ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ფანტასტიკური გუნდი მყავს!”

“უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! ბრწყინვალე საღამოა და ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნებოდა მისი ქომაგებთან ერთად გატარება! ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით იყვნენ. ვფიქრობ, 26-დან 25 მატჩის განმეორება უკვე შეუძლებელი იქნება.. მსურს აპლოდისმენტებით დავაჯილდოვო ჩვენი რვა ფეხბურთელი, რომლებმაც ხუთი სკუდეტო მოიპოვეს. მაშინაც კი, როდესაც წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა, თითქოს მცირე ქაოსი იდგა და ბურთს უბრალოდ არ სურდა კარში შესვლა, გარკვეულ მიზნებს ვისახავდით.. და ბიჭები მიზანს მიუყვებოდნენ.. როდესაც ამას ვიძახი არ უნდა დავივიწყოთ, რომ წინ იტალიის თასის ფინალია, ხოლო მომავალი სეზონი აწ უკვე დასრულებულთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული მიდგომით უნდა დავიწყოთ. ის რაც წელს მოხდა, კარგი გაკვეთილი გახდება!”

“სიმართლე გითხრათ სირთულეები მიყვარს.. მახსოვს ვიღაც ამბობდა, რომ ისეთ მატჩებში დავმარცხდით, სადაც იუვეს სხვა მწვრთნელები ამას არასოდეს იკადრებდნენ.. შეგახსენებთ, რომ მე ზუსტად ის მწვრთნელი ვარ რომელმაც სკუდეტო მოვიგე მას შემდეგ, რაც აღნიშნულ შეხვედრებში დავმარცხდი. ჩემს უკან ძლიერი კლუბი დგას, და მაშინაც კი როდესაც ბებერ მარაზმატიკს ვემსგავსები, მომწონს გაფიქრება, რომ ჩემში რაღაც გიჟური მაინც შემორჩა.

რომელი ჩემი შეგირდი იბრძოლებს ოქროს ბურთისთვის? გამიხარდება თუ ყოველი მათგანი იბრძოლებს! პოლ პოგბა განვითარების ახალ ეტაპზეა გასული, მაშინ როდესაც პაულო დიბალა პირველსავე სეზონში თავდასხმის ნამდვილ მკვლელად ჩამოყალიბდა. ჩემს გუნდში თავი არაჩვეულებრივ ფეხბურთელებს აქვთ მოყრილი. სხვათაშორის მილანში, პირველი სეზონის დროს, ვარსვკვლავებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება მივიღე.. მაშინ ხომ იბრას, ზეედორფს, გატუზოს და ნესტას ვწვრთნიდი. ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდში აუცილებელია ლეგენდების ჰყოლა.. მათი როლი როგორც მოედანზე ასევე მის მიღმაც მნიშვნელოვანია. სანამ მათ იციან თუ როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი, შეგვიძლია ვენდოთ და სისტემა მათ გარშემო ავაგოთ.

მე ყოველთვის მწამდა, რომ სკუდეტოს მოპოვებას შევძლებდით! და ჩემთან ერთად სწამთან ბიჭებსაც! რომლებიც თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებოდნენ.. მატჩიდან მატჩამდე.. მიზნიდან მიზნამდე.. ისინი ფანტასტიკურები არიან!

ვაპირებთ თუ არა მარკიზიოს შემცვლელის პოვნას? კლუბთთან ურთიერთშეთანხმებულად ვიმოქმედებთ.. როგორც ეს შარშანდელ სეზონში მოხდა. მიმდინარე სეზონში ახალი ერა დაიწყო და ვფიქრობ, შედეგს ასე მალე არავინ ელოდა. მოგვიწევს მოვიძიოთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა სისხლშიც იუვენტუსი იქნება.. რომლებიც შეძლებენ საერთო დონის ამაღლებას. ჩვენ ვიწვევთ პირველ რიგში არა მარტო კარგ ფეხბურთელებს, არამედ ბრწყინვალე ადამიანებს!

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიასპარეზეთ და ვფიქრობ ეს ყველას მალე დაავიწყდა. წელს კარგად ვიასპარეზეთ და ერთადერთხელ დაგვიცდა ფეხი სევილიას წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ევროპა დავიპყროთ, აუცილებელია საჭირო ადგილზე, საჭირო დროს მოვხვდეთ.

ბუნებრივია ისტორიის დაწერა და ზედიზედ მეექვსე სკუდეტოს მოპოვება გვსურს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რიკი
რიკი
8 years ago

რატომღაც მგონია ეს დელპიეროს არ გაუშვებდა და კონტესავით არ იკაცებდა, მაინც მგონია ზეედორფი, გატუზო პირლო და ნესტა უფრო ხელმძღვანელობის გაშვებულია ვიდრე ამის ვიცი რო ბოლოს ასაკოვნებს ერთ წლიანს სთავაზობდნენ როცა მათ კარიერის დასრულება მანდ უნდოდათ შეიძლება მართლაც 1 წელში დაემთავრებინათ მარა 3 წლიანის გაფორმება დაფასება იქნებოდა და ზუსტად ეს დომხალი სიტუაციაა იყო მაგ არეულობის მიზეზი დღეს ალეგრი აღარაა მილანში მარა მაინც იგივე ხდება იქ თან პირლოსთან რადიკალურად სხვა იყო იუვენტუსში ალეგრი რადგან დალაგებული სიტუაციაა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

juventus***
juventus***
8 years ago

Gaitvaliswinebs awi jgufur etapze ro sxvas arunda davutmot match I.

Soni
Soni
8 years ago

Video iqneb dadot kargi dajildoebisda ase shemdeg…

Sano
8 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x