ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “შესანიშნავი სეზონი გამოვიდა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი გასული სეზონით კმაყოფილია და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე საუბრობს : “იმ ოთხწლიანი ციკლის შემდეგ, რომელიც ამავე რაოდენობის სკუდეტოებით დაგვირგვინდა, გამოცდილმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს, საუბარი მხოლოდ ტევესზე, პირლოსა და ვიდალზე არაა, არ დაგვავიწყდეს სტორარი, პეპე, ლიორენტე და ოგბონა – ისინი გამარჯვებული გუნდის ნაწილი იყვნენ.იუვეში ათი ახალი მოთამაშე ჩაირიცხა და ყველაფრის თავიდან დაწყება მარტივი საქმე ნამდვილად არაა.რთული მომენტები გვქონდა, დავძლიეთ ის და მოვახერხეთ დაბრუნება, ეს უპირველეს ყოვლისა ბიჭების დამსახურებაა.ათი ტურის შემდეგ მე-14 პოზიციაზე ვიმყოფებოდით, ამის შემდეგ კი 26 მატჩიდან 25 მოვიგეთ, რიცხვებიც ცხადყოფს, რომ საოცარი სეზონი გამოვიდა, რომელიც კოპა იტალიის მოგებიც დაგვირგვინდა.”

“ვფიქრობ, ეს სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე წინა სეზონზე არანაკლებ კარგი იყო, მართალია, მაშინ ფინალში ვითამაშეთ, თუმცა ყოველ წელს ლიგის ფინალში გასვლა ურთულესია, დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის უფრო დიდ გამოცდილებას მოუყრი თავს.მოთამაშეებმა პროგრესი განიცადეს, მათ ირწმუნეს, რომ დიდი გუნდების წინააღმდეგ ასპარეზობა შეუძლიათ, სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი.იყო მომენტები, როდესაც არ გაგვიმართლა, თუმცა ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ყველაფრიდან რაღაც უნდა ისწავლო და ჩვენც, იმედია მომავალში გამოგვადგება განცდილი მარცხები.იმედი ვიქონიოთ, მომავალ სეზონში ბედი ჩვენს მხარეს იქნება.”

“ჩემი მომავალი ? – რა თქმა უნდა, იუვენტუსი, ეს ის კლუბია, რომლისთვისაც ყველაფერს გავიღებ.ჩვენ ერთად დავიწყეთ ტიტულებისთვის ბრძოლა და იმედი მაქვს, ტურინელებთან ერთად ბევრჯერ გავხდები ჩემპიონი.იმედი მაქვს, აქ დიდხანს დავრჩები,ბედნიერი ვარ და სწორედ ამიტომ.დიბალა ? – მწვრთნელი იმიტომ არსებობს, რომ სწორ დროს მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, იყო პერიოდი, როდესაც პაულო სათამაშოდ იდეალურ ფორმაში არ იყო, თუმცა ნელ-ნელა, მისი პროგრესი შესამჩნევი გახდა და როგორ დაასრულა სეზონი არგენტინელმა, ყველამ ნახეთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x