ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : “გამარჯვება მსურს, ყველგან და ყოველთვის”

ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი, პოლ პოგბა ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონით კმაყოფილია და უკეთესი მომავლის იმედი აქვს : “სეზონით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, საკმაო პროგრესი განვიცადე, ამას ჩემს მიერ ნაჩვენები სტატისტიკა ამტკიცებს, გოლებიც და ასისტებიც.ამ წელს რამდენიმე პირადი რეკორდი გავაუმჯობესე, რაც სიამაყის საბაბს მაძლევს.”

“ვფიქრობ, ანდრეა პირლოს, არტურო ვიდალისა და კარლოს ტევესის გუნდიდან წასვლის შემდეგ გარკვეული პასუხისმგებლობა ჩემზეც გადმოვიდა, მწვრთნელი მენდობოდა და მეც ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა გუნდისთვის.იუვემ დაიმატა ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორებიც არიან სამი ხედირა და მარიო მანჯუკიჩი, ისინი სერიოზულ ძალას წარმოადგენენ ჩვენთვის.შემიძლია თუ არა კიდევ პროგრესირება ? – რა თქმა უნდა, მე იდეალურობისკენ მივისწრაფი.როცა მოედანზე ვარ, არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული უნდა გავაკეთო, უბრალოდ ჩემი ფეხბურთის თამაშს ვცდილობ.მე პოლ პოგბა ვარ, შეიძლება ბევრ ფეხბურთელს შემადარონ, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავს ვგავარ, საფეხბურთო კარიერა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დავიწყე და ყოველწლიურად ვცდილობ, განვვითარდე.ამ წელს მწვრთნელი მეტს ითხოვდა ჩემგან, ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ჩემი პროგრესი, მასიმილიანო ალეგრის დიდი მადლობა შემიძლია გადავუხადო.”

“ეროვნული ნაკრები ? – ნაკრების კაპიტნობაზე ნამდვილად არ ვოცნებობ, ჩემი ოცნება ეროვნულ გუნდთან ერთად ტიტულებისა და თასების მოგებაა.მინდა ლილიან ტურამის რეკორდი დავამხო, იგი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა იყო და ყველაფერი მოიგო მამლებთან ერთად, ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებაზე ვფიქრობთ.გვჯერა, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია, თუმცა თუ ვერ მოვიგებთ ტიტულს, ეს კარგი გაკვეთილი იქნება სამომავლოდ.მე გამარჯვება მსურს, ეს დანამდვილებით ვიცი.ევრა ? – ის ჩემი უფროსი ძმაა, ვხუმრობ, როცა ბიძია პეტს ვუწოდებ, თუმცა რეალურად ეს ასეა.იგი არა მხოლოდ მე, არამედ მთელს გუნდს ეხმარება, პატრისის რჩევები თითოეული მოთამაშისთვის საჭიროა.”

აქვე გეტყვით, რომ გუშინ დიდიე დეშამმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განაცხადი გამოაქვეყნა, იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც ევრო 2016 ფინალურ სტადიაზე მიიღებენ მონაწილეობას.სიაში პოლ პოგბა და პატრის ევრაც არიან.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

პოგბა წელს ევროპას მოიგებს

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წარმატებები პოლი მჯერა ჰენი

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x