ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვე” მზადაა მორატას სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს

იტალიის თასის ფინალის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს ალვარო მორატას ბიანკონერებში დარჩენის სურვილი გაუორმაგდათ, ეს ლოგიკურიცაა, ესპანელი ორი წუთის შემოსული იყო მინდორზე, გადამწყვეტი და გამარჯვების გოლი რომ გაიტანა, თან, ძალიან ეფექტური.ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუზეპე მაროტა მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებს მომავალ კვირაში შეხვდება და ალვაროს სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს შესთავაზებს, წესით, ეს თანხა მისაღები უნდა იყოს სამეფო გუნდის პირველი პირებისთვის.

მორატას არენდის სანაცვლოდ “იუვეს” უკვე გადახდილი აქვს 20-22 მილიონი ორი წლის წინ, “რეალს” მისი გამოსყიდვა სურვილის შემთხვევაში 30-35 მილიონი ევრო დასჭირდება, შემდეგ მას “პსჟ” – ში, “მანჩესტერში” ან “ჩელსიში” 50 მილიონი ევროს ფარგლებში გაყიდის, დაახლოებით ეს თანხა გამოდის მორატას შეთავაზებული 25 მილიონიც, შესაბამისად, საერთო ენის გამონახვა მხარეებს შორის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებების მიმდინარეობს, პრესა წერს, რომ ტურინელები ბრაზილიელი დანილოს თაობაზეც მოითხოვენ ინფორმაციას.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x