ტურინელები დარმიანს კანდიდატურას განიხილავენ..

ტურინელები გარდა ცენტრალური ნახევარდაცვისა მარჯვენა ფლანგის გაძლიერებასაც გეგმავენ.. მიზეზი მარტივია.. კუადრადოს მომავალი მსგავსად მორატასი ძალიან ბუნდოვანია და მაროტა უკვე თადარიგს იჭერს, შესაბამისი კანდიდატურის გასაფორმებლად. იტალიური პრესის მტკიცებით კალჩოს მოქმედი ჩემპიონები მატეა დარმიანის კანდიდატურას უბრუნდებიან, რომელიც სავარაუდოდ დატოვებს წითელ ეშმაკებს.. თუ სად განაგრძობს კარიერას ჯერ არავინ იცის, მაგრამ ბიანკონერის მხრიდან გააქტიურების შემთხვევაში ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებაზე და მითუმეტეს ჩემპიონთა რიგებში უარზე ნამდვილად არ იქნება. მის გარდა ალტერნატიულ ვარიანტებად განიხილებიან ვიდმერი, ვრსალკო და ვანდერ ვილი..
ფაბინიოზე რატო არ ფიქრობენ ძაან მაგარია, თან ახალგაზრდაა და ძაან კლასნია
დარმიანი მაგარია
ისე ტორინოს პერესი როა ისიც კაი იგროკია
მგონია რო იუვეს პირველი ტრანსფერი ბერარდი იქნება თან ძალიან მალე
სატრანსფერო ფანრჯის გახსნა – პიანიჩი, გომესი, კავანი, დარმიანი, ისკო, ხამესი
სატრანსფერო ფანჯრის დახურვა – მუდინგაი, საპონარა, ზაპაკოსტა, ბერარდი
კარგი იქნებოდა
მატეო კარგი ვარიანტია… თან ვერ აეწყო მანჩესტერში მაგ ფეხბურთელი ტურინში გაცილებით კარგად ითამაშებს კარგი ფეხბურთელია.
გუშინ წავიკითხე თავისუფალი აგენტი გახდაო და კი გავიფიქრე მაროტა რატოა ჩუმადმეთქი.ისე 28 წლის არის თუ გავითვალისწინებთ უფასოთ მოსულები იუვეში როგორც თამაშობენ ცარ უნდა იყოს. სხვათაშორის ევრაზეც ეწერა და ევრას ხო უხანგძლივებენ?
ჩვენებს კი უნდათ, მაგრამ თვითონ ვერ გადაწყვიტა ჯერ..
თავისუფალ აგენტს მაროტა ხელიდან რომ არ გაუშვებს ხომ იცით :დ ამიტომაც დაგვაკავშირეს უცბად )))
ვანდერ ვილი თავისუფალი აგენტი გახდა და უკვე ვეჩალიჩებით?
:)
არ მჯერა რომ გადმოიყვანენ:-)