ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი პიანიჩს დაეკონტაქტა და ტურინში ტრანსფერი შესთავაზა

ტურინის “იუვენტუსი” მირალემ პიანიჩის ხელში ჩასაგდებად ძალებს არ იშურებს.მართალია, “რომას” ხელმძღვანელობამ ბოსნიელის შესაძლო ტრანსფერი გუშინ კატეგორიულად უარყო, თუმცა პრესა ჭორების გავრცელებას აგრძელებს და გაზეტა დელო სპორტის მტკიცებით, ამ ჭორებს საფუძველი ნამდვილად აქვთ.როგორც ხსენებული წყარო წერს, მასიმილიანო ალეგრი პირადად დაეკონტაქტა ჯიალორისის ნახევარმცველს და ტურინში გადმობარგება შესთავაზა.

სარდინიელი სპეციალისტი უკვე მეორე წელია ზუსტად იმ ტიპის მოთამაშეს ეძებს, როგორიც პიანიჩია, ფეხბურთელს, რომელსაც ასპარეზობა შეუძლია როგორც რეჯისტას, ასევე ტრეკუარტისტას პოზიციაზე.ალეგრის თქმით, მირალემს შეუძლია ბიანკონერების ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი ფიგურა გახდეს, საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაა.ნებისნმიერ შემთხვევაში, რომაელები საფრთხის მოახლოვებას გრძნობენ და ბოსნიელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის ძალითაც გაიზრდება პიანიჩის ხელფასიც და გამოსასყიდი თანხაც.უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში, 26 წლის შუახაზელს ის გუნდი იყიდის, რომელიც “რომას” კონტრაქტით განსაზღვრულ 38 მილიონ ევროს გადაუხდის.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
9 years ago

რატო ლანღგავთ ასე მწარედ მაროტას. საკმაოდ დიდი წვლილი მიუძრვის იუვეს “დაბრუნებაში”

რიკი
რიკი
9 years ago

ხედირას კონტრაქტს სთავაზობდა რეალი მარა უარი თქვა რა შუაშია მანდ მაროტა როცა იუვენტუსში გადასვლა სურდა ხედირას და რეალს უარი უთხრა დარჩენაზე, მე არავის ვაგინებ ვამბობ იმას რაც არის, იოვეტიჩს 2 წელი რო უტრიალა და გასაღები რო ვერ მოუნახა ტიპს 35 მილიონს და ეგეთ თანხებს სთხოვდა სიტი როცა ინტერმა 1 კვირაში 2.5 მილიონიანი არენდა გაჩითა და მერე 15 მილიონად გამოისყიდა ესეც რას დავაბრალოთ როგორ აგვახია ინტერმა ფეხბურთელი რომელიც ლიგაზეც არ იყო ზუსტად ამაშიც ჩანს რო მოლაპარაკება და წარმართვა საქმის არ შეუძლია და მაგათზე როცა ჩამოყალიბდნენ და შემდგარ ფეხბურთელებად იქცნენ ეხლა იფშვნიტავენ ხელებს თორე მაშინ არავის აინტერესებდა ეგენი უბრალოდ ერთი ის გვეხმარება… Read more »

რიკი
რიკი
9 years ago
Reply to  რიკი

ფული კიდე ძაან მშვენივრად აქვთ უბრალოდ ჟმოტები არიან

გიო
გიო
9 years ago

რიკი– ატას პროცენტიანი ხარ ძმაოო ძაან რეალურს ამბობ ერთი დიბალაზე ვერ დაგეთანხმები მთლიანობაში დანარჩენი ზუსტად ის ტქვი რაც რეალობაა …

რიკი
რიკი
9 years ago

და ცუდი რატო არ უნდა ვთქვათ ? ვინც გაექცა ჩამომითვალე აბა სად არიან 1) ტიპი ფეხბურთელს ვერ ყიდულობს თუ მის გარდა სხვაც ინტერესდება 2) აბოლებს მთელი წლის მანძილზე ყველას და ბოლოს ვიღაც საშუალო დონეს ყიდულობს ვიზეც კონკურენციას არავინ უწევს 3)იმდენი ხანი უყურებს და აკვირდება ეგრევე წამებში ახევენ ფეხბურთელს, ტიპს ელემენტარული ფეხბურთელის დარწმუნების თავი არ აქვს 5 წელია შემდგარი 1 ფეხბურთელიც ვერ იყიდა 1)პოგბა საერთოდ კაცმა არ იცოდა რა იყო ამომავალ ფეხბურთელი იყო რომელიც მანჩესტერმა გაუშვა და ამიტო დაითრია რადგან იმ წუთას იუვენტუსის გარდა კაციშვილი არ ინტერსდებოდა მაგით იმიტო ამბობს როცა არავის ვაინტერესებდი იუვენტუსმა შანსი მომცაო არავინ იცოდა გაამართლებდა თუ არა… Read more »

lasha khvichia
G10
9 years ago
Reply to  რიკი

ხედირა უფასოდ მოიყვანა . . აგინე აბა მაგაზეც :D ფული არ აქვს და ვერ უწევს ფულიან გუნდებს კონკურენციას თორე უფასოდ ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა თითს იკვნიტავენ კონკურენტები

rmzjuve
rmzjuve
9 years ago

მთავარია თვითონ პიანიჩს უნდოდეს გადმოსვლა და სრულიად შესაძლებელი ტრანსფერია. არადა
ძალიან მაგრად დაგვხატავს და გაგვაძლიერებსგაგვაძლიერებs :forza:

d a v i d
9 years ago

პიანიჩი მართლა დახატავდა იუვეს :chuvak: მარა ძაან ძნელი გასაჩარხი ტრანსფერია !

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

Egred codebul b ruscoze cudi rogor unda tqvas iuves baleshikma vinc amas da juves gaeqca ki U yurebt sadac aris misi gundebi juve chempioni gaxda da tan ligazea vinc uari utxra juves igeni verc eoropis liga de ver moxvdnen ase rom chumad :forza:

ALLENATORE
9 years ago

)) რომა არ გაძლიერებს ეგრე იუვეს საბატინი სულელი არაა ) კონტესთან გაუშვებს თუ გაშვება დააპირეს ) მეოერე ფაქტორია თავად პიანიჩმა თუ გადაიჭრა ვენები იუვე მინდაო :D:D ისე მაგ საქმიდან არაფერი გამოვაა :D:D

რიკი
რიკი
9 years ago

მაროტა ვერ იყიდის ამას ისევ ალეგრი თუ დაარწმუნებს თორე მაროტას როგორც ყოველთვის გაექცევა ფეხბურთელი ან იმდენს ილაყბებს და დააკვირდება ეგრევე გადაუხდის სხვა გუნდი და წავა

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x