“რომა” პიანიჩის სანაცვლოდ ბარტერს ითხოვს
დედაქალაქური “რომა” მირალემ პიანიჩს ტურინის “იუვენტუსში” მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ტრანსფერი ბიანკონერების ერთი რომელიმე ფეხბურთელი ჩაერთვება, საუბარია სიმონე ძაძაზე, სტეფანო სტურაროზე, დანიელე რუგანიზე ან დომენიკო ბერარდიზე.ბიანკონერები ბოსნიელი ნახევარმცველის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ და მზად არიან ის 38 მილიონი ევრო გადაიხადონ, რომელიც პიანიჩის კონტრაქტში გამოსასყიდ ღირებულებად დევს.
თავისმხრივ, ლუჩიანო სპალეტის 26 წლის შუახაზელის გასხვისებით სარგებლის მიღება სურს და ტურინელ მოთამაშეებს აკვირდება.აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაზე რეალური კანდიდატურა სიმონე ძაძაა, რომელსაც არც თუ დამაჯერებლად მოასპარეზე ედინ ჯეკოს ჩანაცვლება შეუძლია.იგივე შეიძლება ითქვას ბერარდიზეც, დომენიკო სავარაუდოდ სულ მალე დაბრუნდება ტურინში და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება იტალიელის მომავალი.რაც შეეხება რუგანისა და სტურაროს, როგორ გაზეტა დელო სპორტი წერს, ახალგაზრდა მოთამაშეებთან გამომშვიდობებით ჯუზეპე მაროტა დაინტერესებული არ არის და მცირეა შანსი, მათგან რომელიმე ტრანსფერში ჩართოს.
ძაძა არ უნდა წავიდეს იუვედან არავითარ შემთხვევაში
ძაძა 30-35 ლიმონი და ფლორენცი პიანიჩი გადმოვიყვანოთ ეს იქნება ჩემი აზრით ერთერთი საუკეთესო ვარიანტი.
რო გაცვლი გვითხარი ჩვენც
არა მგონია მხოლოდ ძაძაში გაიცვალოს თანხასაც ითხოვენ გაუშვით ძაძა ეგრევე ვინც დაფიქრდეს
ვაიმეეე ძაძაში გავცვალოთ, სულ უფასოდ გამოგვივა ნაყიდი:-) სტურაროც შეიძლება თუ ფლორენცის მოგვცემენ:-)