ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ForzaJuve.Ge-ს გამო!

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს! გუშინ ბევრი თბილი და სასიამოვნო სიტყვები მოვისმინე.. მეამაყება და საერთოდ, თქვენ მეამაყებით! თუ რამეს ვაკეთებ, თუ რაიმეს ვცდილობ მხოლოდ იმიტომ რომ ყოველდღიურად თუნდაც ერთი ადამიანი შემოდის და საიტზე ჩერდება.. საბედნიეროდ უფრო მეტნი ვართ ვიდრე ერთი! ისტორია, რომელიც დაიწყო Juventus.Ucoz.Net-დან, რომელიც შემდეგ გაგრძელდა ForzaJuve.Clan.Su-დან – დღეს უკვე ForzaJuve.Ge თქვენი დახმარებით გახდა, რაღაც განსაკუთრებული.. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ყოფილიყო საიტი სადაც ითარგმნებოდა პრესსკონფერენციები და მატჩისშემდგომი კომენტარები.. თუმცა..


შემდგომ ამაზე არ დავკმაყოფილდი.. ვხედავდი როგორ სწრაფად მუშაობდა Juventus.Ru … აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იყო პოსტ საბჭოთა ქვეყნებში. აშკარად მეტი იყო საჭირო.. გამიჩნდა ამბიცია, რომ ჩვენი საიტი ყოფილიყო ყველაზე ოპერატიული.. ყველაზე სწრაფი.. ამიტომაც გავხსენი იტალიური საიტები და დავიწყე თარგმნა პირდაპირ იტალიურიდან.. სამწუხაროდ ვერ გამოვნახე დრო მესწავლა ეს არაჩვეულებრივი ენა.. იცით რატომ? სამსახური სახლი და დრო? იმდენად ჩავერთე, რომ ვიცოდი დავუშვათ 13:00-ზე ტუტტოიუვე იწყებდა სატრანსფერო სიახლეებს.. რომ ცოტახანში ფეხბურთელები ვარჯშზე მიდიოდნენ და გასაშუქებელი მქონდა.. რომ შემდეგ ბუფონს, ბონუჩის ან ერთ-ერთი იუვენტინოს დიდი ინტერვიუ იდებოდა.. თვალსა და ხელს შუა მატჩის დღე მოდის.. წინასამატჩო, განაცხადი და მთელი ეს ეპოპა.. მინდა რომ ყველაფერი აკურატულად გაკეთდეს, ზუსტად იცოდეს მომხმარებელმა რომ როდესაც 20:00-ზე შემოვა პარასკევს მას წინასამატჩო, განაცხადი და მსგავსი მასალები დახვდეს.. ანუ შევქმენი სისტემა, რომელიც მინდა ქვეყნდებოდეს დღიდან, დღემდე.. არ უშლიდეს ხელს არაფერი.. რამდენი რამე გადამიდია გვერდზე, რომ აწყობილი მექანიზმი სტაბილურად მუშაობდეს..

გადის ხანი.. ვხედავ, რომ სხვადასხვა საიტზე დიდ ყურადღებას აქცევენ ვიზუალურ გაფორმებას.. სურათები დამუშავებულია, ახლავს საიტის ლოგო.. და მე გადავწყვიტე დამეწყო ლოგოთი.. რაღაც ისეთი ყოფილიყო, რომელიც განსხვავებული იქნებოდა.. რაღაც საინტერესო და იუვენტუსის სულისკვეთების აღმწერი.. მინდა გითხრათ საკუთარი ცხოვრებიდანაც იყო არჩეული.. მძიმე პერიოდი, რომელიც ეჭვიც არ მეპარება სამწუხაროდ ყველას უდგას ცხოვრებაში.. ხშირადაც დამიშვია შეცდომა.. ბევრიც გამინეწყენებია.. ამას დღემდე განვიცდი და ყველაზე მეტად მე მტკივა ხოლმე.. მაგრამ დრო მიდის და ცხოვრებას ყველაფერი მიაქვს.. ჩვენი საიტი და თქვენ კიდევ.. აქ ყოფნა..სულ სხვანაირად ვარ.. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო აქ თავს ვგრძნობ სხვა სამყაროში.. შესაბამისად ყოველდღიურად ვცდილობ რაღაც ახალი შევქმნა, რომელიც ჩვენი პატარა სამყაროსთვის იქნება ინოვაციური, მოქნილი, კომფორტული და თან მაშტაბური.. გარდაქმნა სწორედ ლოგოთი დაიწყო, რომელიც ამსახველია ერთი მთავარი რამის.. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, არავის და არაფრის წინაშე! ფეხბურთი, ფეხბურთია და ცხოვრება ცხოვრება.. და იუვენტინო არსად არავის არაფერს დაუთმობს! ჩვენ არავის ვჩაგრავთ და ზემოდან არავის ვუყურებთ.. ჩვენ ვეხმარებით წაქცეულს და სხვას.. არავის ვაძლევთ ზედმეტის უფლებას.. ზემოდან ყურებას და ასე შემდეგ.. მე ეს ყველაფერი ჩვენს ლოგოში დავინახე, რომელიც შემიყვარდა როცა კი წარმოვიდგინე საკუთარ ფიქრებში.. დიახ.. როკი.. როკიც ასეთი იყო და კარგად ჯდება ჩვენს მენტალიტეტში, რომელიც არის Fino alla Fine!!!

ლოგოს შემდეგ ერთ დღეს შევუდექი Photoshop-ის სწალას.. რადგან სადაც ვმუშაობ ის დიზაინერი ვერ აუდიოდა საქმეს და მუდმივად რაღაცის თხოვება, რომელიც სცდებოდა სამსახურისას უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა.. როდესაც გაქვს მიზანი ყველაფერი მარტივია.. Photoshop-ს Movie Maker-ი მოჰყვა და დღეს უკვე ხმის ჩამწერ პროგრამებთან ვმუშაობ, გამოვიწერე სპეციალური აპარატურა, რომელიც ხმის ეფექტს ჩანაწერებზე გააუმჯობესებს.. ზოგჯერ მე თვითონ მიკვირს როგორ განვითარდა ეს ყოველივე, მაგრამ 7 წლის წინ დაწყებული მართლა განვავითარე.. თქვენთან ერთად! ისევ და ისევ მე ვარ თქვენს წინაშე თავდახრილი და ძალიან მადლიერი, რომ მაძლევთ ყოველდღიურად ამის საშუალებას, რომ შემოვიდე და საქმე ვაკეთო.

ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის!

 

p.s. განსაკუთრებული მადლობა Darja-ს, Nacke-ს, აკაკის.. ბიჭებს, რომლებიც პირველივე დღიდან ჩემს გვერდით არიან! ასევე ჩემს მეუღლეს, რომელიც საბედნიეროდ იუვეს ქომაგი და ჩემი ცხოვრების მთავარი აზრია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
8 years ago

ჯიგარი ხარ გაიხარე შენს ლამაზ ოჯახთან ერთად და მომავალ 5 წელიწადში მინიმუმ 3 ჩემპიონთა ლიგა 2 საკონტინენტთაშორისო თასი 2 სუპერ თასი 4 სკუდეტო და 3 იტალიის თასი მიგველოცოს ერთმანეთისთვის :vashaa: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x