ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპალეტი : “არ ვიცი, დარჩება თუ არა რომში პიანიჩი”

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის თასის ფინალის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან მირალემ პიანიჩის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა : “სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, პიანიჩი ჩვენთან დარჩება თუ არა.იგი რომში ბედნიერია, თუმცა ფეხბურთში არსებობს სიტუაციები, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გამორიცხული არაფერია.იუვე მასთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი გახდება, მირალემი უმაღლესი დონის მოთამაშეა.”

ამის პარალელურად, გაზეტა დელო სპორტი წერს, რომ ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ჯიალორისის აუცილებლად სჭირდება პიანიჩის გაყიდვა, თანაც 30 ივნისამდე.მომავალი თვის ბოლომდე რომაულმა კლუბმა საკუთარი ფინანსური მდგომარეობა უეფას უნდა წარუდგინოს და სანქციების თავიდან ასაცილებლად, ბიუჯეტში კიდევ 30 მილიონი ევროა საჭირო.წინააღმდეგ შემთხვევაში, რომაელებმა ბოსნიელს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა შესთავაზონ და 38 მილიონად გამოსყიდვის პუნქტიც ხელშეკრულებიდან გააქროს.აქვე გეტყვით, რომ ტურინის “იუვენტუსის” გარდა მოთამაშის მიმართ სერიოზულ ინტერესს მიუნხენის “ბაიერნი” იჩენს, კარლო ანჩელოტის გამთამაშებლის ხილვა რეკორდმაისტერებში ძალიან სურს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x