მაროტა:”საერთო ხარიხს აუცილებლად ავამაღლებთ”
“დღევანდელი ძირითადი შემადგენლობიდან, რომელი მათგანი დარჩება გუნდში? ყველა! მე უკვე გითხარით, რომ იუვენტუსს მხოლოდ ის ფეხბურთელი დატოვებს, რომელსაც წასვლა სურს. მოცემულმა გუნდმა მძიმე ეპიზოდში არაჩვეულებრივი ტექნიკური და ადამიანური ფაქტორები გამოავლინა, რაც რიგ ეპიზოდებში უფრო მნიშვნელოვანიც კი არის. ყოველი მათგანის შენარჩუნება გვწადია, მაგრამ საერთო დონის ასამაღლებლად მცირეოდენი კორექტირებები აუცილებლად მოხდება”..
“მორატა? მოგვიწევს ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაველოდოთ, რომლის შედეგი გარკვეულწილად იქონიებს შედეგს მადრიდელთა სატრანსფერო ამბიციებზე. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ესპანელებს და მაქსიმალურად შევეცდებით ალვაროს ტურინში შენარჩუნებას.. მითუმეტეს ხელს ფეხბურთელის მხრიდან დარჩენის სურვილი გვიწყობს, რომელმაც ეს არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა.
მწვრთნელს მუდმივად ვუჭერდით მხარს, ხოლო ფეხბურთელის შრომისმოყვარულობას ყოველთვის ჯეროვნად ვაფასებდით. სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებით მოხერხდა მე-13 ადგილიდან პირველზე გადანაცვლება. ვის უნდა ვუფრთხილდეთ მომავალ სეზონში? ვფიქრობ, იმავე კონკურენტებს სატურნირო ცხრილიდან.. საუბარი ეხებათ პირველ შვიდეულს.. რომა, ნაპოლი, მილანური კლუბები.. არც ფიორენტინას დავიწყება შეიძლება”.
ეს ისე ბაზრობს საპონარა მონრდაგორა ერნანესის მომაკვინებელ ტრიოს ვნახავთ იუვეში მომავალ წელს)))
მომავალჰი ლიგა დადეთ