ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “დიდ მატჩს ველი”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი რომში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჟურნალისტებს ვინოვოს პრეს-ცენტრში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დამაჯერებლად დავასრულეთ, ეს ფინალია და ყველაფერი ნულიდან იწყება.ერთ თამაშში ნებისმიერ რამეს უნდა ველოდოთ, მილანელებისთვის ეს ბოლო შანსია ევროპის ლიგაზე მოსახვედრად, მით უმეტეს, რომასთან ნაჩვენები ცუდი თამაშის შემდეგ რეაბილიტაცია სურთ.”

“თანაბარ თამაშს ველი, თუმცა ჩემი გუნდს მოვუწოდებ, აგრესიულევი იყვნენ.როსონერის შემადგენლობაში ირიცხებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ხიფათის შექმნა.უპირველეს ყოვლისა, კარლოს ბაკას ვგულისხმობ, ცივსისხლიანი ფორვარდია და ჩემპიონატში საკმაო რაოდენობის გოლები გაიტანა.ჯაკომო ბონავენტურა საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია, ასევე კეისუკე ჰონდას, მონტოლივოსა და კუჩკას გამოვყოფდი, ისინი ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.სეზონში ორივე მატჩი მილანელებთან დაძაბული გამოდგა, შესაბამისად, არც ფინალს ველი მარტივს.როდესაც ყველაფერი 90 წუთში წყდება, ინდივიდუალისტებისგან ბევრს ითხოვ, ასეცაა, ერთ მომენტს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.გარდა ამისა, ჩვენი სეზონის ბოლო შეხვედრას სწორედ რომში ვთამაშობთ, მინდა გულშემატკივრებს გამარჯვებულები დავემშვიდობოთ და რეკორდი დავამყაროთ, აქამდე ხომ ზედიზედ ორჯერ სკუდეტო და იტალიის თასი არავის მოუგია.დიდი მატჩი უნდა გამოვიდეს..”

“რაც შეეხება შემადგენლობას, ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ არ ვარ.მეკარე გადაწყვეტილია, იტალიის თასზე კარს ნეტო დაიცავს, დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ ბრაზილიელმა ვერონასთან და სამპდორიასთან იასპარეზა და ახლა მოედანზე გასასვლელად სრულ მზადყოფნაშია, კარგია, როდესაც სათადარიგოთა სკამზეც მაღალი დონის კიპერი გეგულება.სამმცველიან ტაქტიკას ვითამაშებთ, ბონუჩი დისკვალიფიცირებულია, ამიტომ მოედანზე კიელინი, ბარძალი და რუგანი გავლენ, წინახაზში დიბალას და მანჯუკიჩის თამაში მაქვს გადაწყვეტილი.მორატა და ძაძა იმ კატეგორიის ფეხბურთელებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში მოედანზე შესვლა და გატანა შეუძლიათ, ეს სეზონის მანძილზე არაერთხელ დამტკიცდა.პოგბა ძირითადში დაიწყებს, უნდა გადავწყვიტო მოთამაშე, რომელის იასპარეზებს მცველების წინ და მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი.”

“ტრანსფერები ? – უპირველეს ყოვლისა, ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ჭორებზე საუბარს არ ვაპირებ, ჩემს გუნდს პატივს ვცემ და არ მინდა, მატჩის წინ მათზე საუბრობდნენ.მოდით, ჯერ ფინალი ვითამაშოთ, შემდეგ კი სატრანსფერო ბაზარზე სასაუბროდ დრო ბევრი გვექნება.”

ალეგრიმ კოპა იტალია “მილანის” მწვრთნელის რანგშიც მოიგო, საუბარი ამ თემასაც შეეხო : “ვიმეორებ, ხვალ დიდ შეხვედრას ველი, მილანსა და იუვეს შორის დაპირისპირებები ყოველთვის მოვლენად ითვლება.ასე იყო მანჩესტერშიც, 2003 წელს ლიგის ფინალშიც და ასე იქნება ხვალაც.გასულ წელს, როცა მასპინძელ ლაციოს რომში დავუპირისპირდით, ჯერ ვაგებდით, მაგრამ შემდეგ გათანაბრება და მოგება შევძელით, მთავარია საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო.იუვეს ციკლი ? – შარშან ზაფხულს გუნდში 10 ახალი მოთამაშე მოვიდა, ახალგაზრდები, რომლებმაც ნელ-ნელა ალღო აუღეს თუ რას ნიშნავს იუვენტუსი.პირველ ტურებში სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით, მაგრამ შემდეგ საოცრება მოვახდინეთ, თამაშები მოვიგეთ და სკუდეტო სწორედ ჩვენ დაგვრჩა.ხვალ არანაირი ციკლი არ სრულდება, ეს უბრალოდ სეზონის დასასრულია, 6 ივლისს გუნდი კვლავ შეიკრიბება და ახალი გამოწვევებისთვის მზადებას დაიწყებს.ხვალ, მოვიგებთ თუ წავაგებთ, გავლენას არ იქონიებს სამომავლო გეგმებზე, მომავალ სეზონში მეტად სერიოზული მიზნები გვექნება.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

წარმტებები ალეგრი და იუვე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x