ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი ფრანჩესკო : “ბერარდი იუვენტუსს მოერგება”

ითამაშებს თუ არა “სასოულო” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალიის თასის ფინალის შედეგზე და ტურინის “იუვენტუსზეა” დამოკიდებული.თუ კოპა იტალიას ბიანკონერები მოიგებენ, მოკრძალებული კლუბი პირველად ისტორიის მანძილზე ევროპირველობაში მიიღებს მონაწილეობას, თუ არადა ევროპის ლიგის საგზურისთვის “მილანი” გაიბრძოლებს.ამ და სხვა რამდენიმე საკითხზე ჟურნალისტებთან ეუსებიო დი ფრანჩესკომ ისაუბრა.

“იმედი მაქვს, იტალიის თასს იუვენტუსი მოიგებს, ევროპის ლიგაზე ასპარეზობა ძალიან გვინდა.ჩვენთვის, როგორც მოკრძალებული კლუბისთვის, მეექვსე ადგილი არის შესანიშნავი შედეგი და დასტური იმისა, რომ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს.ბედნიერი ვარ, რომ სასოულოსთან ერთად რაღაცის შექმნა მოვახერხე, მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც.ერთი ოჯახი ვართ, ყველანაირად, შეგიძლიათ მენდოთ.”

“ბერარდი ? – იგი პატარა შვილივით მყავს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ და თან არ მინდა, წნეხის ქვეშ მოექცეს.ჩემი აზრით, გასული სეზონი მისთვის იდეალური არ ყოფილა, ბევრად მეტი პოტენციალი აქვს.იუვენტუსი ის კლუბია, რომელიც დომენიკოს სჭირდება, სწორედ ტურინში შეძლებს ახალგაზრდა მოთამაშე ბოლომდე გახსნას და იმ თვისებების გამოვლინებას, რომელიც მასში იმალება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dybala.Marchisio
9 years ago

თუ ინტერი უნდა გადავიდეს მართლა კარგი ფეხბურთელია… იუვეს დიბალა ყავს და რა ვიცი ალეგრი სხვაგან თუ გამოიყენებს.

Lb19
Lb19
9 years ago

Sasuolo kargad gamova evropaze ro gavidnen mara milanic mecodeba amxela grandia da evropashi ar utamashiat wlebia. Iqneb rames miagwion ro gavidnen

juventus***
juventus***
9 years ago

Es isrti kerketi kakali gundia evropaze gaqachavs

ალეკო კოკაია

თუ ეს გადაწყდა კვადრადო მიდის ყველა პონტში

9 years ago

ძირითადში ვერ ვხედავ ამის ადგილს და სკამისთვის მოყვანას რა აზრი აქვს.

ანონიმური
ანონიმური
9 years ago

იუვე მოიგებს თას ოღონდ ევროპა ლიგაზე თქვენ წარმოაჩინეთ იტალია კარგად

10_means_alex
10_means_alex
9 years ago

ბერარდის გზა იუვესკენ დიბალამ ჩაკეტა

forza bianconeri
9 years ago

ნუ გვტენით მაგ ძაძას ძმაკაცს :chuvak:

jjj jjj
9 years ago

აბა ბერარდის კითხეთ?! ინტერის ლეგენდობა უნდა ბიჭს :mrgreen: რაც შეეხება სასუოლოს, მინდა ევროპის ლიგაზე გავიდნენ და არა გამძორებული მილანი!!! სასუოლოსგან სენსაციას არავინ მოელოდება და მილანი რო გავიდეს “გრანდია” ბოლობოლო, იქაც ჩაისვრიან და მოგვჭრიან თავს :yes:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x