ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ForzaJuve.Ge-ს გამო!

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს! გუშინ ბევრი თბილი და სასიამოვნო სიტყვები მოვისმინე.. მეამაყება და საერთოდ, თქვენ მეამაყებით! თუ რამეს ვაკეთებ, თუ რაიმეს ვცდილობ მხოლოდ იმიტომ რომ ყოველდღიურად თუნდაც ერთი ადამიანი შემოდის და საიტზე ჩერდება.. საბედნიეროდ უფრო მეტნი ვართ ვიდრე ერთი! ისტორია, რომელიც დაიწყო Juventus.Ucoz.Net-დან, რომელიც შემდეგ გაგრძელდა ForzaJuve.Clan.Su-დან – დღეს უკვე ForzaJuve.Ge თქვენი დახმარებით გახდა, რაღაც განსაკუთრებული.. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ყოფილიყო საიტი სადაც ითარგმნებოდა პრესსკონფერენციები და მატჩისშემდგომი კომენტარები.. თუმცა..


შემდგომ ამაზე არ დავკმაყოფილდი.. ვხედავდი როგორ სწრაფად მუშაობდა Juventus.Ru … აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი იყო პოსტ საბჭოთა ქვეყნებში. აშკარად მეტი იყო საჭირო.. გამიჩნდა ამბიცია, რომ ჩვენი საიტი ყოფილიყო ყველაზე ოპერატიული.. ყველაზე სწრაფი.. ამიტომაც გავხსენი იტალიური საიტები და დავიწყე თარგმნა პირდაპირ იტალიურიდან.. სამწუხაროდ ვერ გამოვნახე დრო მესწავლა ეს არაჩვეულებრივი ენა.. იცით რატომ? სამსახური სახლი და დრო? იმდენად ჩავერთე, რომ ვიცოდი დავუშვათ 13:00-ზე ტუტტოიუვე იწყებდა სატრანსფერო სიახლეებს.. რომ ცოტახანში ფეხბურთელები ვარჯშზე მიდიოდნენ და გასაშუქებელი მქონდა.. რომ შემდეგ ბუფონს, ბონუჩის ან ერთ-ერთი იუვენტინოს დიდი ინტერვიუ იდებოდა.. თვალსა და ხელს შუა მატჩის დღე მოდის.. წინასამატჩო, განაცხადი და მთელი ეს ეპოპა.. მინდა რომ ყველაფერი აკურატულად გაკეთდეს, ზუსტად იცოდეს მომხმარებელმა რომ როდესაც 20:00-ზე შემოვა პარასკევს მას წინასამატჩო, განაცხადი და მსგავსი მასალები დახვდეს.. ანუ შევქმენი სისტემა, რომელიც მინდა ქვეყნდებოდეს დღიდან, დღემდე.. არ უშლიდეს ხელს არაფერი.. რამდენი რამე გადამიდია გვერდზე, რომ აწყობილი მექანიზმი სტაბილურად მუშაობდეს..

გადის ხანი.. ვხედავ, რომ სხვადასხვა საიტზე დიდ ყურადღებას აქცევენ ვიზუალურ გაფორმებას.. სურათები დამუშავებულია, ახლავს საიტის ლოგო.. და მე გადავწყვიტე დამეწყო ლოგოთი.. რაღაც ისეთი ყოფილიყო, რომელიც განსხვავებული იქნებოდა.. რაღაც საინტერესო და იუვენტუსის სულისკვეთების აღმწერი.. მინდა გითხრათ საკუთარი ცხოვრებიდანაც იყო არჩეული.. მძიმე პერიოდი, რომელიც ეჭვიც არ მეპარება სამწუხაროდ ყველას უდგას ცხოვრებაში.. ხშირადაც დამიშვია შეცდომა.. ბევრიც გამინეწყენებია.. ამას დღემდე განვიცდი და ყველაზე მეტად მე მტკივა ხოლმე.. მაგრამ დრო მიდის და ცხოვრებას ყველაფერი მიაქვს.. ჩვენი საიტი და თქვენ კიდევ.. აქ ყოფნა..სულ სხვანაირად ვარ.. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო აქ თავს ვგრძნობ სხვა სამყაროში.. შესაბამისად ყოველდღიურად ვცდილობ რაღაც ახალი შევქმნა, რომელიც ჩვენი პატარა სამყაროსთვის იქნება ინოვაციური, მოქნილი, კომფორტული და თან მაშტაბური.. გარდაქმნა სწორედ ლოგოთი დაიწყო, რომელიც ამსახველია ერთი მთავარი რამის.. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, არავის და არაფრის წინაშე! ფეხბურთი, ფეხბურთია და ცხოვრება ცხოვრება.. და იუვენტინო არსად არავის არაფერს დაუთმობს! ჩვენ არავის ვჩაგრავთ და ზემოდან არავის ვუყურებთ.. ჩვენ ვეხმარებით წაქცეულს და სხვას.. არავის ვაძლევთ ზედმეტის უფლებას.. ზემოდან ყურებას და ასე შემდეგ.. მე ეს ყველაფერი ჩვენს ლოგოში დავინახე, რომელიც შემიყვარდა როცა კი წარმოვიდგინე საკუთარ ფიქრებში.. დიახ.. როკი.. როკიც ასეთი იყო და კარგად ჯდება ჩვენს მენტალიტეტში, რომელიც არის Fino alla Fine!!!

ლოგოს შემდეგ ერთ დღეს შევუდექი Photoshop-ის სწალას.. რადგან სადაც ვმუშაობ ის დიზაინერი ვერ აუდიოდა საქმეს და მუდმივად რაღაცის თხოვება, რომელიც სცდებოდა სამსახურისას უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა.. როდესაც გაქვს მიზანი ყველაფერი მარტივია.. Photoshop-ს Movie Maker-ი მოჰყვა და დღეს უკვე ხმის ჩამწერ პროგრამებთან ვმუშაობ, გამოვიწერე სპეციალური აპარატურა, რომელიც ხმის ეფექტს ჩანაწერებზე გააუმჯობესებს.. ზოგჯერ მე თვითონ მიკვირს როგორ განვითარდა ეს ყოველივე, მაგრამ 7 წლის წინ დაწყებული მართლა განვავითარე.. თქვენთან ერთად! ისევ და ისევ მე ვარ თქვენს წინაშე თავდახრილი და ძალიან მადლიერი, რომ მაძლევთ ყოველდღიურად ამის საშუალებას, რომ შემოვიდე და საქმე ვაკეთო.

ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის!

 

p.s. განსაკუთრებული მადლობა Darja-ს, Nacke-ს, აკაკის.. ბიჭებს, რომლებიც პირველივე დღიდან ჩემს გვერდით არიან! ასევე ჩემს მეუღლეს, რომელიც საბედნიეროდ იუვეს ქომაგი და ჩემი ცხოვრების მთავარი აზრია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ცვარო
ცვარო
8 years ago

:juvee:

vako-10
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ბიჭებო წიკიპედიაზე მათეუს პერეირა უკვე როგორც იუვეს ფეხბურთელი ისე არი და რატომ არ გვაქვს ამაზე სიახლე?

შოთიკო
შოთიკო
8 years ago

მადლობა შენ :forza: :forza: :forza:

juventus***
juventus***
8 years ago

Maloba shen :juvee:

GSM1800
GSM1800
8 years ago

:forza: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ჯიგარი კაცი ხარ!!!

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

:forza:

d a v i d
8 years ago

:forza: :love: :forza: :love: :forza:

vaxo30
vaxo30
8 years ago

უმაგრესი კაცი ხარ დავით!

ninia-juve
8 years ago

ძალიან მაგრები ხართ! წლებია უკვე! ეხლაც მახსოვს როგორ დავგუგლე იუვე, იქნებ საქართველოშიც იყოს საიტი თქო და აღმოვაჩინე აქაურობა ❤ მას მერე ჩემთან ხართ, ტელეფონშიც და კომპშიც :) ჰო, გულშიც ❤ წარმატებები ჩვენ

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

აქ თუ არ ჰემოხვალ იუვეს ბალეჰიკობას ტყვილა იბრალებ ეს იუვეს ოჯახია იუვეს გულჰემატკივრების და რა ერთი დღე თუ არ ჰემოხვალ სულ საიტზე ვარ არ გავდივარ საერთოდ აქიდან გასვლა იუვეს ოჯახიდან გასვლა ჰქვია მე ამას ვერასდროს გავაკეთებ და თუ მე ამ საიტზე აღარ ჰემოვალ აღარ მომიკითხოთ სად წავიდე ესე იგი კარგად აღარ ვარ მე სანმდე ვიცოცხლებ ამ საიტს ვერ დავტოვებ იუვეს ოჯახს ვერ მივატოვებ იუვე მიყვრხარ :forza: :forza: :juvee: :juvee:

Vega
8 years ago

წარმატებები მეგობარო. ასე გააგრძელე. ჩვენ კი შენს გვერდით ვართ. <3

italjuve
8 years ago

:forza: :juvee:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

მართლაც მაგარი ვებ-გვერდია. მაგრად ოპერატიულად მუშაობთ. ჯიგრები ხართ, ამ ვებ-გვერდის ავტორიც და ყველა, ვისაც წვლილი შეგაქვთ ოპერატიულად მუშაობაში. მ ა დ ლ ო ბ ა.

პრინცი
პრინცი
8 years ago

:love: :love: :love: :italy: :italy: :italy: :juvee: :juventus: :juventus:

Lb19
Lb19
8 years ago

Didi madloba shen rom ase gvaxareb yvelas martla udides saqmes aketeb chventvis da dzalian vapasebt yvelani :forza:

jjj jjj
8 years ago

ძალიან მაგრები ხართ ყველა, :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: როგორ უნდა გავიდეს თუნდაც ერთი დღე აქ რომ არ შეოვიდე?! :love: :kiss: უღრმესი მადლობა ყველას :love:

QASRA
QASRA
8 years ago

:forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

ამ ყველაფერს დიდ საქმეს აკეთებს მარტო იუვეს ბალეჰიკებისთვის კი არა მომავალი თაობაც ჰევა ამ საიტზე და გაეცნობა იუვეს ისტორიას და ბევრად ბევრი ბალეჰეკი ეყოლება იუვეს საქართველოჰი და ამ საიტისბა ადმინტრაციის მუჰაობას კომენტარიც არ ჭირდე უკომენტაროდ :forza: :forza: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

Didi madloba saitistvis, im shromistvis rac am yvelafris gasaketeblad gascie, martla did saqmes aketeb juves yvela gulshematkivristvis

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

და რაც ვართ ყველა დიდ თამაჰზე უნდა ჰევიკრიბოთ სადმე ერთად ისე რო იუვეს ერთი ბალეჰიკიც არ უნდა აკლდეს მომავლი სეზონიდან მე პირადად მარტო იუვეს თამაჰებს აღარასდროს ვუყურებ ერთად ვიფიქროთ და მივიღოთ გადწყვეტილება სად ვუყუროთ იუვეს ყველა ბალეჰიკმა ერთად ეს იქნება ყველაზე სწორი ჰეიძლება ცოტა ვართ მაგრამ გულით ბალეჰიკები გუნდის და არა ცალკეული ფეხბურთილის :forza: :juvee:

forza bianconeri
8 years ago

ეს საიტი ბევრად მეტს იმსახურებს :forza: სამწუხაროა რო იუვეს გულშემატკივრები ცოტანი ვართ საქართველოში

თოკო
თოკო
8 years ago

დიდი მადლობა

ანონიმური
ანონიმური
8 years ago

მადლობა პირიქით თქვენ ასეთი სიტყვებისთვის და იუვეს უმაგრესი საიტისთვის გაიხარე დავით აქ რო ჰემოვდივარ იუვეს ოჯახჰი ჩემზე ბედნიეერი არავინ არაა და აქიდან არადროს წავალ ეს საიტი ჩემი მეორე სახლია და იუვე სულ ჩემი გუნდი მე ვბალეჰიკობ იუვემს ამ დიდ გუნდს მე ვერასოდეს დავივიწყებ, დელპიეროს ნედვედს ტრეზეზეგეს და სუპერ მეკარე ჯიჯის და ვერც ვუღალატაბ ამ საოცარ გუნდს და ამ საიტის სუპერ ადმინისტრაციას მე ვწერ ანონიმურად რადგან ასე უფრო მჰვიდათ ვარ ახლა კი დროა გაიგიოთ მე მქვია ბაქარი და და იუვეს დიდი ბალეჰიკი და ამ საიტის გაიხარეთ იუვეს ბალეჰიკებო და ბატონო დავით

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x