ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ბონუჩის სანაკრებო შეკრებაზე არ უშვებს

ანტონიო კონტემ იტალიის ეროვნული ნაკრების 28 კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, თუმცა, ტურინის “იუვენტუსისა” და “მილანის” ფეხბურთელების გარეშე, ეს გუნდები 21 მაისს იტალიის თასის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.ერთადერთი გამონაკლისი სიაში ლეონარდო ბონუჩი იყო, რომელიც კოპა იტალიაზე დისკვალიფიცირებულია და როსონერისთან მატჩს გამოტოვებს.თუმცა, ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა ბონუჩის ნაადრევად გათავისუფლებას არ აპირებს, მასიმილიანო ალეგრის მოთხოვნით, ლეო თანაგუნდელებთან ერთად იქნება ბოლო ვარჯიშამდე და სწორედ ამის შემდეგ შეუერთდება კოვერჩიანოს ბაზაზე დაბანაკებულ სკუადრა აძურას.ჯერ-ჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება კონტეს ტურინელთა ამ გადაწყვეტილებაზე.

წყარო : Football Italia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.