ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “სეზონი დამაჯერებლად უნდა დავასრულოთ”

მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩს ტურინის “იუვენტუსი” გენუის “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართავს, საკუთარ მოედანზე.მატჩამდე ერთი დღით ადრე, ანუ პარასკევს, მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “ლეონარდო ბონუჩი ხვალ არ დაისვენებს, ზედიზედ 11 თამაშია მოედანზე რუგანი გამოდის და სწორედ ამიტომ, თასის ფინალისთვის რუგანი მოემზადება.უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ სამპდორიასთან მოედანზე ბონუჩი, ბარძალი და კიელინი გავლენ.ალექს სანდროს დისკვალიფიკაცია აქვს, ანუ ევრა ითამაშებს.”

“ვერონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ ალეგრი გაბრაზებული და იმედგაცრუებული ჩანდა : “ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, ბიჭებმა კარგად იციან, რომ ასე თამაშით წარმატებას ვერ მივაღწევთ.თუმცა, 25 მატჩის მოგებისა და ერთი ფრის შემდეგ წაგება შესაძლოა კარგი გაკვეთილიც იყოს, ის ფინალისთვის უფრო მეტად აგრესიულს გაგვხდის.ჩემი შვილის ვიდეო იუთუბზე ? – არა, არ გავბრაზებულვარ, ეს იყო იდეა, რომელიც ნებისმიერ მსახიობს შეიძლება მოუვიდეს თავში.მაგრამ, მან უფრო მეტად სწავლაზე უნდა იფიქროს.”

დაცვაში როტაციის საშუალება ალეგრის ნამდვილად აქვს : “ამ მომენტისთვის, ბონუჩის საუკეთესო შემცვლელი ბარძალია, თუმცა, ორი ცენტრალური მცველითაც შეგვიძლია ასპარეზობა.სამკაციან დაცვაში ერთად ბარძალის, რუგანის და ევრასაც უთამაშია, ან კიელინის.ანდრეასა და ბონუჩის მახასიათებლები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება, ლეო ბურთთან ბევრს მუშაობს და პასებსაც არიგებს, ბარძალი კი პოზიციურად საკუთარ წერტილს ამაგრებს.”

მზადება ფინალისთვის : “ორშაბათი უკვე გამოვაცხადე დასვენების დღედ, ვივარჯიშებთ ყოველ დღე ხუთშაბათამდე, ანუ რომში გამგზავრებამდე.პარასკევს დილით ჟურნალისტებს შევხვდებით, შემდეგ ოლიმპიკოზე ვივარჯიშებთ და თამაშის დღეც დადგება.რთულია გაითავისო, რომ ორ დღეში სეზონის ბოლო კვირა დაიწყება, ყველაფერი თითქოს გუშინ დაიწყო.აღნიშვნის ცერემონიალი ? – რა თქმა უნდა, ჩემპიონობას ერთად აღვნიშვნავთ, რესტორანში, ბარში ან კლუბში, მაგრამ ყველაფერი მალე დასრულდება, დილამდე ვერ ვიზეიმებთ.”

სატრანსფერო საკითხებზე : “ჩვენ გვჭირდება მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც საერთო დონეს საგრძნობლად აამაღლებენ, არ აქვს მნიშვნელობა, რა პოზიციაზე ითამაშებენ ისინი.ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მოვიყვანდი მოთამაშეს, რომელსაც დაცვის წინ შეეძლება ასპარეზობა.რობერტო პერეირა ხვალ აუცილებლად ითამაშებს, ისევე როგორც, ნეტო, რადგან ბრაზილიელი მილანთან ფინალურ მატჩშიც ძირითადში იქნება.გამთამაშებლად ერნანეში ითამაშებს, ძირითადში იქნებიან დიბალა და მანჯუკიჩიც, შეცვლაზე ალვარო მორატას უნდა ველოდოთ.ტრავმირებულია სამი ხედირა, გერმანელის ფინალში თამაშის შანსიც საკმაოდ დაბალია.სამიმ ამ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 20 იტალიის ჩემპიონატში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, ერთიც კოპა იტალიაზე, ვფიქრობ, მისი სეზონით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს იგი გაცილებით პროდუქტიული იქნება.მორატამ 1 კვირის წინ მცირე დაზიანება მიიღო და ამიტომ, დასვენების საშუალება მივეცი, სამპდორიასთან და მილანთან მატჩისთვის ალვარო სრულ მზადყოფნაშია.შეუძლებელია, თითოეული წელი მსგავსი იყოს, გასული სეზონი ოდნავ გვიან დავიწყეთ და სამი კვირის თავზე იტალიის სუპერთასისთვის გავემგზავრეთ, ამან რა თქმა უნდა, ტრავმების შანსი გაზარდა, ყოველთვის განსხვავებული პროგრამით ვხელმძღვანელობთ, შარშან სეზონისთვის მზადება 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, წელს სხვანაირად იქნება.არ დაგვავიწყდეს ფეხბურთელების ასაკიც, საკუთარ როლს ფსიქოლოგიური სტრესიც თამაშობს.”

“პოგბა დაუღალავად ვარჯიშობს, იგი მოედანზე სამპდორიასთანაც იქნება, არ მინდა ფრანგმა თამაშის რიტმი დაკარგოს, იმის გამო რომ შეიძლება პოლმა ტრავმა მიიღოს, მას სკამზე ვერ დავსვამ, მით უმეტეს, თავად მუდმივად მინდორზე ყოფნა სურს.ვარჯიშები გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება სეზონი, მოტივაციის დაკარგა არ გვეპატიება.ვერონამდე, კარპიმ კარში 10-ჯერ დაგვირტყა, ანუ დაცვაში მეტი ყურადღება გვმართებს.ბიჭებს ვთხოვ, მოედანზე მოტივირებულნი გავიდნენ და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულონ, გენუელებთან მატჩი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
8 years ago

:juventus: :italy: :wow:

juventino
juventino
8 years ago

:juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

დღეს დიდი ანგარიჰით ვიგებთ

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x