლა ესენი

რიკი
რიკი
8 years ago

შანსი არაა წელს ვინმე სერიოზული იყიდონ ისკო და ხამესით დაინტერესდებიან იყიდიან საპონარას, ჯერ ვაფშე მიდგომა აქვთ სასწაული ლიგა ოცნებააო, მაგას დაჟე ლესტერიც არ იტყვის წინასწარ თრგუნავენ სასტავს და ასე რა უნდა მოვიგოთ

თოკო
თოკო
8 years ago

Aლბათ ერთ ტოპს სანამ დადებენ ჯერ ერთ ტოპს გაუშვებენ მერე ისკოზე და ამათზე წავა ლაპარაკი და ბოლოს მოიყვანენ ჩიჩარიტოს :D

გიო
გიო
8 years ago

მანჩესტერს თუ უნდა იასნია იქ წავა მეტსაც გადაიხდიან და მეტ ხელფასსაც მისცემენ ..

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Pjanics ar gaushbrns roma gamoricxulia.yvelafers gaaketeben ro datovon da ratomgac mgonia kidevac miagweven sawadels romaelebi

tornike
tornike
8 years ago

პიანიჩი მინდა გომეში არ ვიცი ვაფშე ვინაა და 65 მილიონი გაბერილი მგონია მაინც პიანიჩს დამტკიცებულიც ავქს ყველაფერი + სერია ა კარგად იცის და ჩემპ ლიგის გამოცდილებაც საკმაოდ აქვს მართალია ჩაისვარეს მაგრამ მაინც :forza:

Soni
Soni
8 years ago

Ara gemovneba aqvt to da yoveltvis qondat ubralod bolos :lool: .chorebia ra tore tu martla 38 uweriat da vinc ixdis sheudzlia wayvana da pianichic uarze araa da tu martla undat ragas elodebian kargi pasia evachrebian tu. Sxva temaa ra mara wels mgonia ro ert tops daitreven sharshanac megona mara ki shemcha hernaneshi da vnaxot aba.ise mgonia ro kontes vinmes waiyvans ra

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x